საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო წლის დასასრულებლად ემზადება და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მაროკოელებს დაუპირისპირდება, სადაც ფართო გულშემატკივრებისთვის ცნობილი რამდენიმე ფეხბურთელი გამოდის - ჰაკიმ ზიეჩი, აჩრაფ ჰაკიმი, ნასირ მაზრაუი, სოფიან ამრაბატი...

ვილი სანიოლის გუნდი შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება. მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის დასახელებაც საკმარისი იქნება. "ჯვაროსნებში" თავის გამოჩენის საშუალება ბევრ ფეხბურთელს უნდა მიეცეს, მათ შორის, დებიუტანტებსაც (საბა საზონოვი, გიორგი გოჩოლეიშვილი).

Sportsmole:

"მაროკოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქალაქ შარჯაში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირებით მოემზადება. ვილი სანიოლის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მის გაგრძელებას ეცდება.

მაროკოელები მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წლის განმავლობაში ვერ გადიოდნენ, ახლა ზედიზედ მეორედ მონაწილეობენ, რუსეთში განცდილი ფიასკო კი უნდა გამოასწორონ.

მაროკოს ნაკრებსაც ოფიციალურ დაპირისპირებებში 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში, აფრიკის თასის მეოთხედფინალში, მოჰამედ სალაჰის ეგვიპტესთან დამატებით დროში (1:2) წააგო. ისე კი, შემდეგ მხოლოდ აშშ-სთან (0:3) დამარცხდნენ.

"ჯვაროსნების" უახლოესი მეტოქე ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილს იკავებს და ეს აფრიკულ ქვეყნებს შორის მეორე შედეგია."

Sportskeeda:

"საქართველოს ნაკრები 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დამარცხებულა და ამ პერიოდში, 8 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, ბოლო 6 მატჩიდან 5-ში კი 2 ან მეტი გოლი გაიტანა. მათ "ნაპოლის" მოულოდნელი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, რომელიც ახლა ტრავმირებულია, რაც ქართველებისთვის სერიოზული დარტყმაა.

სავარაუდო ანგარიში - 2:2".

101greatgoals:

"მას შემდეგ, რაც მაროკომ მუნდიალზე თამაში გაინაღდა, უაღრესად არაპოპულარული ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს და ვალის რეგრავუი დანიშნეს. მათ ბელგიის, ხორვატიისა და კანადის სახით სერიოზული მეტოქეები ჰყავთ, თუმცა საქართველის ნაკრები მშვენიერი გენერალური რეპეტიციაა, დიდი შანსია, ეს გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ.

როცა ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია, ვილი სანიოლის ნაკრებს საუკეთესო თვისებების გამოვლენა გაუჭირდება."

დღევანდელი, 17 ნოემბრის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე ("ჰატაისპორი", ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო", თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

გია
ჩაკვე ტრენაჟორებზე ივარჯიშე რომ კუნთური მასა დაიყენო და ადვილად არ დაიტრამვები. (რა კუნთური მასა გქონდა ტრამვამდე იგივე გაქვს ახლაც და როგორ დავიჯერო რომ შენ ფიზიკაზე მუშაობ). ჩაკვე შენ გაქვს დიდი ნიჭი და თავდაუზოგავად შრომის შემთხვევაში იქნები მსოფლიო ვარსკვლავი. მე პირადად მჯერა რომ შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ.
გია
ჩაკვე ტრენაჟორებზე ივარჯიშე რომ კუნთური მასა დაიყენო და ადვილად არ დაიტრამვები. (რა კუნთური მასა გქონდა ტრამვამდე იგივე გაქვს ახლაც და როგორ დავიჯერო რომ შენ ფიზიკაზე მუშაობ). ჩაკვე შენ გაქვს დიდი ნიჭი და თავდაუზოგავად შრომის შემთხვევაში იქნები მსოფლიო ვარსკვლავი. მე პირადად მჯერა რომ შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ.
ჰაჰა
ტყუპები არიან მაგნები)))
პლეხანოვზე გაზრდილი
Skeleton-ს! თეატრში თუ წახვალ და მსახიობები გამოვლენ სცენაზე გაჩერდებიან ერთ ადგილზე და ჩუმათ იქნებიან - მეორედ წახვალ ასეთ თეატრში? ფეხბურთში მსახიობები ფეხბურთელები არიან და ა.შ..... ხომ გამიგეთ რისი თქმაც მინდა? - ამიტომ "დადის" და "არ დადის" ხალხი ფეხბურთზე ხალხს სანახაობა უნდა!
Skeleton
რატომ არ არის ამ თამაშის მიმართ ინტერესი?მთელი დღეა ველოდები და აქა იქ მხვდება ინფორმაცია თან სულ რამდენიმე კომენტარი აქვს, არანაირი გამოხმაურება, არც ინსტაგრამზე არც სხვა სოც. ქსელებში, როცა წინა თამაშებზე გადავსებული იყო ნაკრების პოსტებით ყველაფერი. მე კი ვხვდები რატომაც არის ეგრე მარა ცოტათი ტეხავს სხვა ბიჭების წინააშე,იმიტომ რომ იმათმა უნდა იშრომონ და იმათმაც უნდა იგრძნონ მათი შრომის დაფასება. კვარაცხელია თუ არაა არც ნაკრები აინტერესებთ და არც ნაპოლი. ეგაა სიმართლე. საქართველოს ჩემპიონატშიც სტადიონები ივსებოდა როცა აქ თამაშობდა, სადაც ავღნიშნე ყველგან მითხრეს, რასამბობ კაცო ჩვენ აქამდეც დავდიოდითო. :) აბა ახლა უყურეთ ეროვნულ ლიგას და ნახავთ თუ დადიან. სრული იგნორია მაყურებლის მხრიდან, მხოლოდ მაშინ ავჟიტირდებით როცა ვინმეს სხვა ქვეყანაში დააფასებენ. ეგ არაა გულშეატკივრობა და ნუღა ითხოვთ ფეხბურთის განვითარებას როცა გულშემატკივრობაშიც ამ დონეზე ვართ, როგორც ყველა სხვა სფეროში :)
კაპიტან გარდენბურგი
ჭანკვეტაძემ თქვა ამხანაგური ასეთ დროს მაგისთვის არააო :) აგისთვის იბრალო შეკრებაა საკმარისი, ასეთი დონის ამხანაგურში, ზუსტად დებიუტანტების საუკეთესო ფეხბურთელებთან შეთამაშების ნახვაა მთავარი, აბა მაშინ სულ ნუ გსმლიძახებდნენ ნურავუს ბირთვიდან და კლუბების გუნდს გაიყვანდნენ.
tngh
კარგია, რომ ამხანაგურ მატჩში მწვრთნელი რისკზე არ მიდის... ბევრი ფეხბურთელია გასასინჯი. მთავარი ოფიციალური თამაშებია. წარმატებები საქართველის ნაკრებს!!!
tngh
კარგია, რომ ამხანაგურ მატჩში მწვრთნელი რისკზე არ მიდის... ბევრი ფეხბურთელია გასასინჯი. მთავარი ოფიციალური თამაშებია. წარმატებები საქართველის ნაკრებს!!!
ლუკინო
მამარდაშვილი კაშია საზონოვი ლოჩოშვილი გოჩოლეიშვილი წიტაიშვილი კიტეიშვილი კვეკვესკირი ლობჟანიძე დავითაშვილი და ჯანდაბას ქვილითაია მივცეთ კიდე 1 შანსი.ასეთი ძირითადი მინდა დღეს
las
დავარჭობთ
მწვრთნელი
გივი, მაროკოდან ჩემი ვარაუდით გოლებს ენ-ნესირი და ბუფალი გაიტანენ!
სოსო
ვოვა გუცაევმა რამდენჯერმე მოიხსენია ჭანკვეტაძედ და მგონი ამან გამოიწვია, გაუგებრობა.
გივი
რაღა დარჩა. ბარემ მაროკოს მხრიდან გოლების ავტორებიც დაგეწერათ :)
ika
qvilitaias raunda nakrebshi
ირაკლი
ჩვენში უზომოდ მაოცებენ ის ადამიანები, ვინც თავს ფეხბურთის გულშემატკივრად თვლის და დღემდე ვერ გაურჩევია ნინელი ჭანკვეტაძე და გიორგი ჩაკვეტაძე.
მწვრთნელი
სვარაუდო შემადგენლობა: მეკარე - ლორია, დაცვა - კაშია, კვირკველია, ტაბიძე, მარჯვენა ფლანი - ლობჟანიძე, მარცხენა ფლანგი - წიტაიშვილი, შუაში - კვეკვესკირი და კიტეიშვილი, წინ მარჯვნივ - დავითაშვილი, მარცხნივ - ბერიძე, თავდასხმა - ქვილითაია. შეცვლები - საზონოვი, შენგელია, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, ვოლკოვი! ფრე 2-2. გოლები ბერიძე, კიტეიშვილი.
beqa
ჩაკვეტაძეა და არა ჭანკვეტაძე 5 წელია მისი გვარი გესმით ან რავერ მოისმინეთ ან ვერ წაიკითხეთ რა გჭირთ ხალხო ესეთი
ჟორა გაბრიჭიძე
ყველა გულის წყვეტით აღნიშნავს, რომ დასანანია ნაკრებს ხვიჩა და გიორგი, რომ ვერ დაეხმარებიანო. ანუ გამოდის, რომ ვერ ვერკვევით ამხანაგური და ოფიციალური თამაშების რაობაში. ამხანაგური თამაში იმისთვისაა, რომ პირველი ნომერი რეზერვი გაისინჯოს და არა იმისათვის კვარაცხელია და ჭანკვეტაძე ფორმაში არიან თუ არა, მით უმეტეს მაშინ, როცა ოფიციალურ თამაშებამდე თვეებია დარჩენილი. ერთი სიტყვით ნაკრების ვეტერაბი ამხანაგურ თამაშებში ნაკლებს უნდა თამაშობდნონ.
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში