Viber-ი, მხიარული და ინტერაქტიული ფუნქციების საშუალებით, ფეხბურთს გულშემატკივრობს. მათ შორისაა თამაშის პროგნოზი და ლიდერბორდის ჩატბოტი, ფეხბურთის AR ლინზები და სტიკერები.

Tbilisi, November 17 - უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების მსოფლიო ლიდერი Rakuten Viber-ი ფეხბურთთან დაკავშირებული ინტერაქტიული და სათამაშო ფუნქციების გაშვებას აანონსებს. მათ შორისაა: ჩატბოტი, AR ლინზები, სტიკერების პაკეტი და სპორტული მედიაარხები, რათა საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრების სიახლეებს თვალი უწყვეტად მიადევნოთ. ახალი ფუნქციები ნოემბერში გაეშვება და მომდევნო ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია, რომელსაც 200-ზე მეტ ქვეყანაში მილიარდობით გულშემატკივარი ჰყავს. საგულშემატკივროდ და მაყურებლების დასაკავშირებლად, Viber-მა წამოიწყო კამპანია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ და გაეცნონ ფეხბურთის სიახლეებს.

Viber-ის 2022 წლის ფეხბურთის გლობალური კამპანია, ჩატბოტების საშუალებით, აპლიკაციის მილიონობით მომხმარებელს დაეხმარება გააკეთონ სპორტული მატჩების პროგნოზები და შექმნან მეგობრული კონკურენციის მუხტი პირად თუ ჯგუფურ ჩატებში. საყვარელი გუნდის მხარდაჭერა მომხმარებელთა პროგნოზების გლობალურ ლიდერბორდზე განთავსებითაა შესაძლებელი.

დამატებითი ფუნქციები მოიცავს:

● AR ლინზები: Vibe-ი ორ AR ლინზას უშვებს, სადაც ასახული იქნება გოლის გატანის სცენები, თემატური კადრები და სხვა.

● Gamified Lenses: ასევე დაემატება ორი გამიფიცირებული ლინზა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავად სცადონ გოლის გატანა ან ნახონ, რამდენჯერ შეუძლიათ თავით ბურთის „აკენწვლა“.

●  სტიკერები: სტიკერების პაკეტი მოიცავს ფეხბურთთან დაკავშირებულ სურათებსა და ფრაზებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ და 18 სხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად.

● არხები: ცხრა სპორტული მედიის არხი გულშემატკივრებს უახლესი ამბებით უზრუნველყოფს როგორც გლობალურ, ასევე, ლოკალურ დონეზე.

ატანას რაიკოვი, Rakuten Viber-ის წამყვანი ბაზრის განვითარების უფროსი დირექტორი:

„მსოფლიოში ფეხბურთის გულშემატკივართა და Viber-ის გლობალური აუდიტორიის რაოდენობის გათვალისწინებით, გვინდოდა, რომ ჩვენს ყველა მომხმარებელს შეძლებოდა მონაწილეობის მიღება და ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა პრიზს და ინტერაქტიულ კონტენტს ვთავაზობთ. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ აღნიშნონ საფეხბურთო გუნდის გამარჯვებები მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან ერთად. თქვენი პროგნოზების გაზიარება, თამაშის უახლესი ქულის შემოწმება ან გლობალური ლიდერბორდის შემოწმება ისეთივე მარტივია, როგორც თავად Viber App-ის გახსნა“.

ბმულები კამპანიის აქტივებზე წვდომისთვის:

● ჩატბოტი: https://viber.com/footballworld2022

● სტიკერების პაკეტი: - https://stickers.viber.com/pages/football_world_2022_ge

● ლინზები

○ საფეხბურთო გამოწვევა: https://lenses.viber.com/e5b3f985-1335-4f36-b5ac-5d6ac6d74e0c/e98d07c5-91f0-460d-bd2a-f2f7196b0ba6

○ გოლის აღნიშვნა: https://lenses.viber.com/e5b3f985-1335-4f36-b5ac-5d6ac6d74e0c/c2123494-3e5a-4ad4-aab6-0ab0836bda65

○ ფეხბურთის ელემენტები: https://lenses.viber.com/cf02d6a7-b991-47cf-8707-8712bf93c42b/c07a765d-a2ed-4b01-abfe-94e5cc99896c

●  სპორტული მედიაარხი: https://invite.viber.com/?g2=AQA2p2pgeLSkBVAE4UB+f4pj3H/aTuTdkXplz9PIzGubNRYOz4kLNgyMusHgljeU&lang=en

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber-ი აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორებიცაა: ჩატი, ვიდეოზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber-ი მომხმარებლების ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

R

დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში