რუსმა ჩოგბურთელმა ალისა კლეიბანოვამ თაყვანისმცემლებს დაბადების დღის მილოცვისთვის WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მადლობა გადაუხადა
რუსმა ჩოგბურთელმა ალისა კლეიბანოვამ WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მადლობას უხდის თავის თაყვანისმცემლებს დაბადების დღის მილოცვისთვის. აგრეთვე რუსი სპორტსმენი ხსნის მის კარიერაში ხანგრძლივი პაუზის მიზეზებს.

"ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი დადგა. ექიმებმა ჰოჯკინის ლიმფონას დიაგნოზი დამიდგინეს. ეს არის კიბოს დაავადების ერთ-ერთი ფორმა. ამ მომენტისთვის მკურნალობის კურსს გავდივარ იტალიაში - აქ ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და მხარს მიჭერენ. ძალიან მენატრება ჩოგბურთი, რადგან ბოლო 15 წლის განმავლობაში ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

ყოველთვის ძლიერი პიროვნება ვიყავი, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არასოდეს გადამიტანია. შესაბამისად, წინ ურთულესი პერიოდი მელის და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. ავადმყოფობის მიუხედავად, ძალიან მხიარულად აღვნიშნე საკუთარი დაბადების დღე და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო თბილი სიტყვებისთვისა და მილოცვებისთვის", - დაწერა ალისამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურნირი კლეიბანოვამ აპრილში რომის გრუნტის კორტებზე ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა