მოგეხსენებათ, სერია A-ს პირველი წრე დასრულდა, "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია კი დასვენების დღეებს მშობლიურ სამეგრელოში ატარებს. გთავაზობთ ვიდეოს, თუ როგორ დახვდნენ "კვარას" სახლთან გულშემატკივრები.

წყარო: Khvicha Khvaratskhelia Fans

მსგავს პრობლემებზე საუბარს როგორც კი დაიწყებ ეგრევე ნაცს გეძახიან და გლანძღავენ. აბა ის ჯობდა? და რაღაც ასეთებს გეუბნებიან ეს ჩვენი ბედოვლათები. იმათი შიშით ეგენი გაგვანადგურებენ, ოდნავ მაინც თუ ვინმე ხმას ამოიღებს აბა მაშინ ჯობდაო გეტყვიან და კიდე 50 წელი არაფერი შეიცვლება. ამ ნავსის გამტეხი არავინ და არაფერი ჩანს.
მე ქართველი ვარ
როგორც მთელ საქართველოშიც ასევე ზუგდიდში ახალგაზრდა თაობა არ არსებობს...დაცლილია საქართველო.ნახეთ ხვიჩას რა ასაკის ბავშვები შეხვდნენ....ძაან პატარები.17-18 წლის ბიჭების უმეტესობა ემიგრაციაშია ან არ აინტერესებს ფეხბურთი ჩვენი უჭკვიანესი მთავრობის წყალობით

ნეტა თქვენი საღლიცინო რა ჭირს დემნა გვასალიას. როდის იქნება ადამიანს ნიჭით რომ დააფასებენ და არა პირადი ცხოვრებით ეს ციციკორეები. მაგ ლოგიკით არც ფრედი მერკურია მაგარი მომღერალი და არც ლეონარდო დავინჩი მხატვარი :დ ლეონარდოს ჯერ კიდე როდის ჰქონდა შექმნილი თვითმფრინავის მოდელები და კაცი დროს უსწრებდა. ალბათ არც აღიარებთ. და საერთოდაც ჰომოფობები ალბათ ტექნიკითაც არ სარგებლობთ, ვაი და რომელიმე გეის გამოგონებული იყოს რამე მიღწევა :დ ხელოვნებასთან გარტყმაში რომ არ ხართ ეგ ისედაც გასაგებია. თუმცა რას ვხსნი
ჩ
მერე მეგრელებს ევასები რო?
ბაბუაწვერა
ერთი დახვედრა გვასალია მასხულიასაც მოუწყეთ
გეგი
ეს ბიჭი არის ოქრო და მასზე აუგი ან საყვედურის უფლება არავის აქვს!

აი თითქოს ხო ყველას უყვარს კვარა საქართველოში, ამაზე საყვარელი ხო ამ ეტაპზე არავინ გვყავს, ხალხი თურმე ღამეებს ათევდა სახლთან, რომ დაენახათ როცა გამოვიდოდა... და მაინც, როგორც კი რაღაც არ მოეწონებათ, თუნდაც ელემენტარული, ეგრევე გადათელვას იწყებენ კომენტარებში. იმიტომ თქვა ალბათ ხვიჩამ, არც ვკითხულობ კომენტარებსო, ვინც მხარს მიჭერს დიდი მადლობაო მაგრამ კარგთან ერთად ცუდიც ბევრიაო. ანუ მოქმედებს მასზე ეს ცუდი კომენტარები, ჯერ კიდე ბავშვია ხალხო, რატო ვერ იგნებთ, ამდენ რამეს ცდილობს, უნდა ყველა გაახაროს და იქ სახის მიმიკა დაუწუნეს, იქ ბავშვს კი ჩაეხუტა მარა უფრო მეტი სითბო უნდა გამოეხატაო, უნდა გაეღიმაო, ხელში უნდა აეყვანა ყველა თუ რაუნდა ექნა არვიცი... არავინ დაუტოვებია ავტოგრაფის გარეშე და მაინც რაღაც აბსურდებს უგონებენ. როგორ შეიძლება ასე. ელემენტარული ემპათიის გრძნობა არ აქვთ ადამიანის მიმართ. ჩაუვარდეთ მომენტი და ეგრევე ზედ გადაუვლიან, ამიტომაც არ მჯერა ამ ყალბი სიყვარულების და ფანატიკოსობის, ვინც უყვართ იმას ასე უსამართლოდ არ ექცევიან და რაღაც სისულელეებს არ აბრალებენ.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
სი რექ ხვიჩუ სამარგალოს სახიოლო კოჩ! კაცობაშიც ჩემპიონი ხარ!!! გაიხარე,გაფასებთ,გვიყვარხართ მთელი სამეგრელო და საქართველო!
ირაკლი
გენაცვალე კვარა გულში! მაგიტომაც უყვარხარ უფალს! ადამიანიხარ რომელიც დარჩება ყოველთვის ადამიანი!
ვანჩოპე
ზედმეტად ნუ შეაწუხებთ მესმის ყველას გიყვართ, მაგრამ ასე შეიძლება ვერც დაისვენოს ნორმალურად და მომავალში იქ ჩასვლას თავი აარიდოს.
Spain
ერთსაც რომ ვერ მოუწეროს ხელი ეგრევე გაილანძღება სოც. ქსელებში. ეგ არაა სიყვარული. თუ არასწორად ვამბობ ბოდიშს მოვიხდი მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან ძაბავს ამ ბიჭს და არ სიამოვნებს ეგ პროცესი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ბავშვები უსაყვარლესები არიან, ამათ რაიმეზე უარს როგორ ეტყვის, უბრალოდ მისთვის სასიამოვნო პროცესი არაა ჩართული კამერები და აჟიოტაჟი. ჩემი პირადი აზრია
ლაშა
ხვიჩა გურიაში ჩადი და ის საყვარელი ცუგა ნახე...

ძალიან კარგია ბავშვებს რომ ასე უხარიათ, უბრალოდ გულსატკენია, რომ სოციალურ ქსელში ამდენი ციციკორე გამოჩნდა და ამ ბიჭს სახის გამომეტყველებასაც უწუნებენ. ღიმილით რატომ არ გადაეხვია ბავშვებსო. როგორც მერე დაწერეს ღამის 4 საათზეც მიდიოდნენ ბავშვები ავტოგრაფისთვის და ცოტა უხერხული ხომ არაა ასე მოქცევა... ჩვენნაირი ციციკორე ხალხი ძნელად თუ მოიძებნება. ამათი მოსაწონი ვერაფერი გააკეთა ამ ბიჭმა, პოლიცელებთან ფოტოს გამოც გააკრიტიკეს, ტურაშვილთანაც, ღარიბაშვილთანაც, კეკელიძესთანაც და რავიცი. რაცარუნდა გააკეთოს მაინც გამოჩნდებიან ციციკორეები და პირს ვერავის აუკრავ, თავისუფალ სიტყვას ეს უატყოფითი მხარე აქვს უინტელექტო მასაში, თუმცა დაიხვეწებიან დროთა განმავლობაში და ისწავლიან, კლავიატურასთან ყველაფერი რომ არ ითქმის, რასაც გულში გაიფიქრებ, მითუმეტეს როცა სხვა ადამიანზე ცუდის თქმას დააპირებ :(
სოსო
საქართველოში ყოველთვის გვყავდა,ვარსკვლავები და სუპერვარსკვლავები,რომლებიც ხალხს ძალიან უყვარდა,მაგრამ ყოველთვის ცდილობდა,მათი პირადი სივრცე,არ დაეტვირთა.მგონი ხვიჩასაც აქვს,წყნარად დასვენების და დროის გატარების უფლება.არა მგონია დასავლეთში გავრცელებული აჟიოტაჟის, საქართველოში დანერგვა კარგი საქმე იყოს.ჩვენი სიყვარული,მორიდებული უნდა იყოს და არამომაბეზრებელი.ყოველ შემთხვევაში,ვარსკვლავების მიმართ,ქცევის ქართული,ტრადიციული მოდელი,გაცილებით უფრო მისაღები მგონია,ვიდრე დასავლური,ფანების წეწვა-გლეჯა,კუმირთან ახლოს მისასვლელად.არც ამ ვიდეოშია,რაიმე მიუღებელი,მაგრამ მგონი მაინც სჯობს,შორიდან,ჩუმი პატივისცემა,რომელიც მას არ შეაწუხებს და გეგმებს არ აურევს.
semi
მაგრად მევასებიან მეგრელები, განსაკუთრებული სიყვარული იციან თავიანთი კუთხის და ნათესავების. სხვა ქართველებისგან ამით გამოირჩევიან
მეგრელი
ჩქიმი სამარგალო
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა