სატრანსფერო ფანჯარა ის პერიოდია, რომელიც გულშემატკივრებსა თუ მედიას ასე აინტერესებს, თუმცა ბევრი ფეხბურთელისთვის დამთრგუნველია - გაუთავებელი ჭორები, ამ თემის წამოწევა, სიფრთხილე, ისეთი არ წამოგცდეს, ვინმე გაანაწყენო. ამის "მსხვერპლნი" უფრო მეტად ვარსკვლავები არიან. ჩვენი ფეხბურთელები, გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, სწორედ ამ გზაზე დგანან. მათი სატრანსფერო ამბების მიმართ უკვე სერიოზული საუბრებია. მართალია, ზამთარში ყველაფერი ეს იმ მასშტაბით არ ხდება, როგორც ზაფხულში, თუმცა მაინც...

ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ ადრე გავრცელებულ მხოლოდ შესაძლო ტრანსფერებზე რომ ვისაუბროთ და სხვა ამბებს შევეშვათ, იმდენი ჭორ-მართალი თქმულა, ეს რომ "ნაპოლის" ერთ-ერთ ლიდერზე ნეგატიურად მოქმედებდეს, ის გასულ წლებში ძალიან უნდა დაძაბულიყო. ხვიჩას ყველაფერი გავლილი და ნანახი აქვს. ისიც, ჭიქაში ქარიშხალი როგორ ჩნდება.

"კეთილი მრჩეველი" "კვარას" ახლაც ბევრი ეყოლება, რომლებიც მადრიდის "რეალისა" თუ სხვა მსგავსი კლუბების შეთავაზებაზე დაუფიქრებლად დათანხმებისკენ მოუწოდებენ. ის ნამდვილად ვიცით, რომ "კვარადონა", ისევე, როგორც მისი გარემოცვა და კლუბი, აჩქარებულად არ მოიქცევიან და ეს მხოლოდ უახლოეს პერიოდს არ ეხება...

გიორგი მამარდაშვილი ეროვნული ლიგიდან "ვალენსიას" სასტარტო კიპერობამდე ისე მივიდა, თვალი ვერ მოვკარით და არც იმაზე ვნერვიულობთ, რომ საკლუბო პროგრესს სათანადოდ ვერ გააგრძელებს და ამაში ხელს თუნდაც ჭორ-მართალი შეუშლის. ცოტა ხანში უფრო მეტს დაწერენ "მანჩესტერ იუნაიტედზე", "იუვენტუსზე", თუმცა ეს მხოლოდ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ...

კიდევ ერთი საკითხი გადამეტებულ ქებასა თუ შეფასებებს უკავშირდება. ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სტილი საფეხბურთო ევროპას მართლაც აკლდა და ქართველი გარემარბით აღფრთოვანებას გავლენიანი გამოცემები გამოხატავენ. კიდევ ბევრი შედარება იქნება, თუმცა ასე მაღლა აწეული თამასა სხვა სირთულეებს ქმნის. თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი თითოეული სანაკრებო მარცხისა თუ ნებისმიერი ჩაგდებული შეხვედრის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში ექცეოდა. როცა ამას არგენტინელ ჯადოქარზე ვსაუბრობთ, ყველასთან მიმართებითაა შესაძლებელი.

მეკარის შემთხვევაში ეს ამბავი კიდევ უფრო რთულია, რადგან კარის დარაჯის ნებისმიერი შეცდომა გაცილებით ძვირად ფასობს, თუმცა გიორგი მამარდაშვილიც, ხვიჩასი არ იყოს, მშვიდი და მენტალურად ჩამოყალიბებულია, რაც საქმეს გაუიოლებს.

სატრანსფერო ფასი - როგორც კვარაცხელიას, ასევე მამარდაშვილის შემთხვევაში, ეს კომპონენტი ყოველდღიურად იზრდება, ისევე, როგორც პირადი კონტრაქტის დეტალები უმჯობესდება. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ესეც დიდ გამოწვევად ითვლება, მაგრამ ჩვენი ლეგიონერებისთვის მთავარი რომ ყოველდღიურად კარიერული წინსვლაა და არა არსებულით დაკმაყოფილება, რისთვისაც ისინი არაფერს დაიშურებენ, ამისიც გვჯერა!

მსოფლიო ჩემპიონატის ყურებით სიამოვნებას ვიღებთ, თუმცა ქართულ ფეხბურთსა და მის წარმომადგენლებზე ყოველთვის გვედარდება. თანაც, რა კარგი საფიქრალი გვაქვს - რამდენად რეალურია ჩვენებურების მიმართ საკლუბო გრანდების დაინტერესება.

karti
ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი საქართველოს არ ყოლია,იმედია მომავალში იქნება..ანახა ფეხბურთი რას ნიშნავს გულშემატკივრებს,აქამდდ მსგავსი მხოლოდ ტელევიზორში ქონდათ ნანახი…ხვიჩა საუკეთესოა
თენგო
ჯერ უნდა მყარად ჩამოყალიბდეს ნაპოლში, როგორც სუპერვარსკვლავი, აქეთ ნაკრებში შეუძლია კიდევ დიდ სიმაღლეებს შეუტიოს და მერე იფიქროს სხვა გრანდებზე
გიორგი არგენტინა
საგულისხმო სტატიაა, კარგადაა გააზრებული, თუმცა ამას ხელს პირველ რიგში ისევ მედია უწყობს
G.LA
ჩემი აზრით ჯერ იქ უნდა იყვნენე ორივენი სადაც არიან. ორივე მათგანი დაფასებული არიან თავის გუნდებში და ძირითადის ფეხბურთელებად მოიაზრებია. ხვიჩა ნაპოლში როგორც საკუთარ სახლში ისეა. ასეთი სითბო და სიყვარული ვერ ექნება ვერც ინგლისში და ვერც ესპანეთის გრანდში. ეს ყველაფერი კი მას ეხმარება წინსვლაში. ასევე მამარდაც. ახლა რომ გადავიდეს მანჩესტერში და რა მერე? დე ხეას დუბლიორად რა პროგრესი იქნება? იქ უნდა ამოაგდოს მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო მეკარე, ვალენსიაში კი უკვე ამოაგდო საკმაოდ კარგი მეკარე და ზუსტად ამიტომაც დაფასებულია. ყველაფერს თავის დრო აქვს და ამ ეტაპზე ორივე მათგანი მშვენივრად არიან. ორივე მათგანი ჯერ უნდა განვითარდნენ იქ სადაც არიან. სადმე გადასვლამ შეიძლება მათი განვითარება შეაჩეროს და აჩქარება არ ღირს. წარმატება ჩვენ ბიჭებს.
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
[VIDEO] მამარდამ შეუცვლელად ითამაშა - "ლივერპული" "ლიდსთან" 2:4 დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის მშრალი მატჩი და მაღალი შეფასებები - "ლივერპულმა" "რექსჰემს" მოუგო
"უნდა წავიდეს, ისე თამაშობს, თითქოს 150 სმ-იანი იყოს" - The Sun "ლიდსთან" მატჩის მერე, მამარდაშვილის მიმართ "ლივერპულის" გულშემატკივრების კომენტარებს აქვეყნებს
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ფასები განახლდა - კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია