გუშინ, 21 ნოემბერს, ინგლისისა და ირანის (6:2) დაპირისპირების დაწყებამდე, აზიური ნაკრების ფეხბურთელებმა ჰიმნი არ იმღერეს. ისინი პროტესტის ნიშნად ჩუმად იდგნენ.

ირანელმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს მამაცობა და რისკზე წავიდნენ, ფეხბურთელებმა ქვეყანაში მიმდინარე სასტიკი მოვლენები დაგმეს და ქალბატონებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამ ჟესტის ნახვისას ტრიბუნაზე მჯდომი ირანელი ქალი ქომაგი ატირდა, რაც დამატებით ემოციურ მომენტად მოგვევლინა.

ირანში სპორტულ სახეობებში ყველა სპორტსმენი გაფრთხილებულია, რომ მათ არ გარისკონ და ჰიმნის შესრულებისას მდუმარედ ყოფნა არ გაბედონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნაკრებებს ჩამოაშორებენ. როგორც ხედავთ, ფეხბურთელებმა გარისკეს და მსოფლიოს ბევრი რამ დაანახეს.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანში 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავეს, რასაც მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა და საავადმყოფოში მოხვედრა მოჰყვა, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა.

წყარო: "ფეისბუქგვერდი" - ტოტალური სპორტი"

Vakho
თავის ქვეყანას უჭერენ მხარს. მშვიდობას და განვითარებას, როგორიც იყო რევოლუციამდე.
გულშემატკივარი
მართლა ეხხხ შენ
მიჩინიო
თუნდაც 100-0 რო წაეგოთ, მთავარი ადამიანობაა. და შენს კომენტარში სხვა რაც წერია, იმაზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ, მრცხვენია საკუთარი ფიქრებისაც, არათუ აქ დაწერის ;)
ეხხხ!
მაგას ჯობდა გემღერათ და 6 -2 არ წაგეგოგოთ! ვის უჭერთ მხარს, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, თქვენი სამშობლოს და თქვენი სარწმუნოების მტრებს?! იქნება ლგბტ სამკლავურებიც გაიკეთოთ?!
რეალისტი
ამეტირა მეც... ღირსეული და მამაცი ადამიანები ყველა ქვეყანაში და ყველა ერშია.
შავი კაცი
არ მაქვს სურვილი ვინმე მუსლიმი ან სხვა რწმენის ადამიანები გავაბრაზო მაგრამ მაგალითი თურქეთის ავიღოთ: რელიგია მუსლიმანური, პარასკევი დღე რომელსაც ჯუმას ეძახიან,საღამოს საათებში ხოჯის ლოცვისას მამაკაცები ჯამეში შედიან სალოცავად უკლებლივ ყველა.. და გგონიათ ყველა მორწმუნეა??? არა უბრალოდ სხვა გზა არააქვთ ფსიქოლოგიურად ისე არიან დამუშავებული,როცა რამაზანს იცავდნენ (ანუ მძიმე მარხვა, მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე პირის შეკვრას ნიშნავს როცა მზე ჩავა ამოსვლამდე ხსნილია ჭამა სმა) ერთმანეთს ატყუებდნენ გურჯ(ქართველ) ბიჭებთან მიმაქვს საჭმელიო არადა ამოდიოდნენ თითო თურქი ჩვენს სამუშაო ადგილას დატვირთული საჭმელებით და ერთმანეთის დამალულად ჭამდნენ)), ამ ჭამაში თითქმის ყველას ვკითხე ვინც მოდიოდა ჯუმა დღეს ასე გულმოდგინებით ჯამეში რატო იკრიბებითთქო და პასუხი თითქმის ერთი ოყო:ძირითადად ვალდებულების და ერთმანეთის დასანახად, მოკლეთ ერთი დადდგმული სპეკტაკლის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი რომელიც მთავრობის დავალებით და დაფინანსებით ხდება რაშიც აუარებელი თანხა იხარჯება.. ასე ჩანს სკეპტიკურად თუ შევხედავთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რომ უმრავლესობა თურქებისა თუ არა ნახევარი ჭეშმარიტი მორწმუნეა და პატრიოტი..უბრალოდ დანარჩენებისა ვერ გამიგია მეზობლის და სხვის დასანახად რატო უნდა იარო კაცმა ყოველ პარასკებს და ალბად ვერც ჩავწვდები ამ სიბრძნეს ვერასდროს))) ვნატრობ მსოფლიოს თანაბარს, ჰუმანურს,ლამაზს და ერთიანს.. რაც შეეხება ირანს თურქეთთან შედარებით 15-16 საუკუნის წესებით ააქვს დამყარებული დიქტატურული მართველობა და ფაქტიც სახეზეა, შეუძლებელია ცივილიზებულ სამყაროში ირანმა და ანალოგიურმა ქვეყნებმა ეს იერსახე შეინარჩუნოს რაც დღემდე ქონდა, ეს უბრალოდ გარდაუვალია...
agmsarebeli
ჩემი-აზრი:ჯიგრები-ხართ!!!იმ-ქარტველი-ასოსათვის-გაეროს-სხდომა-რომ-დატოვა-მაგალიტია!ყველა-სწორი-საქციელი-მორალიდან-არის-გამომდინარე-ასე-რომ-იმ-ქარტველ-ასოს-როგორც-ჩანს-მორალი-არა-აქვს
მიჩინიო
ბრავო!
"მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენს ეკონომიკას 18 მილიარდზე მეტი მოუტანა" - ტრამპი 2026 წლის მუნდიალზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია