14-20 ნოემბერს ანტალიაში კიკბოქსინგში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ქართველმა მებრძოლებმა, ლუკა შონიამ და ზუკა ივანიაძემ - ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

22 წლის ლუკა შონია 2-გზის მსოფლიო და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონია. გამარჯვების გზაზე მან გერმანელი, პორტუგალიელი, უკრაინელი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სერბი ალექსანდრ კონოვალოვი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. გარდა მედლისა, ლუკამ ტურნირის საუკეთესო სპორტსმენის სტატუსიც მოიპოვა, რაც ქართველისთვის უდიდესი აღიარებაა.

18 წლის ზუკა ივანიაძე ამ დონის შეჯიბრებაში პირველად გამოდიოდა და ასაკით ყველაზე უმცროსი მებრძოლი იყო, თუმცა ამ ყველაფერს მისთვის მედლის მოპოვებაში ხელი არ შეუშლია, თავისზე ბევრად გამოცდილ პორტუგალიელ და ფრანგ მებრძოლებს სძლია და მე-3 ადგილს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლის გარდა, ზუკამ უდიდესი გამოცდილება მიიღო, რაც მომავალ ტურნირებზე უკეთეს შედეგებში აისახება.

ქართველმა მებრძოლებმა მედლებთან ერთად მოიპოვეს ევროოლიმპიადაზე ასპარეზობის ლიცენზიები. ამ წარმატებაში დიდია მათი მწვრთნელების წვლილიც - გიორგი კანკავა, გოჩა, შოთა და დავით ჯავახიები დაუღალავად შრომობენ და გადასცემენ გამოცდილებას თავიანთ შეგირდებს.

სპეციალურად "სპორტალისთვის" მოამზადა გიორგი გუგულაშვილმა

დალი
ყოჩაღ! კვლავ წარმატებებს ვუსურვებ!... კარგი სტატიაა. ამომწურავი განხილვით და სასიამოვნობინფორმაციით.
გიორგი
წარმატებები ბიჭებო
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს