საიმედო პარტნიორობა 1999 წლიდან

FIFA-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას Hyundai-მ ხელი 1999 წელს მოაწერა. 2002 წელს კომპანია მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის, მომდევნო წლებში კი ქალთა, ქვიშისა და ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატების პარტნიორი გახდა. მას შემდეგ ეს თანამშრომლობა სტაბილურად გრძელდება: Hyundai კვლავაც FIFA-ს ყველაზე მნიშვნელოვანი, ოფიციალური საავტომობილო პარტნიორია და საფეხბურთო კლუბებთან, მოთამაშეებსა და ასოციაციებთან ერთად, პლანეტის ყველაზე პოპულარული თამაშით გამოწვეულ ემოციებს ფეხბურთის ფანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზიარებს.

მდგრადი განვითარება

Hyundai და FIFA 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე კვლავაც ერთგულ პარტნიორებად რჩებიან. ამჯერად ამ პარტნიორობის მთავარი მიზანი მდგრადი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაა.

Hyundai-სთვის მდგრადი განვითარება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მწვანე მომავლის შექმნა. კომპანიისთვის ის ჩვენი პლანეტის მომავალზე ზრუნვას ნიშნავს და ისეთი ეკოსისტემებისა და ტექნოლოგიების შექმნას გულისხმობს, რომლებიც მართლაც გაუძლებს დროს, განავითარებს და ხელს შეუწყობს კომპანიის ხედვის "პროგრესი კაცობრიობისთვის" რეალობად ქცევას.

დასახული მიზნის მიღწევა ერთ დღეში და ერთი ადამიანის მიერ შეუძლებელია. ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობაა მნიშვნელოვანი.

რა შეიძლება აერთიანებდეს დედამიწის მოსახლეობას იმაზე მეტად, ვიდრე ფეხბურთის სიყვარულია? სწორედ ამიტომ, Hyundai-მ გადაწყვიტა, ჩვენი პლანეტის კეთილდღეობისთვის ფეხბურთის სიყვარულიც გამოეყენებინა და ახალი კამპანია "საუკუნის მიზანი" წარადგინა.

კამპანიის ფარგლებში, Hyundai-მ ღონისძიების სტუმრების ტრანსპორტირებისთვის ეკოავტომობლები გამოჰყო, შეკრიბა "საუკუნის გუნდი" და შექმნა ვიდეორგოლები, რომლებიც ეხმარება მის წევრებს, კამპანიის მთავარი გზავნილებით ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ.

კამპანიას "საუკუნის მიზანი" მთავარი "პერსონაჟიც" ჰყავს: Hyundai-ს ელექტრომობილი IONIQ5, რომელიც ამჟამად ბრენდის არსსა და მიზანს საუკეთესოდ გამოხატავს.

Hyundai-ს ფილმში, რომელშიც ფეხბურთის ბრიტანელი ლეგენდა სტივენ ჯერარდი მონაწილეობს, მაყურებელი სხვადასხვა მატჩში გატანილ მნიშვნელოვან გოლებს ადევნებს თვალს. ფეხბურთში გოლი არის ის მიზანი, რომლის მიღწევასაც ადამიანები ერთად აღნიშნავენ და ზეიმობენ. მის გატანას მართლაც ჯადოსნური წუთები მოსდევს. მხოლოდ სიტყვა "გოლის" ხსენებაც კი საკმარისია იმ ყველა ემოციის ერთდროულად გასახსენებლად, რომლებსაც ეს ამაღელვებელი მომენტი იწვევს. როდესაც გოლი გადის, სიხარული, სტადიონზე თუ მის მიღმა, მილიონობით ადამიანს აერთიანებს.

რომელია ყველაზე შთამბეჭდავი გოლი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში?

ხამეს როდრიგესის 2014 წელს გატანილი ლეგენდარული გოლი თუ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარიო გიოტცეს შეუდარებელი დარტყმა არგენტინის ნაკრების კარის მიმართულებით? ან იქნებ 1986 წელს დიეგო მარადონას მიერ ინგლისის წინააღმდეგ გატანილი დაუვიწყარი გოლი სტადიონ "აცტეკაზე"? ყველა მათგანი მართლაც შთამბეჭდავია და ფეხბურთის ისტორიაში თითოეულს საკუთარი საპატიო ადგილი აქვს, თუმცა ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გოლი გვაქვს გასატანი.

სიტყვები "გოლი" და "მიზანი" სემანტიკური მნიშვნელობით (ინგლისურ ენაზე) ხაზს უსვამს Hyundai-ს სწრაფვას, მსოფლიო მდგრადი განვითარების მიზნის ირგვლივ გააერთიანოს. მისი შესრულება მარტო არავის შეუძლია, "საუკუნის მიზნის მისაღწევად" საჭიროა, ყველა ერთ გუნდად შევიკრათ.

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: Goal of the Century

საუკუნის გუნდი

Hyundai-მ ფეხბურთის, ხელოვნების, მუსიკის, გართობისა და კლიმატის აქტივიზმის სფეროებიდან საკუთარი საქმის სიყვარულით გამორჩეული ადამიანები შეკრიბა და ისინი "საუკუნის გუნდში" გააერთიანა.

"საუკუნის გუნდის" კაპიტანს, ფეხბურთის ბრიტანელ ლეგენდას, სტივენ ჯერარდს, სხვებიც შეუერთდნენ:

• ჯგუფ BTS-ის წევრები — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შემსრულებლები, რომლებიც სოციალურ კამპანიებში მუდმივად მონაწილეობენ და მთელ მსოფლიოს საკუთარი მუსიკის ირგვლივ აერთიანებენ;

• SPOT-Hyundai-ს მაღალტექნოლოგიური რობოტი, რომელიც შემართებასა და ინოვაციას აერთიანებს;

• ლორენზო ქუინი - თანამედროვე ხელოვანი, რომელიც შთამბეჭდავი სკულპტურებითაა ცნობილი;

• ჯერემი სკოტი - "მოსკინოს" დიზაინერი და კრეატიული დირექტორი, რომელიც საზოგადოებას მომავლის მოდასთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს უზიარებს;

• ნიკი ვუ - არაერთი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფი, რომელიც მდგრად განვითარებას უწევს პოპულარიზაციას და საკუთარი ნამუშევრებით სოციალურ უთანასწორობას უსვამს ხაზს;

• ნადია ნადიმი - ავღანეთიდან დევნილი და ერთ-ერთ ყველაზე მეტი ტიტულის მქონე ფეხბურთელი ქალი, რომელიც დანიის ნაკრებში თამაშობს.

მსოფლიო ჩემპიონატი უკვე დაიწყო. მისი კულმინაცია - ფინალური მატჩი, 18 დეკემბერს გაიმართება. ასე რომ, წინ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ემოციები გველოდება.

R

მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს