24 ნოემბერს დიდ დიღომში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა.

ახალი საფეხბურთო კომპლექსი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერმა კახი კალაძემ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, იოსებ ბაღათურიამ დაათვალიერეს.

ღონისძიების ფარგლებში, დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების მოსწავლეების ღია ვარჯიში გაიმართა.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები, ასევე, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე და სხვა წარმომადგენლები.

ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ სტუმრებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას და მსგავსი ცენტრების საჭიროებას მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ბედნიერი ვარ და მინდა თითოეულ ადამიანს მივულოცო, ვინაიდან ეს საფეხბურთო ცენტრი ძალიან დიდი შენაძენია ფეხბურთისთვის, სპორტისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ახალგაზრდებს, ბავშვებს, გოგონებს, მოყვარულებს ექნებათ საშუალება გამოიყენონ ეს სივრცე, ითამაშონ ფეხბურთი და ჩაერთონ ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის მიზანი და ჩვენ ამ პროცესს მომავალშიც გავაგრძელებთ. უფრო მეტი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და სტადიონი გვჭირდება, რათა უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საშუალება, ითამაშოს ფეხბურთი, ასახელოს ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი".

კახა კალაძე (თბილისის მერი): „დიდ დიღომში ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სპორტული ცენტრის სახით. მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. დიდი დიღმის ცენტრი მოიცავს თანამედროვე მოედანს, შესაბამისი დონის გასახდელებით, საშხაპეებით. გულშემატკივრებისთვის კი მოწყობილია ტრიბუნა. ძალიან მიხარია, რომ აქ მცხოვრებ პატარებს, რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან, ექნებათ შესაძლებლობა თავიანთ რაიონში ივარჯიშონ და გააგრძელონ სპორტული მოღვაწეობა. მათ უწევდათ სხვადასხვა რაიონში სიარული, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა“.

დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში, მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განათებით, ტრიბუნით, ადმინისტრაციული შენობითა და გასახდელებით. საფეხბურთო ცენტრი სფფ-ის დაფინანსებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადაცემულ ტერიტორიაზე აშენდა.

კომპლექსის მოვლა-პატრონობას სრულად უზრუნველყოფს ფეხბურთის ფედერაცია. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისის 4 უბანში, მათ შორის, ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე, გლდანსა და ვარკეთილში.

GFF.GE

QT
ნუ იცით ხოლმე რა ეს გამოხტომა, "ფეხბურთი უნდა იყოს უფასო" - - -რომელი სპორტის სახეობაა ერთი უფასო მითხარით, რაგბი კალათბურთი, ცურვა თუ ციგურებზე სრიალი ? მითუმეტეს ამ ცენტრში შესული საფეხბურთო სკოლები ვალდებულნი არიან მინიმალური გადასახადი დააწესონ, იმიტომ რომ შთვითონ არ იხიდან არანაირ გადასახადს.
ეგრეა
ეს ის მოედანი ხომ არ არის, ხალხი რომ აპროტესტებდა, ძაღლები ვეღარ გაგვისეირნებია დიდ დიღომშიო?
ფეხბურთის გულშემატკივარი.
რა თქმა უნდა ფასიანი. აბა ტყუილად, ხალხისთვის, ხომ არ "გაირჯებოდნენ", თან უნდა ხვდებოდეთ. უფასო რომ იყვეს, ტვინს წაჭამდნენ. არ დაბლოკოთ.
საქართველო
ამ მოედნით ისარგებლებენ ადგილობრივი გუნდები და გადასახადი რაც მანამდე ჰქონდათ ამ გუნდებს დიდი ალბათობით იგივე დარჩებათ. თუმცა გადასახადები ზოგადად რამოდენიმე დიდი საფეხბურთო სკოლას თუ არ ჩავთვლით არც ისე მაღალია,პლიუს სკოლები ინდივიდუალურად სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის შეღავათებს აკეთებენ,ზოგიერთ გუნდში კი საერთოდ უფასოდაც ვარჯიშობენ ესეთი ბავშვები. აქ სხვა პრობლემები უფროა,ვიდრე გადასახადი, რადგან ეს მოედნები ფედერაციას ეკუთვნის და ბავშვთა საფეხბურთო სკოლები,მაინცდამაინც თავისუფლად ვერ გრძნობენ თავს ამ მოედნებზე,ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად გადატვირთულია მოედანი რომ 6-8 ნაწილად იყოფა მოედნები და ისე ტარდება ვარჯიშები.ეს ერთ-ერთი პრობლემაა.
კახა
მთავარი არ დაწერეთ ფასიანია თუ უფასო ბავშვებისთვის
QT
"რაც უმფრო კარგს გააკეთებენ ყველაფერი მოსაწონი იქნებდა და მოსაწონი უნდა ვეკთოთ ყველამ ყველაფერი, თორემ ცუდი თუ ვაკეთეთ ჰააჰ........"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს