დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებას...
უკვე კვირაზე მეტია, არ წყდება ჟურნალისტების საპროტესტო აქციები.

ქართველი ფოტორეპორტიორები - გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე - კვლავ პატიმრობაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრალის დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულებები წარმოდგენილი დღემდე არ ყოფილა.

საეჭვო ვითარებაში, იძულებით მიღებული აღიარებები ვერ გვარწმუნებენ ფოტორეპორტიორების ჯაშუშობაში.

ამ ადამიანების ღამეულმა დაკავებებმა, მათ მიმართ განხორციელებულმა საპროცესო ქმედებებმა, საქმის მასალების გასაიდუმლოებამ, ჟურნალისტების საპროტესტო აქციებისა და შეკითხვების მიმართ ხელისუფლების ცინიკურმა დამოკიდებულებამ და სატელევიზიო ინსინუაციებმა, დამოუკიდებელი მედიის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ მომხდარს აღვიქვამთ, როგორც შურისძიებას და დევნას სიმართლის ასახვისათვის, რაც ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ განვითარებაზე ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს.

მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში პრეზიდენტს და ძალოვანი უწყებების პირველ პირებს, ლახავს ჩვენი, როგორც მედიის წარმომადგენლების უფლებებს, და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, არ მოადუნონ ყურადღება ამ საქმესთან დაკავშირებით.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების წერილობითი შუამდგომლობა და თავდებით გაათავისუფლოს გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საჯარო გახადონ საქმის მასალები. შეწყვიტონ ჟურნალისტების დევნა მათი პროფესიული საქმიანობის გამო.

1. ასოციაციები, გაზეთები, ჟურნალები, სააგენტოები:

2. საქართველოს პრესის ასოციაცია

3. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

4. საქართველოს რეგიონალ მაუწყებელ ასოციაცია

5. ასავალ-დასავალი

6. ახალი თაობა

7. კვირის პალიტრა

8. რეზონანსი

9. ალია

10. ქრონიკა

11. ვერსია

12. ოლიმპი

13. საქართველოს რესპუბლიკა

14. დრონი

15. ფაინენშელ

16. მესენჯერი

17. ნეტგაზეთი

18. ყველა სიახლე

19. ლელო

20. სარკე

21. თბილისელები

22. რეიტინგი

23. გზა

24. ლიბერალი

25. გურია ნიუსი

26. ბათუმელები

27. კახეთის საინფორმაციო ცენტრი

28. მცხეთა-თიანეთის საინფორმაციო ცენტრი

29. თავისუფალი სიტყვა

30. მთავარი თემა სამეგრელოში

31. ქართლის ხმა

32. ჩემი ხარაგაული

33. ალიონი

34. ლანჩხუთი პლუსი

35. რუსთავის ამბები

36. ახალი გაზეთი

37. სამხრეთის კარიბჭე

38. ჰო და არა

39. ინტერპრესნიუსი

40. პირველი

41. ჯი-ეიჩ-ენი

42. მედიანიუსი

43. მედია.ჯე

44. პრსაგე.ტვ

ხელმოწერები გრძელდება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

yona
რა საჭიროა მტკიცებულება, თუ გვაქვს აღიარებითი ჩვენებები? ეს რა შუასაუკუნეობრივი მიდგომაა? თორნიკე, შენ დარწმუნებული ხარ, რო არ მისცემ ჩვენებებს, თუ შენგანაც დაჭირდებათ? ან რატო ლაპარაკობ სხვა ქვეყნებზე, თუ წარმოდგენა არა გაქვს, იქ რა ხდება?
MMerk
მოიცათ ეხლა,მე თუ სააკაშვილი და მენტები არ მევასებიან ესე იგი რუსეთის აგენტი ვარ არა?
Tornike
ნახეთ დღეს დაკითხვა, ტელევიზორში რომ აჩვენეს? ადვოკატებიც ხომ ესწრებოდნენ. გაქვთ კიდევ კითხვები? მერამდენედ უნდა აჩვენონ ჩვენი საზოგადოების ზოგიერთმა წევრებმა, რომ ქვეყანა და მისი ინტერესები სულ ფეხებზე კიდიათ (სხვათა შორის ის დაკავებული რეპორტიორებიც), ოღონდ რამე გააპროტესტონ და ხელისუფლების წინააღმდეგ თქვან რამე. არც ერთ ქვეყანაში სამართალდამცავები ამდენ ანგარიშს არ აბარებენ ხალხს როგორც საქართველოში!
georgia sakartvelo
არა გცხვენიათ რა უნდა გაანთავისუფლო, რახან მიშა არ გევასებათ, მიშა საქართველო არ არის, და ეგ არაკაცები ციხეში უნდა დალპნენ, ციხეშიც კი არ უნდა ჩავსვათ წავიდნენ მაშინ თავიანთ დედა რუსეთში და თქვენ იქ მიყევით და იქ გამოუშვით გაზეთები, ის მაინც მოითხოვეთ პატიოსნური გამოძიება, რა უნდა გამოუშვა .
Georgia-4ever***
თუ გინდა გახდე გმირი, გააკეთე არაკაცობა, იყავი ჯაშუში, უღალატე შენს ქვეყანას, ემეგობრე ჩვენი ქვეყნის დამქცევ ვანიებს და იჯაშიშე თავისუფლად, აიღებ ფულს ჯაშუშობაში, ან თუ დაგიჭირეს სააკაშვილის ზიზღის გამო გახდები გმირი და უდანაშაოუულო. დიდი უსინდისობაა ბატონო რეპორტიორებო თქვენის მხრიდან მაგ ნაძირლების და უსნდისო ვანიების მეგობრის დაცვა.
dede
მოღალატეები ციხეში უნდა დალპნენ. ჟურნალისტების პროტესტი, ჟურნალისტების უთავმოყვარეობაზე მეტყველებს
dede
დაჭერილი მოღალატეების გამო ჟურნალისტული პროტესტი, ჟურნალისტების უთავმოყვარეობაზე მეტყველებს. მოღალატე ციხეში უნდა დალპეს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"