მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში არგენტინამ მექსიკას 2:0 სძლია.

საუდის არაბეთთან დამარცხებულ არგენტინას მოგების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა, დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ შესვენებამდე მეტოქემ გასაქანი არ მისცა, მესიმდე ბურთი არ მიდიოდა, ტემპი დაბალი იყო და პირველი ტაიმი უმომენტოდ გაილია.

მეორე ტაიმი ლეოს მოპოვებული და მის მიერვე არაზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. „ალბისელესტემ“ ბურთი დაიჭირა და მესიმ ოჩოას კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, მექსიკა ზურგის მოშიშვლების შიშით დიდი ძალებით წინ წასვლას ერიდებოდა. 87-ე წუთზე ფერნანდესმა მესის პასი მიიღო, ოჩოას ლამაზი გოლი გაუტანა და ვერცხლისქვეყნელებმა გაიმარჯვეს.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი პოლონეთია, 3-3 ქულა არგენტინას და საუდის არაბეთს აქვთ, ხოლო მექსიკა 1 ქულით აუტსაიდერია.

ჯგუფში ბოლო ტური 30 ნოემბერს ჩატარდება: არგენტინა პოლონეთს, მექსიკა კი საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

ლუსაილი. „აიკონიკი“. 88 966 მაყურებელი

არგენტინა - მექსიკა 2:0

გოლები: 1:0 მესი (64), 2:0 ფერნანდესი (87)

las-s
გასაგებია თქვენი აზრი მაგრამ 1982-ში ჯგუფური ეტაპის მერე ვერავინ წარმოიდგებდა იტალიის ჩემპიონობას ან 2010-ში ვინ იფიქრებდა შვეიცარიასთან წაგების მერე ესპანეთის ჩემპიონობას?
las
სრულიად ნეიტრალური გულშემატკივარი მიხვდება რომ ამ ფორმაციის არგენტინის ნაკრებს არაფერი აქვს საერთო ტურნირის მოგებასთან :) ჯგუფს დაზლევს და ვნახოთ პლეიოფში შესაზლოა ატამაშდენ :)
tura
ექსპერტები რომ დაიწყებთ ვიღაცის მილონების გარჩევას
ჯ.დ
რა ცოდო ხარ!
juve
შეხვდებიან ისევ საუდის არაბეთის დონის გუნდსდა
კაი ერთი
მესის გაუგია რომ არ მოგწონთ და ფრიად დადარდიანებულა)))))))
არტ
საერთოდ დიდი ტურნირის მოგების შემდეგ მომდევნო ტურნირზე იგივე თამაშით გასვლა არის შეცდომა, რომელიც ბევრ ჩემპიონ გუნდს დაუშვია და ამიტომ იყო, რომ რამდენჯერმე წინა ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩენილა. არგენტინამ დაიწყო იმ თამაშით და იმ შემადგენლობით რაც კოპაზე ქონდათ. ამის წინააღმდეგ კი უკვე ყველას აქვს კონტრთამაში . შესწავლილები არიან. დღეს მეორე ტაიმის ბოლოსკენ თითქის შეცვალეს თამაშიც და შემადგენლობაც და ამან შედეგი გამოიღო. თუ არგენტინა იპოვის ახალ თამაშს და ახალ შემადგენლობას, შორს წავა ... თუ ვერ მაშინ....
მინდია
მერე იტყვიან სად ათრევს მესი არგენტინასო
G.LA
კარგი იქნება თუ არგენტინა პლეი ოფში გავა. სარკეში ჩაახედებენ რასაც გავს. ორ თამაშს რომ უყურო და ფეხბურთელი არ მოგეწონოს არგენტინელი ასეთი არ მინახავს ჯერ.
ქართველი
გენიოსია. უბრალოდ არგენტინას ძალიან ძალიან გაუჭორდება ასე შორს წასვლა
დავითი
მიდი ლეო მესი მხოლოდ შენ შეგიძლია ფეხბურთის დიდ ღმერთს - დიეგო არმანდო მარადონას მისწვდე და მის გვერდით ღირსეულად დადგე!!!
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ჩინებულმა არგენტინამ ჯგუფი მოიგო - დამარცხებული პოლონეთიც პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
[VIDEO] ორიდან ორი და კურიოზული გოლი - მექსიკამ სამხრეთ კორეაც დაამარცხა
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
[VIDEO] მსოფლიო ჩემპიონატი სამი გაძევებით დაიწყო - მექსიკამ სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა