ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ ფიდეს ქალთა გრან-პრის გათამაშების მეხუთე ეტაპზე, რომელსაც ულანბატორი მასპინძლობს, ზედიზედ ორი პარტია მოიგო, რითაც იგი ლიდერებს წამოეწია...

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ ფიდეს ქალთა გრან-პრის გათამაშების მეხუთე ეტაპზე, რომელსაც ულანბატორი მასპინძლობს, ზედიზედ ორი პარტია მოიგო, რითაც იგი ლიდერებს წამოეწია. მერვე ტურში მან შავი ფიგურებით თურქ ბეთულ ილდიზს სძლია და 5 ქულა მოაგროვა. ამავე ტურში ჰამფი კონერუმ (ინდოეთი) მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას (ბულგარეთი) გააჩერებინა საათი, ჩინელმა შენ იანმა თანამემამულე ჟაო სიუს აჯობა, ფრანგმა მარი სებაგმა მასპინძელი ბათჰუიაგ მონგონთუული დაამარცხა. დაზავდნენ სიუ იუჰუა (ჩინეთი) და ტატიანა კოსინცევა (რუსეთი). ჰოუ იფანისა (ჩინეთი) და ჟუ ჩენის (ყატარი) პარტია არ გამართულა.

სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ: კონერუ _ 5,5, ჰოუ იფანი _ 5(1), კოსინცევა, სტეფანოვა, ჟაო სიუ, ჩიბურდანიძე _ 5-5, სიუ იუჰუა, შენ იანი _ 3,5-3,5, ჟუ ჩენი _ 2,5 (1), მონგონთუული, სებაგი _ 2,5-2,5, ილდიზი _ 2 ქულა.

გუშინ მოჭადრაკეები ისვენებდნენ. დღეს მე-9 ტურში ითამაშებენ: ჟუ ჩენი-შენ იანი, ჩიბურდანიძე-ჰოუ იფანი, მონგონთუული-ილდიზი, სტეფანოვა-სებაგი, კოსინცევა-კონერუ, ჟაო სიუ-სიუ იუჰუა.

შეჯიბრების დამთავრებამდე სამი ტური დარჩა.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად