ოლიმპი მაგარ ფორმაშია. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ოლიმპი სასტარტო ხუთეულის 3 წამყვანი კალათბურთელის – ეროვნული ნაკრების წევრ გივი ბაქრაძის, კანდიდატი გიორგი ტურძილაძისა და ამერიკელი ლინტონ ესლაისის გარეშე თამაშობდა, თუმცა ისე, რომ სულ არ გასჭირვებია, ამბიციური თსუ დაამარცხა – 87:73.

თსუ-ს ეროვნული ნაკრების 3 მოთამაშე ჰყავს – გიორგი ცინცაძე, მიხეილ ბერიშვილი და ბექა ბექაური. ამასთან, დღევანდელ მატჩში უნივერსიტეტელებმა ახალი ამერიკელი ლეგიონერი, ბრაიან დაუსონი ათამაშეს. როგავას გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე პერიოდში რომ მოიპოვა 15-ქულიანი უპირატესობა, მას შემდეგ ოლიმპის ლიდერობა 12-ს აღარ ჩამოსცდენია.

ბაქრაძის არყოფნა სრულად აანაზღაურა მისავით ტანმორჩილმა და სხარტმა ოლიმპელთა უკანახაზელმა დრუ კუქსჰაუსენმა, რომელმაც საწყის 15 წუთში 20 ქულა მიითვალა და თსუ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ამერიკელ სნაიპერს მხარი კარგად აუბეს ლუკა კალატოზიშვილმა, ვლადიმერ თავაქარაშვილმა და უკანახაზელმა ლუკა ლიკლიკაძემ. ამ დროისთვის ოლიმპი უკვე 22 ქულით – 39:17 იგებდა და თსუ-ს გადარჩენის შანსი არსაიდან ჩანდა.

თსუ-ს სნაიპერს, მიხეილ ბერიშვილს, რომელმაც წინა, ქუთაისში იოლად მოგებულ მატჩში 8 სამქულიანი ჩააგდო, ამჯერად მიზანი გაუმრუდდა. ერთი, რომ მიშას ოლიმპელები მჭიდროდ მეურვეობდნენ და მეორეც, მისი სროლები მიზანს ვერ აღწევდა, ხოლო გიორგი ცინცაძის შედეგიანი გარღვევები და საშუალო სროლები წინ გაჭრილი ოლიმპელების წამოსაწევად არ კმაროდა.

დიდი შესვენებისთვის ოლიმპი 18 ქულით იგებდა და თუ თსუ-ს მოგების პრეტენზია ჰქონდა, მესამე პერიოდში რამე უნდა ეღონა. ლექსო ლაფანაშვილმა ცდა არ დააკლო, რომელმაც წუთშესვენებებიც აიღო და ტაქტიკას არაერთხელ შეცვალა, მაგრამ გამართულად მოთამაშე ოლიმპელებს ვერაფერი დააკლო. ოლიმპმა მესამე პერიოდი 4 ქულით დათმო, თუმცა ბოლო ათწუთეული აღმავლობით დაიწყო, ლიდერობა გაიმყარა და გამარჯვებამდე აუღელვებლად მივიდა. 2 საწყისი წაგების შემდეგ ეს ოლიმპის მეორე გამარჯვებაა და სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონი ცხრილის შუაწელში დამკვიდრდა. თსუ-ს 5 მატჩიდან უკვე 3 მარცხი მოუგროვდა.

ოლიმპელთა გამარჯვებაში ლომის წილი კუქსჰაუსენმა დაიდო, რომელმაც შეუცვლელად, 40 წუთი ითამაშა და 30 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 23 ქულა და 8 მოხსნა ლუკა კალატოზიშვილმა მოაგროვა, ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე კი 14 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. ლუკა ლიკლიკაძემ შეხვედრა 10 ქულით, 6 პასით, 4 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. თსუ-ში 18 ქულით და 15 მოხსნით საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურმა დააფიქსირა, 19 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი გიორგი ცინცაძის ანგარიშზეა. დებიუტი 10 ქულითა და 5 მოხსნით აღნიშნა ბრაიან დაუსონმა.

მე-5 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 27 ნოემბერს, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე