სუპერლიგის მე-5 ტურში 2 დაუმარცხებელი გუნდის გზები გადაიკვეთა. ჩემპიონატში წაუგებელი მხოლოდ "რუსთავი" და "კავკასია" იყვნენ დარჩენილი და ეს გუნდები დღეს ერთმანეთს ქვემო ქართლში შეხვდნენ. მასპინძლებს 3-დან 3 მოგება ჰქონდათ, სტუმრებს კი 4-დან 4 – გამარჯვებული სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი ხდებოდა.

"კავკასიას" რუსთავში ბლომად ქომაგი ჩაჰყვა, რომლებმაც თავიანთ გუნდს ბოლომდე უქომაგეს. შეხვედრა ბოლო პერიოდში ოციოდ წუთით შეწყდა, რაც დარბაზის დაკვამლიანების გამო მოხდა. მაყურებლებმა სავარაუდოდ პეტარდები გახსნეს და მსაჯებმა მანამ არ გააგრძელეს მატჩი, სანამ მოედანი არ დასუფთავდა.

ამ მომენტისთვის "კავკასია" 8 ქულით იგებდა, თუმცა მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძე და ერთ-ერთი ლიდერი ჯასტინ ფორესტი გაგდებული ჰყავდა. წივწივაძე მსაჯებთან ერთ-ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო იყო მოედნიდან გასული, ფორესტმა კი ტექნიკური და არასპორტული ჯარიმები მიიღო. კავკასიელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დარჩენილ დროში არათუ მეტოქეს მიახლოების საშუალება მისცეს, არამედ კიდევ უფრო ჩამოიტოვეს.

დასკვნითი პერიოდი "კავკასიამ" 29:15 მოიგო და "რუსთავი" საბოლოოდ დიდი სხვაობით – 88:67 (სტატისტიკა) დაამარცხა. კავკასიელებს კრის მაკნილმა ულიდერა 22 ქულით. აიზია ელისმა 18 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. ლევან გოგიჩაიშვილის ანგარიშზე 13 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. "რუსთავში" 17 ქულით ბომბრდირი გახდა ტრეი კროფტი. ეივერი დიგსის ანგარიშზე კი 14 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

"კავკასია" 5-დან 5 მოგებით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერია. "რუსთავი" კი 3 მოგებითა და 1 მარცხით მე-4 ადგილზე განთავსდა. სუპერლიგის მე-5 ტურის დარჩენილი ერთი შეხვედრა ორშაბათს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: "ვერა" "ქუთაისის" წინააღმდეგ.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა