სუპერლიგაში მოგების გარეშე აღარავინაა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც მოგების გემო არ იცოდა, "ვერა" გახლდათ, რომელმაც სუპერლიგაში პირველი გამარჯვება დღეს მოიპოვა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა ვერელებმა მე-5 ტურის დასკვნით შეხვედრაში “ქუთაისს” უმასპინძლეს და 85:77 დაამარცხეს. ამრიგად, საწყისი 4 წაგების შემდეგ "ვერამ" პირველი გამარჯვება იზეიმა, რაც ქუთაისელებისთვის განგაშის მიზეზი უნდა იყოს. მოქმედი ჩემპიონი ისე უიმედოდ აგებს ბოლო მატჩებს, რომ თუ ასე გააგრძელა, ტიტულის დაცვა კი არა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუხდება მთავარ სამიზნედ.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა მიმდინარე სუპერლიგაში მხოლოდ 1 შეხვედრა, ისიც მძლავრ "ოლიმპთან" მოიგეს – თსუ-სთან, "ბათუმთან" და "ვერასთან" კი თამაშები უშანსოდ დათმეს. სამივე წაგებულ შეხვედრაში ქუთაისელებს წარმატების შანსი არ ჰქონიათ. ასე იყო დღესაც – "ვერასთან" 8 ქულით წაგებულ შეხვედრაში. საბოლოო სხვაობა ბევრი არ გახლდათ, თუმცა ბოლო პერიოდში ვერელთა ლიდერობამ რამდენჯერმე 20-ს მიაღწია და შეხვედრის ბედი საფინალო სირენამდე საკმაო ხნით ადრე გაარკვია. ქუთაისელებმა ბოლო წუთებზე ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და თუ ეს რამე შვებას ნიშნავს, ღირსეული სხვაობით წააგეს.

ვერელებმა დიდებული მესამე პერიოდი ჩაატარეს და ამ საკვანძო მონაკვეთში გატეხეს მეტოქე. პირველი ნახევრის შემდეგ თბილისური გუნდი მხოლოდ 8 ქულას იგებდა, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ ტემპს კიდევ უმატა, სიზუსტის ხარისხიც გაზარდა და უპირატესობაც - 22 ქულამდე. გამოსარჩევია მარტის კიმბროს გარჯა, რომელმაც 6 სამქულიანი, ჯამში კი 29 ქულა მიითვალა. 14 ქულით ლუკა ზაქრაძე გამოირჩა. ქუთაისელთაგან ცენტრის, კრისტოფერ უეირის გარჯაა გამოსარჩევი – 17 ქულა, 9 მოხსნა.

სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 1, 2 და 3 დეკემბერს გაიმართება.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა