კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ტური დასრულდა, რაც გარკვეული დასკვნების საშუალებას გვაძლევს. ტურნირზე პრაგმატული მატჩები საკმაოდ ბევრია, არც უგოლო ფრეები გვაკლია, თუმცა გულშემატკივრები თამაშებიდან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ.

გრანდები

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების ჯგუფში ჩარჩენის ერთგვარი ტრადიცია, რაც 2002 წელს საფრანგეთის ნაკრებმა დაიწყო, მანვე დაასრულა. დიდიე დეშამის მოქმედი ჩემპიონები ისევ მშვენივრად გამოიყურებიან, დაცვაში კარგად თამაშობენ, შუა ხაზში დანაკლისს მადრიდის "რეალის" ახალბედა ჩუამენითა და ანტუან გრიზმანის ბრწყინვალე გამოსვლით ავსებენ, აი, კილიან მბაპე კი ისევ შეუჩერებელია. ის, წინა მუნდიალის მსგავსად, მასზე გაცემულ ავანსებს სრულად ამართლებს, სისწრაფის ხარჯზე მისი შეჩერება ძალიან რთულია.

ესპანეთის ნაკრები საფირმო ნიშანს არ კარგავს და ბურთის ფლობით გამორჩეულია. ლუის ენრიკეს ახალგაზრდული გუნდი, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშით, საკმაოდ თავდაჯერებულია. მართალია, მათ მთავარ ფავორიტებში არ მოიაზრებენ, თუმცა "ფურია როხა" სახიფათო ნაკრებია, რომელიც მაქსიმალურად შორს უნდა ვიხილოთ.

ბრაზილიის ნაკრები ნეიმართან ერთად და მის გარეშე სხვადასხვა გუნდი გამოჩნდა, თუმცა რაც არ იცვლება, ტიტეს პრაგმატიზმია. შედეგზე ორიენტირებული ბრაზილიის ტრიუმფიც გვინახავს და ეს გუნდიც ყველაფერს აკეთებს, ასე მონატრებული (20 წელია) ტიტული მოიპოვოს. შემტევი რესურსი კი ძალიან დიდია - იქნებ ეს ჩემპიონატი ვინისიუსისთვის ახალ ვარსკვლავურ სიმაღლეზე ასასვლელადაც კი იქცეს.

ლიონელ მესის ყოველთვის შეუძლია, რაღაც არაორდინარული შექმნას და მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ისე ჩანს, რომ არგენტინის ნაკრები უფრო ამის იმედადაა, ვიდრე გუნდურობის, არადა,

ბოლო დროს ასე არ ხდებოდა. ლო სელსოს ტრავმამ "ალბისელესტეზე" საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა. არგენტინელებს ტურნირის წინ ლამის უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევდნენ და ამ სტატუსს ახლა ნაკლებად ამართლებენ.

ინგლისის ნაკრებმა კატარში ომახიანად დაიწყო, საუთგეიტს ძალიან კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა აშშ-სთან გამოჩნდა, რომ ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა და გუნდმა კიდევ უნდა მოუმატოს, რათა მინიმუმ წინა შედეგი - ნახევარფინალი გაიმეოროს.

კრიშტიანო რონალდოს პორტუგალია, გერმანია, ნიდერლანდები - ჩამოწერა არავისი შეიძლება. მსოფლიო ჩემპიონატის ხიბლი სწორედ ესაა, თუმცა რამდენად ვიხილავთ ახალ ჩემპიონს, რთული სათქმელია.

გადამწყვეტი ტური

29 ნოემბრიდან მე-3 ტური იწყება, თითოეული ჯგუფი კი საინტერესო შეხვედრებს გვპირდება.

A ჯგუფში ეკვადორი - სენეგალის, B-ში ირანი - აშშ-ისა და D ოთხეულში დანია - ავსტრალიის მატჩები ფინალის ტოლფასია, სადაც შემდეგ ეტაპზე გამსვლელი უშუალო შეხვედრაში ვლინდება. ირანისა და აშშ-ის დაპირისპირებას პოლიტიკური კონტექსტი ძალიან საინტერესოს ხდის.

არგენტინის ნაკრები საკუთარ თავზეა დამოკიდებული, გერმანელები კი იმის იმედად უნდა იყვნენ, იაპონიის ნაკრებმა ახლა ესპანელებთან არ ივარგოს. არც ურუგვაი - განისა და სერბეთი - შვეიცარიის მატჩები უნდა გამოგვრჩეს. ასე რომ, მოსაწყენად პლეი-ოფამდეც არ გვეცლება.

დარჩენილი გზა

მაინც ისე გამოდის, რომ დიდი ნაკრებების უმეტესობა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლას მოახერხებს, რაც მერვედფინალში გრანდების დაპირისპირებას გამორიცხავს. ეს სიამოვნება უფრო მეოთხედფინალიდან გველის.

ყველაფრის ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში, ფინალის მაძიებელთა ერთ მხარეს ბრაზილიის, ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები უნდა ვიხილოთ, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი გზაა. პოტენციურ მეორე მხარეს საფრანგეთის, პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრებების გამორჩევა შეიძლება...

ტემპერატურა იმატებს, ინტერესი იზრდება, მატჩების საყურებლად დროის გამონახვას კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეცდება. არაორდინარულ დროსა და ადგილას, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატია!

Lasha
Marocco
07
როგორც წესი გოიმი თვითონ ახსენებს, იხსენებს და ა. შ. ამ სიტყვას.
AMERIKELI.
რეველანტური კი არა გაანებეთ საერთოდ გოიმებმა ჩვენი ამერიკული ლექსიკიდან ფრაზების მოპარვას.
ქიშვარდი.
ცოტათი შეცდი.
Miro
დგეს როგორ ფიქრობ ნეტა...
07
ლიონელ მესისთან ვფიქრობ არარეველანტურია ასეთი შედარება. ჯერჯერობით მსოფლიო იცნობს: - ედსონ არანტეს დო ნასიმენტო - პელეს, როგორც ფეხბურთის მეფეს; - დიეგო არმანდო მარადონას, როგორც პელეს შემდეგ ფეხბურთის მეორე მეფეს; - ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესის, როგორც მარადონას ტოლ-სწორს. სხვა ფეხბურთელები ამ სამეულს ვერც კი მიუახლოვდებიან, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში ასეა.
07
ლიონელ მესისთან ვფიქრობ არარეველანტურია ასეთი შედარება. ჯერჯერობით მსოფლიო იცნობს: - ედსონ არანტეს დო ნასიმენტო - პელეს, როგორც ფეხბურთის მეფეს; - დიეგო არმანდო მარადონას, როგორც პელეს შემდეგ ფეხბურთის მეორე მეფეს; - ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესის, როგორც მარადონას ტოლ-სწორს. სხვა ფეხბურთელები ამ სამეულს ვერც კი მიუახლოვდებიან, ამ ეტაპზე ყოველშემთხვევაში ასეა.
ციციკორე
არგენტინას კიდე ფავორიტად მიიჩნევთ?! გუნდში რამის შემქმნელი 35 წელს გადაცილებული მესი და დი მარიაა. დანარჩენები საშუალო დონის ფეხბურთელები არიან. მესის ბოლო მუნდიალია და ახლა მაინც უნდა მოიგოსო-არასერიოზული არგუმენტია. არც კრუიფს აქვს მოგებული და არც ეუსებიოს. არც ზიკოს. დიდი ალბათობით, ვერც რონალდუ მოიგებს.
ირაკლი
თუ ხმა ხარ, ნუ ბჟუტურობ სისულელეებს
07
ვინაიდან იტალია არ ღებულობს მონაწილეობას ჯერ ვთქვათ რეალურად თუ რომელ გუნდებს აქვს შანსები: 1) ბრაზილია (იმიტომ რომ დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს ძლიერი გუნდი, რომელიც თავის ძალას განსაკუთრებით 1/8 ფინალიდან აჩვენებს); 2) არგენტინა (იმიტომ რომ დიდი ხანია არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს ლიონელ მესი, რომელიც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა); 3) საფრანგეთი (იმიტომ, რომ ყავს ძლიერი გუნდი და მზადაა მე-3 გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი); 4) პორტუგალია (იმიტომ რომ ჯერ არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონობა და ყავს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა). და მაინც ამ ოთხეულიადან ერთ-ერთი იქნება მსოფლიოს ჩემპიონი, უფრო კონკრეტულად ბრაზილია ან არგენტინა, და კიდევ უფრო კონკრეტულად ბრაზილია.
Experti.
არჩილი, ესეიგი მართლა ძალიან გაინტერესებს რატო. ხორვატია არ იცი და ვერ ხვდები რას ნიშნავს რუსეთისთვის როგორც ასეთი. საფრანგეთზე კომენტარის გარეშე საერთოდ... ზანგების ბალაგანი სიძედ ყველა რუსი ველიკოძერჟავნიკის ოჯახში
არჩილი
საფრანგეთი და ხორვატია, რატო იყო ორივეს გაჩემპიონება კატასტროფა??
experti_
1) ჯერ ისეთ გუნდებს გაიყვანენ ფინალში ორივეს მოგება რომ აწყობთ. 2) და მერე იმის მოგებაზე იჩალიჩებენ ვისი მოგებაც უფრო აწყობთ. მსოფლიო მაფია ასე ჩალიჩობს. ამ ეტაპზე მუსულმანურ სამყაროს უჩალიჩებენ რაღაცას. ისეთ ნაკრებს გაუჩემპიონებენ რომ "დასაჯონ" სამაგალითოდ. 2 ყველაზე ანტი-მუსულმანური ქვეყნები რომლებიცაა ისინი უნდა გაიყვანონ ფინალში წესით. მაგალითად რა მოხდა რუსეთში 2018 წელს? ფინალი ხორვატია -საფრანგეთი. ორივეს გაჩემპიონება კატასტროფა იყო რუსებისთვის და საბოლოოდ ჩაახუტეს საფრანგეთის ზანგისა მაინც
ზურა
აბა ვინ გახდება შენი აზრით მსოფლიო ჩემპიონი?
ქომაგი
ნახევარფინალში: ნიდერლანდები, მაროკო, დანია, არგენტიან. ფინალი: ნიდერლანდები-არგენტინა ჩემპიონი:
Gafrtxilebt
ტოტალიზატორში არავიზე არ დადოთ არც საფრანგეთზე არც ბრაზილიაზე არც ბელგიაზე არ გერმანიაზე არც ჰოლანდიაზე არც ინგლისზე და აშ. ეხლა ბობოლებად" ვინც მოჩანან(!) ვერცერთი ვერ მოიგებს წააგებთ იცოდეთ. არავიზე არ უნდა დადოთ წესით საერთოდ, მარა ეხლა განსაკუთრებით ამ ბობოლებზე ბევრი თოხლავს იცოდეთ
zaza
არგენტინის გარდა ნებისმიერს აქ შანსი ესაა სიმართლე არგენტინის ჩემპიონობა არის გამორიცხული!!!
შოთა
ისე, არგენტინა - პორტუგალიაზეც არ ვიტყოდი უარს, თუ არგენტინა გაიმარჯვებს )))
ქართველი
რა თქმა უნდა პორტუგალია არგენტინა საოცნებო ფინალი ყველასთვის
კოტე
სად დაინახეთ ბრაზილიის “პრაგმატული” თამაში? “სპევიალისტებო”?!
რევაზი გერმანიის ფანი
ფინალი ესპანეთი - საფრანგეთი. კალეიდოსკოპური ანალიზია, მშვენიერი
შოთა
ევროპულ-სამხრეთ/ამერიკული ფინალი კარგი საყურებელი იქნება. მაგ: საფრანგეთი ან ინგლისი-ბრაზილია ან არგენტინა.
giorgi
ბრაზილია საფრანგეთიდან რომელიმე ან ფინალი
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
რუსებს UEFA-დან წყარომ უთხრა, რომ მათი თამაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამორიცხულია
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
ცნობილია, რომელი სტადიონები უმასპინძლებს 2026 წლის მუნდიალის გახსნით და ფინალურ მატჩებს
მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში - საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
განაცხადი აღარ შევა - 2030 წლის მუნდიალის საუდის არაბეთში ჩატარება გამოირიცხა
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია