ჩინეთში, მოჭადრაკე ქალთა წრიულ სუპერტურნირზე ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ნანამ ანა ზატონსკიხს ჩვეულ სტილში სძლია
ჩინეთში მოჭადრაკე ქალთა წრიულ სუპერტურნირში გასულ უქმეებზე ორი ტურის პარტიები გაიმართა. მას შემდეგ, რაც პარასკევს ნანა ძაგნიძე ჩინელ ძიუ ვენძიუნთან დამარცხდა, შაბათს შავი ფიგურებით ფრანგ მარი სებაგს დანებდა.

მართალია, ეს შეჯიბრება, როგორც ვთქვით, სუპერტურნირია, თანაც ვენძიუნი და სებაგი ხელწამოსაკრავი დიდოსტატები არ არიან, მაგრამ ორივესთან პირწმინდად წაგებას ძაგნიძისგან ნამდვილად არ ველოდით. ზედიზედ ორმა წარუმატებლობამ ქართველ მოჭადრაკეს, ეტყობა ცივი შხაპი გადაავლო. ნანამ გუშინ ჩვეულ სტილში ძლია უკრაინიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლებულ ანა ზატონსკიხს.

კვლავ იმარჯვა ძიუ ვენძიუნმა - მე-4 ტურში მან თანამემამულე ჩჟაო სიუს გააჩერებინა საათი.

გაუწყებთ ჩინეთის სუპერტურნირის მესამე-მეოთხე ტურების შედეგებს.

III ტური. მარი სებაგი (საფრანგეთი)-ნანა ძაგნიძე (საქართველო) 1:0, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)-ჰოუ იფანი (ჩინეთი) 0,5:0,5, ჟუ ჩენი (ყატარი)-ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) 0:1, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი)-ჟაო სიუ (ჩინეთი) 0,5:0,5, ძიუ ვენძიუნი (ჩინეთი)-ანა ზატონსკიხი (აშშ) 1:0

IV ტური. ძაგნიძე-ზატონსკიხი 1:0, ჟაო სიუ-ვენძიუნი 0:1, ნ. კოსინცევა-ტ. კოსინცევა 0,5:0,5, ჰოუ იფანი-ჟუ ჩენი 0,5:0,5, სებაგი-დრონავალი 0,5:0,5.

ოთხი ტურის შემდეგ: ვენძიუნი-3,5, ჰოუ იფანი, ნ. კოსინცევა-2,5-2.5, ტ. კოსინცევა, სებაგი, დრონავალი, ჟაო სიუ-2-2, ძაგნიძე-1,5, ზატონსკიხი, ჟუ ჩენი-1-1 ქულა.

დღეს მე-5 ტურში ითამაშებენ: დრონავალი-ძაგნიძე, ჟუ ჩენი-სებაგი, ტ. კოსინცევა-ჰოუ იფანი, ვენძიუნი-ნ. კოსინცევა, ზატონსკიხი-ჟაო სიუ.

გუშინვე ჩინურ ნინბოში დაიწყო მოჭადრაკე ვაჟთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს.

გაუწყებთ პირველი ტურის შედეგებს: აშშ-რუსეთი 1:3, სომხეთი-ისრაელი 3,5:0,5, ეგვიპტე-უკრაინა 1,5:2,5, ჩინეთი-აზერბაიჯანი 2:2, ინდოეთი-უნგრეთი 2:2 (მოგება-2, ფრე-1, წაგება 0 ქულა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე