2013 წლის ევროპის პირველობის თბილისში გამართვის საკითხი საბოლოოდ სტამბოლში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაწყდება
ბათუმში გუშინ დამთავრებულ პლაჟის ჭიდაობაში მსოფლიოს V ჩემპიონატში წარმატებით გამოვიდნენ ქართველი მოჭიდავეები. უფროსმა ვაჟებმა 3 ოქრო მოიპოვეს - ალეკო ამინაშვილმა (70), ბექა ჭელიძემ (90) და ლევან ბერიანიძემ (+90).

ამავე ასაკში ქალებმა თითო ვერცხლ-ბრინჯაო დაისაკუთრეს. ვიცე-ჩემპიონი შორენა შარაძე (70) გახდა, ბრინჯაოს კი დარინა აბულაძე (60) დაეუფლა. უკეთ იჭიდავეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც 3 ოქრო, ამდენივე ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიხვეჭეს. ჩემპიონები ბიჭიკო აბუსერიძე (60), ზვიად მეკეიძე (70) და სანდრო ამინაშვილი (80) გახდნენ. ვერცხლის მედლებს სოსო ივანიშვილი (60), ჯონი ქადიძე (80) და ვეფხვია ჯიჯავაძე (+80) დაეუფლნენ, ირაკლი მოსიძე (70) და რევაზ ივანიშვილი (80) კი მესამეზე გავიდნენ. ამავე ასაკში ჩვენი გოგოებიდან მედალი ნათია დიასამიძემ (60) მოიპოვა - ბრინჯაო.

გოგონებში შეჯიბრებები არც გამართულა, რადგან მხოლოდ ერთი მონაწილე გამოდიოდა - ყაზახი ანარ ხამიტოვა (+50) და ოქრო უბრძოლველად გადაეცა. აქ ჩვენმა ჭაბუკებმა 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. გურამ დავითაძე (60), ასლან მეკეიძე (70) და ნოდარ კურტანიძე (+70) ჩემპიონები გახდნენ. მეორეზე ვახტანგ მთიულიშვილი (60) და ჰუსეინ ირემაძე (+70) გავიდნენ, ბრინჯაო კი შოთა ფარტენაძეს (60) ხვდა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, მეორეზე ყაზახეთი, მესამეზე კი აზერბაიჯანი გავიდა.

ამინდის ჭირვეულობის გამო სამ დღედ გათვლილი ეს ტურნირი ერთ დღეში მოთავდა. თუმცა პირველობის შეკვეცას მხოლოდ ამინდსაც ვერ დავაბრალებთ - პარასკევს გასამართი ჭაბუკთა პირველობა შაბათისთვის უცხოელ მონაწილეთა სიმცირის გამო გადმოიტანეს. აი, შაბათს კი სტუმრებს ბათუმი მისთვის ჩვეული კოკისპირული წვიმით შეხვდა. ამიტომ ღია ცის ქვეშ, პლაჟზე ჭიდაობა შეუძლებელი გახდა და შეხვედრათა უმეტესობა კვირისთვის გადადეს. ამასობაში უცხოელები ჭაბუკთა შორისაც გამოჩნდნენ და გუშინ სამივე ასაკის ქალებმა და ვაჟებმა ერთად იჭიდავეს.

მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ამჯერად გაუმართლათ - გუშინ ბათუმში არ წვიმდა. არც მზე აჭერდა იმდენად უმოწყალოდ, თუმცა ჩახუთული ჰაერის გამო გვარიანად კი ცხელოდა. ბოლო ხანებში სტინგის დონის ვარსკვლავთა შოუებით განებივრებულმა ბათუმელმა მაყურებელმა მორიგი სანახაობა იხილა.

მოგეხსენებათ, ჭიდაობის ეს სახეობა ახალი ხილია და საერთაშორისო ფედერაცია მისი განვითარებისთვის ძალებს არ იშურებს. ახლაც ბათუმში ლოზანადან, FILA-ს ჩინმაღალი დელეგაცია იმყოფებოდა პრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის ხელმძღვანელობით, რომელიც ამ ტურნირზე არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებსაც განიხილავდა. ამაზე ქვემოთ, მანამ კი ისევ მსოფლიოს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ.

საბედნიეროდ, მან მონაწილეთა იმაზე ცოტა მეტი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე თავიდან ველოდით. წინასწარი ინფორმაციით, ტურნირში 11 გუნდი უნდა გამოსულიყო, მაგრამ 14 ნაკრები ჩამოვიდა. უმეტესობა ზღვისპირა ქვეყნიდან, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ზღვა და პლაჟი საერთოდ რომ არ გააჩნიათ. მაგალითად, სომხეთი. მათ გარდა ჩემპიონატში გამოდიოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ინდოეთის, ნორვეგიის, შვედეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ესტონეთის, აშშ-ს და სხვათა გუნდები. მონაწილეებს ყველაზე გვიან ესტონელები და ამერიკელები შემოუერთდნენ. იყო წონითი კატეგორიები, სადაც მონაწილეთა სიმცირის გამო ყველა მედალი არც გათამაშდა, თუმცა ჭიდაობაში, ასაკობრივ შეჯიბრებებში ეს, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავი ხდება.

ცხადია, წარმატებული გამოსვლა მასპინძელთათვის პრიორიტეტული იყო და დასახული ამოცანა წარმატებითაც შეასრულეს - როგორც გითხარით, გუნდური პირველობა დიდი უპირატესობით მოიგეს. ჩვენი გუნდის ყველაზე გამორჩეული ლიდერი მაინც უფროსებში მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ლევან ბერიანიძე იყო, რომელმაც გაამართლა ფავორიტის იმიჯი.

ახლა კი იმ საქმიან შეხვედრებზე, რაც ბათუმში სტუმრობისას მარტინეტიმ და მისმა ქვეშევრდომებმა გამართეს. საქმე 2013 წლის ევროპის პირველობის თბილისში გამართვას ეხება, თუმცა ბათუმში კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ეს საქმე საბოლოოდ სექტემბერში სტამბოლში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გადაწყდება.

როგორც შევიტყვეთ, იქ ჩვენი კონკურენტები უნგრეთი, თურქეთი და რუსეთი იქნებიან. მათ განაცხადი ჯერ კიდევ მარტის ბოლოს დორტმუნდში გამართულ ევროპის პირველობაზე გაუკეთებიათ. ოღონდ ეს იყო ზოგადი განაცხადი - ახალგაზრდების პირველობა იქნებოდა, თუ უფროსებისა, მათთვის სულ ერთი იყო, რომლის მასპინძლობის უფლებასაც მისცემდნენ, ჩვენები კი მიზანმიმართულად უმიზნებენ უფროსთა შეჯიბრებას. სათანადო განაცხადს სტამბოლში წარადგენენ. ბათუმში ისიც შევიტყვეთ, რომ ევროპის შემდეგ მსოფლიოს ჯერი დადგება - საქართველო 2017 ან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეიტანს მოთხოვნას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა