ზღვისპირეთში ქუთათურებმა მეოთხე სპარინგი უმაღლესი ლიგის დებიუტანტ მარტვილის "მერანთან" გამართეს
ქუთაისის "ტორპედო" ურეკში მზადებას განაგრძობს. 15 ივლისს გუნდმა მეოთხე სპარინგი უმაღლესი ლიგის დებიუტანტ მარტვილის "მერანთან" გამართა.

ქუთაისელთა ვებგვერდის ცნობით, 26-ე წუთზე დავით ბოლქვაძისა და ირაკლი დოლიძის კომბინაცია ბოლქვაძემ ზუსტი დაარტყმით დააგვირგვინა - 1:0. ეს გოლი ერთადერთი გამოდგა და გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის შეგირდებმა გაიმარჯვეს.

"ტორპედო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე (60. ტაბატაძე), თოდუა (66. ფარულავა), ქემოკლიძე (66. ჩხარტიშვილი), მანჩხავა (60. გურული), ჩიკვილაძე (70. კუხიანიძე), დიღმელაშვილი, დოლიძე, სეთურიძე (46. კირკიტაძე), ბოლქვაძე, გოცირიძე (46. მეგრელაძე).

"ტორპედოს" ხუთი მოთამაშე აკლდა - მცირე ტრავმის გამო გიორგი დათუნაიშვილი, აგრეთვე ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ოთხი ფეხბურთელი, რომლებიც ოთარ გაბელიამ თურქეთში "ქაისერთან" სათამაშოდ წაიყვანა. იქ გივი იოსელიანმა ძირითადში ითამაშა და 70-ე წუთზე შეცვალეს, შეუცვლელად ჩაატრა მატჩი თორნიკე თარხნიშვილმა, ნიკა საბანაძემ – ტაიმი, ცოტნე ხარაბაძემ კი 30 წუთი დაჰყო მოედანზე.

გუნდის პრესამსახურის ცნობით, 19 ივლისს "ტორპედო" მორიგ საკონტროლო შეხვედრას პირველი ლიგის ფავორიტ საჩხერის "ჩიხურასთან" ურეკშივე გამართავს, 20 ივლისს ქუთაისში დაბრუნდება და ორ დღეში სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც 1 აგვისტომდე დარჩება.

ბალკანურ შეკრებაზე "ტორპედოს" მურსკა სობოტაში გაჩერდება და სამ საკონტროლო მატჩს გამართავს: თელ ავივის "მაკაბისთან", ბელგრადის ოფკ-სთან და რუმინულ კრაიოვას "უნივერსიტატიასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე