თუ "ბარსელონა" 24 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდად ივლისის ბოლომდე 40 მილიონ ფუნტს არ გაიმეტებს, ის ლონდონში დარჩება
„ბარსელონას“ სესკ ფაბრეგასის გადასაბირებლად „არსენალმა“ ორი კვირა მისცა. თუ ესპანეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 24 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდად ივლისის ბოლომდე 40 მილიონ ფუნტს (45.6 ევრო) არ გაიმეტებს, ის ლონდონში დარჩება. არ გაიმეტებს. ყოვლისმცოდნე გაზეთი „სანი“ „ბარსას“ მავან წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც ასეთი რამ თქვა:

„ლონდონიდან შემოგვითვალეს, რომ თუ სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი ამ თვეში არ განხორციელდება, ფეხბურთელს აღარ გაყიდიან. მათ თქვეს, რომ საკმარისად დიდი პატივისცემა გამოამჟღავნეს, როგორც ფაბრეგასის, ასევე „ბარსას“ მიმართ, ახლა კი დროა ისტორიას წერტილი დაესვას, რადგან დღევანდელი მდგომარეობა მათზე უკვე ძალიან მოქმედებს. ლონდონელებმა აგრეთვე დასძინეს, რომ საკუთარი კაპიტნის გაყიდვას არასდროს აპირებდნენ, თუმცა მის სურვილს, დაბრუნებულიყო მშობლიურ ქალაქსა და კლუბში, გაგებით მოეკიდნენ.

სესკის გაყიდვის თემაც ამიტომ აგორდა. ჩვენო, თქვეს „არსენალის“ წარმომადგენლებმა, მთელი ზაფხული ხმა არ ამოგვიღია, მაგრამ ივლისის ბოლოს ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთო. ჩვენთან, კლუბში ყველას ესმის, რომ „არსენალი“ ფაბრეგასს ფასს აღარ დააკლებს და ჩვენს შეთავაზებულ თანხას არ დაყაბულდება, მაგრამ საბოლოო სიტყვა, რასაკვირველია, პრეზიდენტმა სანდრო როსელმა უნდა თქვას“.

მოგეხსენებათ, ფაბრეგასი დაშავებული იყო და „მეთოფეებს“ მალაიზიასა და ჩინეთში ამიტომ არ ახლდა. დღეს, როდესაც გუნდი ინგლისს დაბრუნდა, მას და მწვრთნელ არსენ ვენგერს შორის შეხვედრაა დანიშნული. წინასწარ, ვენგერმა ბრძანა, რომ კაპიტანი პარასკევს კიოლნში ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად გუნდთან ერთად გაემგზავრება. ამ ნათქვამს „ბარსას“ პრეზიდენტ როსელზე წესით უნდა ემოქმედა.

ვენგერმა ბრძანა: „ჯერ უნდა ვნახოთ, როგორ არის სესკი, რამდენად შეუშალა ტრავმამ მას ხელი. თუ განსაკუთრებული არაფერი მოხდება, რასაკვირველია ის ჩვენთან ერთად კიოლნში წამოვა. აქამდე ფაბრეგასი სრულყოფილად არ ვარჯიშობდა, მხოლოდ დარბოდა. ახლა, წესით, გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშებზე უნდა გადავიდეს. მე სეზონისწინა წვრთნები ისე დავგეგმე, რომ ფაბრეგასი მათ შემადგენელ ნაწილად მყავს მოაზრებული.

სხვა საქმეა, რომ გაუთავებელი ჭორაობა თავგზას გვიბნევს და ხელს გვიშლის, თუმცა, ზოგადად, რასაც ადრე ვამბობდი ახლაც იმას გავიმეორებ: „არსენალი“ ყველა ღონეს იხმარს, რათა საუკეთესო ფეხბურთელები შეინარჩუნოს“.

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ „ფაბრეგასის“ თემის დაუსრულებელმა ტრიალმა ჩრდილოლონდონელები გვარიანად გააღიზიანა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ „ბარსელონას“ ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ჩავიმ ინტერვიუში თქვა სესკი „არსენალში“ იტანჯებაო. არ არის გამორიცხული, რომ ვენგერის მოთმინების ფიალა სწორედ ამ გამონათქვამმა აავსო და ივლისის ბოლომდე ვადაც ამიტომ დაითქვა.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ „არსენალი“ ფაბრეგასს 45,6 მილიონ ევროდ აფასებს, „ბარსელონამ“ კი მას ჯერჯერობიღ მხოლოდ 31,6 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაც 36 მილიონი ევროს ტოლფასია. ტაბლოიდების ვარაუდით, საკმარისია, „მეთოფეებს“ ჭკუა გადაუტრიალდეთ და სესკი „აუქციონზე გაიტანონ“, რომ 50 მილიონ ფუნტს ანუ თითქმის 57 მილიონ ევროს ულაპარაკოდ გამოჰკრავენ ხელს. მყიდველები, რასაკვირველია, „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა