„მანჩესტერ სიტის“ კარლოს ტევესთან ბოლო მოლაპარაკება სურს და თუ ის შედეგს ვერ გამოიღებს, 27 წლის არგენტინელის „კორინთიანსში“ გადასვლის საქმე დღეს ან ხვალ გაიჩარხება
„მანჩესტერ სიტის“ კარლოს ტევესთან ბოლო მოლაპარაკება სურს. თუ ის შედეგს ვერ გამოიღებს, 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელის ბრაზილიურ „კორინთიანსში“ გადასვლის საქმე დღეს ან ხვალ გაიჩარხება.

ამრიგად, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი ბოლოჯერ სწონის - სან პაულუს კლუბმა რამდენიმე დღის წინ მას, დაახლოებით, 40 მილიონი ფუნტი შესთავაზა, რაც 45,6 მილიონი ევროს ტოლია. შეგახსენებთ, რომ ტევესი სწორედ ის ფეხბურთელია, რომლის აცილებული პენალტის გამო არგენტინის ნაკრებმა „კოპა ამერიკას“ მეოთხედფინალში ურუგვაისთან წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ისტლენდელთა თავკაცმა, იტალიელმა რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ ძალიან უნდა ფორვარდთან დალაპარაკება, მაგრამ აჯობებს ეს ლაპარაკი ოდნავ მოგვიანებით თუ შედგება.

„მე მას დავურეკავ, მაგრამ ჯერ არა, რადგენ ჯერჯერობით ის უგუნებოდ იქნება. ვწუხვარ კარლოსის ნაცვლად. ეს „კოპა ამერიკა“ არგენტინის ნაკრებისთვის ხომ მეტად მნიშვნელოვანი იყო“.

გაზეთები წერენ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები ამ ზაფხულის განმავლობაში იმდენად ტევესთან არ ლაპარაკობდნენ, რამდემადაც მის აგენტ კია ჯურაბჩიანთან. როგორც ჩანს, ახლა, საკუთრივ ფეხბურთელთან ამჯობინეს ძალის მოსინჯვა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, ისტლენდელები თავდამსხმელს გზას დაულოცავენ, თავად კი მადრიდის „ატლეტიკოს“ მიადგებიან და სხვა არგენტინელის, სერხიო აგუეროს გადაბირებას შეეცდებიან.

საერთოდ, „სიტი“ ტევესის გაყიდვას 50 მილიონ ფუნტად აპირებდა. როგორც ჩანს, გაყიდვის შემთხვევაში მანჩესტერელებს ფასის დაკლება მოუწევთ, თუმცა, მანამდე შეეცდებიან არგენტინელს კიდევ უფრო დიდი ხელფასი და საგანგებო საყოფაცხოვრებო პირობები შესთავაზონ.

კლუბის ხელმძღვანელებისა და მწვრთნელისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს „სიტის“ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, 25 წლის მცველ-ნახევარმცველს, ბელგიელ ვენსან კომპანის. ის ამბობს, რომ ტევესი რომც წავიდეს, გუნდი მაინც გაძლიერდება. ფეხბურთელი, რომელიც კაპიტნის წასვლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, სამკლავურს გადაიბარებს, დარწმუნებულია, რომ არგენტინელთან განშორება „მანჩესტერ სიტისთვის“ ტრაგედია არ იქნება:

„კარლოსი, რასაკვირველია, დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ფეხბურთში ასეა, მოთამაშეები მოდიან და მიდიან. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვინც გინდა წავიდეს, „მანჩესტერ სიტი“ პროგრესის გზას არ გადაუხვევს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ნებისმიერი შემადგენლობით შარშანდელზე უფრო ძლიერები ვიქნებით. ისტლენდიდან დიდებული ფეხბურთელები წასულან, მაგალითად, რობინიო. მათთან ერთად თამაში დიდებულია, მაგრამ როდესაც ისინი მიდიან, ჩვენ გამოსავლის ძებნას ვიწყებთ და ვპოულობთ კიდეც. გუნდი ცალკე აღებულ ფეხბურთელებზე დიდია. ამიტომაც, მე წავალ, კარლოსი თუ ნებისმიერი სხვა, „სიტი“ მაინც უკეთ და უკეთ ითამაშებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს