კავალაში (საბერძნეთი) დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოი 4 წარმომადგენელი მონაწილეობდა...

კავალაში (საბერძნეთი) დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც საქართველოი 4 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ბოლო ტურში დავით ჯოჯუამ დმიტრი სვეტუშკინს (მოლდოვა) სძლია, ლუკა პაიჭაძემ _ სერგეი ზაბლოცკის (რუსეთი), ხოლო ლელა ჯავახიშვილმა გაბრიელა ოლარაუს (რუმინეთი) მოუგო. ჩვენებურთაგან მხოლოდ სალომე მელია დამარცხდა ევგენი ვორობიოვთან (რუსეთი).

ლიდერთა ჯგუფში 9-დან 8 პარტია ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ: ადამ ტუხაევი (უკრაინა)-აბჰჯეთ გუფთა (ინდოეთი), ნიჯათ მამედოვი (აზერბაიჯანი)-გაბრიელ სარგისიანი (სომხეთი), ჰრანტ მელქუმიანი (სომხეთი)-ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი), ალბერტო დავიდი (ლუქსემბურგი)-ელინა დანიელიანი (სომხეთი), ანდრეი რიჩაგოვი (რუსეთი)-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), თეჯას ბაკრე (ინდოეთი)-დენის ხისმატულინი (რუსეთი), ედუარდას როზენტალისი (ლიტვა)-დანიელ ალსინა (ესპანეთი), სუათ ატალიკი (თურქეთი)-ანტონიოს პავლადისი (საბერძნეთი). გერმანელმა ალექსანდრ გრაფმა კი ამერიკელი რობერტ ჰესი დაჯაბნა.

ამდენად, 9 ტურის შემდეგ 7-7 ქულით პირველი-მეორე ადგილები, შესაბამისად, ტუხაევმა და გუფთამ გაინაწილეს. 6-მა მოჭადრაკემ 6,5-6,5 ქულა მოაგროვა. უკეთესი კოეფიციენტით მესამე ადგილი ანდრიასიანს ხვდა. 6-6 ქულით ჯოჯუა მე-11, პაიჭაძე კი მე-14 იყო. 40. ლელა ჯავახიშვილი (5), 44. სალომე მელია (4,5). ქალებში 6,5 ქულით პირველობა დანიელიანს ერგო, გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა დრონავალი. 5-5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები ინდოელმა ტანია საჩდევმა და თურქმა ევროპის ჩემპიონმა ეკატერინა ატალიკმა გაიყვეს.

დღეს საბერძნეთში სტარტს აიღებს ახალი საჭადრაკო საერთაშორისო ტურნირი `ნეგროპონტე-2010~, რომელშიც 33 ქვეყნის 218 წარმომადგენელი იასპარეზებს, მათ შორის 45 დიდოსტატი (34 ვაჟი, 10 ქალი) იქნება. ქართველთაგან ითამაშებენ: სალომე მელია, სოფიკო ხუხაშვილი, ბესარიონ ხეცურიანი, ინგა ჭარხალაშვილი და ალექსანდრე ვახანია.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა