2010 წელს, ევროპის ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის მუნდიალი ცუდად დაიწყო და სასტარტო მატჩში შვეიცარიასთან (0:1) დამარცხდა. "ფურია როხამ" ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. გამოგვადგება თუ არა ეს შედარება დღევანდელ არგენტინასთან? ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ლიონელ მესიმა და მისმა თანაგუნდელებმა საკმაოდ სუსტ ჯგუფში საქმე თვითონვე გაირთულეს, როცა კატარში საუდის არაბეთთან წაგებით (1:2) დაიწყეს, თუმცა, ეტაპობრივად, მდგომარეობა გამოასწორეს, 6 ქულა მოიპოვეს და პოლონეთთან კიდევ უფრო დამაჯერებელი იყვნენ, ვიდრე მექსიკასთან...

რა ისწავლეს არგენტინის ნაკრებმა და მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ამ მოკლე დროში? საუდის არაბეთთან მარცხმა გუნდს დაანახა, რომ ყველა მეტოქეს სათანადოდ შესწავლა და დაფასება სჭირდება. ეს ავსტრალიასთან მერვედფინალის წინ მნიშვნელოვანი ამბავია. აშკარა ფავორიტობის მიუხედავად, "ალბისელესტეს" ბოლომდე დახარჯვა მოუწევს, რადგან მათ მოწინააღმდეგე იოლად არაფერს დაუთმობს და ყველაფერს გაიღებს, შეხვედრა, მინიმუმ, ძირითად დროში არ დასრულდეს.

სკალონიმ სასტარტო მარცხის შემდეგ შემადგენლობასაც კრიტიკულად გადახედა. სრულად ჩამოყალიბება იქნებ ახლაც ახლა იყოს, თუმცა "ბრაიტონში" გამორჩეულ ალექსის მაკ ალისტერს პირველ ტურში მოედანზე გასვლის საშუალება საერთოდ არ მისცემია, შემდეგ კი გუნდს კარგად შეერწყა და ნახევარდაცვასა და შეტევას შორის ნაპრალები ამოავსო. გავიხსენოთ მექსიკასთან დაპირისპირების პირველი ტაიმი, როცა არგენტინის ნაკრებს წინ მყოფ მესისთვის ბურთის მიწოდება უჭირდა და "ათიანს" ყველაფრის გაკეთება თავად უწევდა. პოლონეთის ნაკრებიც ძირითად დროს დაცვაში იდგა, თუმცა არგენტინელების მოძრაობა და თავისუფალი სივრცეების ათვისება გაცილებით პროდუქტიული იყო.

გვახსოვს ახლო წარსულში თუნდაც, ფერნანდო გაგოს თამაში და როდრიგო დე პაული ნამდვილად არაა ის ნახევარმცველი, რომელიც ბურთის დაცვიდან შეტევაში ამოსატანად და თამაშის წასამართად იდეალური ვარიანტია. "ატლეტიკოს" ნახევარმცველი ყველაზე მეტს მოძრაობს, იბრძვის, თუმცა უფრო მეტია საჭირო. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებისთვის ეს "მეტი" ჯოვანი დი სელსო უნდა ყოფილიყო, რომელიც გუნდს ძალიან აკლია და მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბს (პაბლო აიმარი, ვალტერ სამუელი) მის მოსაგვარებლად დიდი დრო არ ჰქონია, შესაბამისად, რაღაც დეტალები ტურნირის მსვლელობისას იხვეწება. ამიტომაც აღვნიშნეთ, სასტარტო მატჩში მარცხით რისი გაუმჯობესებაც შეიძლება.

ამასობაში, არგენტინის ნაკრებმა დიდი ზეწოლის შემდეგ გამარჯვების მიღწევაც ისწავლა. ლიონელ მესის ამის ფონზე თამაში ხომ არაერთი წელია უწევს - "მხოლოდ საკლუბო ფეხბურთელია", "მარადონამ მარტო მოიგო", "იგუაინის არყოფნაში, მარცხს ახლა ვის დააბრალებს?!" - ჯერჯერობით, ლეო ამ ყველაფერზე მაღლაა, თუმცა პენალტის კიდევ ერთხელ გაცუდება მისთვის დამატებითი სტრესი იყო. მექსიკის წინაადეგ თუ ისე გამოჩნდა, რომ არგენტინის ნაკრები ლიდერზე ზედმეტად დგას, პოლონეთთან, "ათიანის" კარგი თამაშის მიუხედავად, ასე აღარ იყო. სკალონის გუნდს ერთსულოვნება არ აკლია, მესის მიმართ კი ერთგვარი დამატებითი ვალდებულებაც არსებობს - ეს კაცი მსოფლიო ჩემპიონიბის გარეშე არ უნდა გაუშვან! არგენტინა ემოციით თამაშობს, რაც ასე უხდება და უკვე აკლია კიდეც ფეხბურთს. მუნდიალზე მოტივაციის პრობლემას არავინ განიცდის, თუმცა ზედმეტი სიფრთხილე გულშემატკივრებს არ მოსწონთ. არგენტინა იძულებულიც იყო, გაერისკა, უკან დასახევი გზა თავიდანვე მოიჭრა. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, მესით (ისევე, როგორც რონალდოთი) ვისიამოვნოთ - მას შეუძლია მოატყუოს, იქ დაარტყას, სადაც საჭიროა, გაიტანოს საჯარიმოს შიგნიდან და შორიდანაც, თანაგუნდელები მშვენიერი პასებით მოამარაგოს. ამ ჩემპიონატზე ასაკში მყოფს, მაგრამ ნამდვილ ლეოს ვხედავთ, ყველა მისი ჭეშმარიტებით. არის ეს საკმარისი ტიტულის მოსაგებად? შესაძლოა, რაღაც დროს ყოფილიყო, ახლა რთული სათქმელია. ობიექტურად, მესის გამოკლებით, რამდენიმე ნაკრების შემადგენლობა უფრო შთამბეჭდავია, თუმცა მხოლოდ შემადგენლობაც არაფრის გარანტიაა...

ავსტრალია ვახსენეთ და მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში მეტოქე ნიდერლანდებსა და აშშ-ს შორის საუკეთესო იქნება. ეს ნამდვილად არაა ყველაზე ცუდი ვარიანტი არგენტინის ნაკრებისთვის, უფრო პირიქით. ეგაა, ვან გაალის ნიდერლანდების სრული ძალა ჯერ მაინც არ ვიცით, ისინი ჯგუფიდან მშვიდად და პრაგმატულად გავიდნენ. არგენტინა ნახევარფინალში თამამად უნდა წარმოვიდგინოთ, ეს ის პროგნოზია, რისი თქმაც შედარებით, არ უნდა გაგვიჭირდეს, ხოლო რა იქნება შემდეგ, ამას ვნახავთ...

რესურსი - "ალბისელესტეში" ეს კიდევ ბევრია. ანხელ დი მარიას ჯერ სათანადოდ არ "გაუსვრია", ლაუტარო მარტინესისგანაც მეტს ველით. კარგია, რომ "მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ხულიან ალვარესმა გაიტანა. კლუბში ის ძირითადად, ერლინ ჰოლანის დუბლიორია, თუმცა, როცა შანსს იღებს, გააქვს. ავსტრალიასთან უკვე ჩვეული პრაგმატულობაზე ფიქრის პარალელურად, ის ფეხბურთელებია საჭირო, რომელთა ოსტატობა ბევრ რამეს იტყვის და მატჩის ბედის გადაწყვეტა მხოლოდ მესიზე არ იქნება დამოკიდებული. რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთთან ეს მშვენივრად გამოვიდა.

მართლაც საინტერესოა რა მოხდება, მსოფლიო ჩემპიონატი უფრო დაძაბულ ფაზაში შევიდა და წინ კიდევ უფრო დიდი სიამოვნება გველის - ლუდის ნაცვლად ცხელი ჩაის ამარა.

Inchada
არგენტინის ერთადერთი შანსი იმ შემთხვევაში ექნება თუ საერთოდ დაიკიდებენ და წაგებაზე აღარ იფიქრებენ თუ წავაგებთ რაც იქნება იქნება მაგის დედაც. და მორჩა. მაგრამ ამავდროულად ცხოველებივით ნაგიჟრებივით უნდა ითამაშონ შეჭამონ გაარღვიონ სულ მეტოქე. იმიტომ რომ ეს წნეხი და შიშით თამაში მოიშორონ ეგ არის არგენტინის ყველაზე დიდი დამამუხრუჭებელი და ავადმყოფობა. მესიმ ასე თქვა ეს ჩემი ბოლო შანსიაო და საცოდავი გამომეტყველება მიიღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ სინამდვილეში მაგრა კიდია მაგის ჩიტი არაა ეს ყველაფერი გავლილი აქვს და გადახარშული აქვს. მგონი მივაგენით საბოლოოდ არგენტინის სისუსტეს. არგენტინა სულ რომ დაიკიდებს მაშინ აიწყვიტავს და მაშინ მოიგებს, სხვანაირად არა ესე კანკალი და გულისფანცქალი ამოვიდა ყელში. პროსტა უნდა გამოვიდნენ და შეჭამონ მეტოქე სულ დედის @ უნდა აგინონ
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ცნობილია, რომელი სტადიონები უმასპინძლებს 2026 წლის მუნდიალის გახსნით და ფინალურ მატჩებს
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
რუსებს UEFA-დან წყარომ უთხრა, რომ მათი თამაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამორიცხულია
მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში - საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
განაცხადი აღარ შევა - 2030 წლის მუნდიალის საუდის არაბეთში ჩატარება გამოირიცხა