ამ მსოფლიო ჩემპიონატმა სპორტის გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება, მუნდიალზე სუსტი გუნდები არ მონაწილეობენ.

იაპონიის ნაკრებმა წარმოუდგენელი მისია შეასრულა და იმ ჯგუფიდან პირველ ადგილზე გავიდა, სადაც ესპანეთი და გერმანია გამოდიოდნენ. ერთი შეხედვით რომ ვთქვათ, ხშირად ყოფილა, როდესაც საფეხბურთო გრანდები მოწინააღმდეგეს არასერიოზულად ეკიდებოდნენ და დაგეგმილი 3 ქულისთვის გადიოდნენ (არგენტინის მაგალითი საუდის არაბეთთან), თუმცა "ლურჯი სამურაის" შემთხვევა რადიკალურად განსხვავებულია, "ამომავალი მზის ქვეყნის" ფეხბურთელები "ფურია როხასთან" და "ბუნდესნაკრებთან" პირველ ტაიმში მარცხდებოდნენ, თუმცა კატარი 2022-ზე, როგორც თამაშში დაბრუნების სპეციალისტები, ისე მოგვევლინენ და ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 2:1 მოიგეს. ამ უნიკალური შედეგით იაპონია ფეხბურთის ისტორიაში მე-3 გუნდი გახდა, რომელიც ერთსა და იმავე ტურნირზე პირველ ნახევარში 2 შეხვედრაში მარცხდებოდა, თუმცა შეხვედრები გამარჯვებით დაასრულეს - 1938 წლის ბრაზილია და 1970 წლის დასავლეთი გერმანია.

"ლურჯი სამურაის" ცვლილებები ისევ მუშაობს

თითქოსდა ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი, იაპონელთა მთავარ მწვრთნელს, ჰაჯიმე მორიაცუს, მეორე ნახევარში ფეხბურთელები გამოჰყავს და მათ შეხვედრაში გარდატეხა შეაქვთ. მაგალითად, გერმანიასთან და ესპანეთთან სათადარიგო სკამიდან რიცუ დოანი შემოვიდა და ორივე მატჩში თავი გამოიჩინა.

აღნიშნულ ფაქტს ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე კარენ ბარდსლი გამოეხმაურა:

"ეფექტურ შეცვლებს იყენებენ, რითაც ხელთ უპირატესობას იგდებენ. მათ ჯგუფიდან გასვლა დაიმსახურეს. უნდა ისაუბროთ დისციპლინასა და სტრუქტურაზე, რაზედაცაა ეს გუნდი აგებული. ასე მიჰყვებიან თამაშის გეგმას და აკეთებენ ყველაფერს. სწორედ ამ მიდგომით დაძლიეს რთული ჯგუფი და გავიდნენ პლეი-ოფში, სადაც ხორვატიას შეხვდებიან. უცნაურია კოსტა-რიკასთან მარცხი, თუმცა, რაც მთავარია, კარში გოლი იქ გაიტანეს, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო".

"ფურია როხასთან" მეორე გოლის მომენტში საკამათო მომენტი დაფიქსირდა. საქმე ის გახლავთ, რომ კაორუ მიტომამ (46-ე წუთზე შემოვიდა ცვლილებაზე) ბურთით აო ტანაკას გადაცემა გაუკეთა და დიუსელდორფული გუნდის ნახევარმცველმაც საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა არსებობდა ვარაუდი, რომ ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. საქმეში VAR-ი ჩაერთო და გოლიც ჩაითვალა. ამ ფაქტს გულშემატკივრებს შორის კამათი მოჰყვა, რასაც იაპონელთა მთავარი მწვრთნელი გამოეხმაურა:

"დღეს ფეხბურთში დიდებული ტექნოლოგიები გვაქვს. თუ ბურთმა ხაზი გადაკვეთა, მაშინ გოლი არ ჩაითვლებოდა და კარიდან დარტყმა დაინიშნებოდა".

შემდეგი გაჩერება? ხორვატია...

ესპანეთთან გამარჯვება იაპონელ გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ, პლეი-ოფში კი უკვე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან ითამაშებენ. "ლურჯი სამურაი" საკუთარ საფეხბურთო ისტორიაში მუნდიალის მეოთხედფინალში ჯერ არ გასულა, ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას კი მორიაცუს ხელმძღვანელობით აპირებენ.

"დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. მათი წყალობით შევძელით ამ რთული შეხვედრების მოგება. ბედნიერი ვარ, რომ ჯგუფიდან გავედით. შემდეგი მიზანი 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრაა. ჩვენი ფეხბურთელები მსოფლიოს აჩვენებენ ბრძოლის მაგალითს. გვინდა, რომ ახალ ნიშნულს მივაღწიოთ და მეოთხედფინალის საგზურიც მოვიპოვოთ" - განაცხადა იაპონიის ნაკრების თავკაცმა.

ხორვატიასთან მატჩი 5 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ქუთაისელი
რას დაამსგავსეთ ფეხბურთის მამებმა ,მსოფლო ჩემპიონატი და საერთოდ ფეხბურთი,ბალაგანად აქციეთ,ასეთი თამაშების ფასი ნულია და კიდევ უარესი,ვის ჭირდება ასეთი ფეხბურთი?......
თერჯოლელი
ნუ გვაყრით თვალში ნაცარს,ამ გოლის ჩათვლა,როგორ შეიძლებოდა,მოედანი დატოვა ბურთმა,მერე შემოაბრუნეს და გაიტანეს,რა შედეგიან ცვლილებებს იყენებენ,თურმე რა მაგრები არიან იაპონელები არ მაინტერესებს,მე პირადად მაინტერესებს სიმართლე და ნაღდი თამაში და არა ეს ბლეფი გოლი,იძახეთ ახლა იაპონია მაგარია,მასე დახმარებით,მოედნის გარედან და ჭალიდან შემოტანილი და შემოგდებული ბურთით,თერჯოლის საპოვნელაც გავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
Givi
Ukve davijere rom urugvaistan goli ronaldom gaitanaa,ra chipi ris chipi sad qonda gushin burts chipi 100% gadasuli iko iaponiis meore golisas, rogorc undat da awkobt ise chrian da keraven fexburtis bosebi...
Gia
Aiget magaliti rogor unda davamarcxot chvenze dzlieri.imedia sanioli ragaceebs chainishnavda. Espanetic araa daumarcxebeli. Mtavaria swori taqtikuri momzadeba.
D
იაპონელთა მწვრთნელის კომენტარი ცინიზმის მწვერვალია. მაშინ თვალები მიხატული ჰქონია უმრავლესობას
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...