1-ელ დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლემ სუპერლიგის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც მასპინძლები "მეგას" დაუპირისპირდნენ. შარშანდელი ჩემპიონი წლევანდელ სეზონში გამარჯვებების რაოდენობით არ გამოირჩევა. "მეგასთან" მატჩამდე ქუთაისს სუპერლიგაში 4 თამაში ჰქონდა ჩატარებული და მათგან მხოლოდ 1 მოგებული. 1 მოგებით სატურნირო ცხრილის ბოლოშია მოქცეული ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდიც. შესაბამისად, დაპირისპირებას ორივე კლუბისთვის საკმაო მნიშვნელობა ჰქონდა, წლის დასასრულისკენ გამარჯვება ორივე მათგანს ესაჭიროებოდა.

ქუთაისური გუნდი სახლში თამაშისას განსაკუთრებულ ატმოსფეროს არ უჩივის. გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა გახლდათ რომელიც სავსე ტრიბუნების და გულშემატკივართა გამხნევების ფონზე წარიმართა.

მოქმედმა ჩემპიონებმა თამაში მონდომებულად დაიწყეს და სწრაფი შეტევის ხარჯზე პირველი მეოთხედში 10-ქულიანი სხვაობით, 31:21 გაიმარჯვეს. ამის შემდგომ "მეგამ" თამაშში დაბრუნება სცადა და მეტოქეს 16 ქულა ჩაუგდო, მაშინ, როცა ქუთაისლებმა მხოლოდ 10 ქულის მოპოვება შეძლეს. მასპინძლების მიზანი, თამაშის ბედი პირველივე ნახევარში გადაეწყვიტათ განზე დარჩა და ისინი შესვენებაზე მხოლოდ 6 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. სიტუაცია დიდად არ შეცვლილა არც მატჩის მესამე პერიოდში, რომელიც კვლავ "მეგას" გამარჯვბით, მინიმალური, 1-ქულიანი სხვაობით დასრულდა და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე სხვაობა სულ რაღაც 5 ქულას შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ "მეგას" მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მოგება აქვს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ თბილისურმა გუნდმა სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი, "კაქტუსი" დაამარცხა. წინა ტურში მათ წინააღმდეგ გამარჯვების მოსაპოვებლად ოვერტაიმი დასჭირდა "დელტასაც". ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ნამდვილად ბრძოლისუნარიანია. შესაბამისად, ბოლო პერიოდის 5-ქულიანი სხვაობით დაწყება "ქუთაისისთვის" ბევრს არაფერს ნიშნავდა და სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლებოდა შეცვლილიყო. გამოცდილებისა და სწორი ტაქტიკის ხარჯზე, მასპინძლებმა მეოთხე მეოთხედში 28:22 გაიმარჯვეს და თამაშის საბოლოო ანგარიში 82:73 დააფიქსირეს ტაბლოზე.

აუცილებელია აღინიშნოს რომ მიუხედავად განცდილი მარცხისა, გუნდებს 2-ქულიანი სროლების თითქმის ერთმანეთის იდენტური მაჩვენებელი აქვთ. 3-ქულიანები კი დღემდე პრობლემატურ საკითხად რჩება როგორც "ქუთაისის",ასევე "მეგას" კალათბურთელებისთვის. მასპინძლებს 3-ქულიანი სროლების მხოლოდ 29, ხოლო "მეგას" 27-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ. თამაშის ბედის განმსაზღვრელი ქუთაისისთვის უკეთ შესრულებული საჯარიმო ტყორცნები გახდა. მასპინძლებს საჯარიმოების სროლის 64-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ, მაშინ, როცა "მეგამ" წარმატებულად მხოლოდ მიღებული ჯარიმების 47% გამოიყენა.

ქუთაისელთა რიგებში საუკეთესო შედეგი 17 ქულით ლუკა მაზიაშვილს ჰქონდა. "მეგაში" კი ლეგიონერი მარქუს გილსონი ლიდერობდა 24 ქულით.

მოპოვებული გამარჯვებით "ქუთაისმა" სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "მეგა" 1-ით მეტი ჩატარებული მატჩით მე-6 ადგილს იკავებს.

სუპერლიგის მომდევნო თამაში ბათუმში, 12 დეკემბერს გაიმართება სადაც მასპინძლები თსუ-ს დაუპირისპირდებიან.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა