სლობოდან რაიკოვიჩი 22 წლის სერბი ფეხბურთელია, რომელიც უკვე ექვსი წელიწადია „ჩელსის“ საკუთრებაა, მაგრამ ფანებს მისი თამაში თვალით არ უნახავთ
იცით, ვინ არის სლობოდან რაიკოვიჩი? ის გახლავთ 22 წლის სერბი ფეხბურთელი, რომელიც უკვე ექვსი წელიწადია „ჩელსის“ საკუთრება გახლავთ, მაგრამ ფანებს მისი თამაში თვალით არ უნახავთ.

„ლურჯების“ ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში რაჯკოვიჩს იმედის თვალით უყურებს - მცველი მალაიზიაში წაიყვანა, სადაც გუნდი სეზონისწინა შეკრებას გაივლის და გულშემატკივარიც, ბოლოსდაბოლოს, სერბის თამაშს ნახავს. თუმცა, ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით ერთი პრობლემა მაინც არსებობს - მას დიდ ბრიტანეთში მუშაობის უფლება არ აქვს. დასავლეთლონდონელები შეეცდებიან ეს ბიუროკრატული პრობლემა რამენაირად მოაგვარონ.

სხვათა შორის, „ჩელსიმ“ გასულ კვირას, პრესისა და გულშემატკივრისგან დახურული ამხანაგური თამაში გამართა „უიკომბის“ წინააღმდეგ. „ლურჯებმა“ 3:0 მოიგეს და ერთი გოლი სწორედ რაიკოვიჩმა შეაგდო. ცნობისთვის: მისი ყიდვა „ლურჯებს“ 2005 წელს 4 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...