ეროვნული ჩემპიონატის მომავალ სეზონში "ტორპედო" მეტოქეებს უმაღლესი ხარისხის გაზონზე უმასპინძლებს
სანამ გუნდი ურეკში ემზადებოდა, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ახალი საფარი დააგეს. კლუბის ხელმძღვანელებმა საფრის მდგომარეობა სპეციალისტებთან ერთად შეამოწმეს და საერთო აზრით, ეროვნულ ჩემპიონატში "ტორპედო" მეტოქეებს უმაღლესი ხარისხის გაზონზე უმასპინძლებს.

მოედნის განახლება ივლისის დამდეგს დაიწყო, სამუშაოებს ბერძნული კომპანია "კრისტიან სიმუნოვიჩი - სპორტენგი" აწარმოებდა, რომელმაც მინდორი უკვე დააგო ეროვნული ნაკრების ბაზაზე, ახლა კი ამავე სამუშაოს თბილისის "დინამოს" ბაზაზე ასრულებს.

სტადიონზე გარემონტდა ჩვენში მუდამ პრობლემური სველი წერტილებიც.

ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან გვახარებს, რადგან დღეს ფეხბურთს ხარისხიან საფარზე თამაშობენ, უხარისხოზე კი - მის უხარისხო ნაირსახეობას. მაყურებლის სტადიონზე დაბრუნება კი ასეთი "წვრილმანი" საკითხების მოუგვარებლად წარმოუდგენელია.

ჩვენ კი ის ვთქვათ, რომ ახალ სეზონის დაწყებამდე ბევრად უკეთესის მოლოდინში ვართ, ვიდრე გასულ სეზონში იყო - კარგ მდგომარეობაშია ეროვნული სტადიონის საფარი, აგვისტოს დასაწყისამდე ხარისხიანი მინდორი იქნება "მიხეილ მესხის" სტადიონზე, ზესტაფონში ხომ ილია კოკაიამ ეს პრობლემა დიდი ხანია მოაგვარა, ამას დაემატა ქუთაისიც, ფედერაციის ტენდერის დასრულების შემდეგ ხარისხიანად "შეიმოსება" გორის, ფოთისა და ქობულეთის სტადიონები, ეროვნული ჩემპიონატისთვის გაიხსნება ნაკრების ტექნიკური ცენტრის კოხტა სტადიონი, მცხეთაში შეგვემატება "ვიტ ჯორჯიას" სტადიონი, რუსთავშიც ნორმალური საფარია და, იქნებ, ოდნავ უკეთესი ფეხბურთი მაინც ვიხილოთ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა