ჰონ-მინ სონი სამხრეთ კორეისა და "ტოტენჰემის" ფეხბურთელია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ისე უყურებენ, როგორც საფეხბურთო ხატს, ვარსკვლავსა და სპორტული ღირსების ერთ-ერთ მთავარ იმედს... ზოგადად თქმულა, წარმატებული სპორტსმენი ელჩია სხვა ქვეყანაშიო და ეს ასეცაა. ქართველებისთვის ასეთი ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი არიან (იმედია, ამ სიას სხვებიც შეემატებიან)...

"ჩვენს ქვეყანაში უფრო ცნობილი და პოპულარულია, ვიდრე ბიონსე. გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიამაყოთ ჩვენი წარმომავლობით" - აცხადებენ კორეელი გულშემატკივრები.

მუნდიალზე ბრაზილიასთან მატჩის წინ სონი ნაკრების მთავარი იმედია. ჩაივლი დოჰას ქუჩებში და ცათამბჯენებზე, სადაც ვარსკვლავების ბილბორდებია, ერთ-ერთზე ჰონგ-მინისას წააწყდებით, რამდენიმე შენობის გვერდით კი კრიშტიანო რონალდოს ფოტოა. წარმოგიდგენიათ, რა საამაყოა? უშუალოდ სამხრეთ კორეის მატჩამდე სტადიონის მიმდებარე ტერიტორია "წითლდება", მაისურზე კი უმეტესობას სონის გვარი აწერია...

"რა თქმა უნდა, ის ჩვენი იმედია, გვჯერა, რომ დღეს გაიტანს" - განუცხადა BBC-ს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

იყო იმის ალბათობა, რომ კორეელ ფეხბურთელს მუნდიალი გამოეტოვებინა, ფეხბურთელმა 1-ელ ნოემბერს "მარსელთან" მატჩში მარცხენა თვალის დაზიანება მიიღო. მსგავსი კალიბრის სპორტსმენის დანაკლისი აზიური ქვეყნისთვის ტრაგედია იქნებოდა, ვინ იცის, მის გარეშე მსგავსი შედეგის გამეორებას თუ შეძლებდნენ... თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, 30 წლის ფეხბურთელი სპეციალური ნიღბის მეშვეობით მოედანზე სუპერგმირის ვიზუალით გავიდა, კაპიტნის სამკლავურითურთ საკუთარი ქვეყანა ჯგუფიდან გაიყვანა და ურუგვაის ძლიერი ნაკრები მუნდიალს მიღმა დატოვა.

Video

სამხრეთ კორეა 1

ამავე კორეაში გამოდის ქართველი გულშემატკივრისთვის საყვარელი მცველი კიმ ინ ჯე, რომელიც ნეაპოლში მხარს ხვიჩა კვარაცხელიას უმშვენებს. სამწუხაროდ, სერია A-ს ერთ-ერთმა გამორჩეულმა დამცველმა განასთან მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც პორტუგალიასთან შეხვედრა გამოტოვა, თუმცა "სელესაოსთან", დაზიანების მიუხედავად, მზადაა მოედანზე გამოვიდეს და გული და სული დადოს, ისევე, როგორც ყოველთვის...

დღეს ყველამ იცის, რომ სამხრეთამერიკული გუნდი უპირობო ფავორიტია. ზოგადად, ბრაზილია კატარი 2022-ზე ტრადიციული ვირტუოზული ფეხბურთით ისევ თავს გვაწონებს. მძიმე დაზიანების შემდეგ ნეიმარს მოედანზე გამოსვლა შეუძლია. ჯერ არ ვიცით პსჟ-ის ერთ-ერთი ლიდერი მატჩში საწყისი წუთებიდანვე ჩაერთვება თუ საჭიროების შემთხვევაში მეორე ნახევარში შემოვა, თუმცა, თუ შემადგენლობას გადავხედავთ, შესაძლოა ტიტემ არც გარისკოს...

რა შეგვიძლია ვთქვათ კორეაზე? არაფერი, კარგის გარდა. ნაკრები ერთ სისტემად მოქმედებს, ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომლისთვისაც უმთავრესი საკუთარი ქვეყნის წარმატებაა. ალბათ, გახსოვთ 90+1 წუთზე ვარსკვლავის ჩინებული ასისტი, ხვან ჩი ჩხანის გოლი და ის გულწრფელი ემოცია, რაც სამშობლოს წარმატებას ახლავს...

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეძლებს კორეა მრისხანე "სელესაოს" დამარცხებას? ამას ერთად ვნახავთ.

ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს სამხრეთ კორეას. როგორ მონდომებით თამაშობენ და რა ემოციები აქვთ, ჩემთვის აღმოჩენა იყო მათი თამაშის ხარისხი ამ მუნდიალზე
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე