კობა მჭედლიშვილი საქართველოს ძიუდოს ნაკრების ყოფილი წევრია, მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკებში, ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში, ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის, მსოფლიო პრიზიორი ახალგაზრდებს შორის, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. უკვე ხვდებით, რომ ჭიდაობა კობასთვის ყველაფერია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს სპორტი მათი ოჯახის ტრადიციაც არის.

"შეიძლება ითქვას, რომ ამ ტრადიციას ვაგრძელებ. რაც თავი მახსოვს, სულ ვჭიდაობ, იმ პერიოდიდან, რაც ფეხი ავიდგი (ამის ამსახველი ვიდეოებიც არსებობს)“, - ამბობს კობა მჭედლიშვილი, რომელმაც ვარჯიში 5 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად, ტანვარჯიშსა და ბატუტზე დადიოდა, რამაც მის მოქნილობაზე ძიუდოში ძალიან დიდი გავლენა იქონია.

"8 წლის რომ ვიყავი, მშობლებმა უკვე ძიუდოზე, კლუბ "შევარდენში" მიმიყვანეს. ჩემი პირველი მასწავლებელი სპარტაკ გორგაძე იყო. რა თქმა უნდა, ვარჯიში მიფასდებოდა და ერთი მედალი ყოველთვის მეტ მოტივაციას მაძლევდა იმისთვის, რომ მეორე მედლისთვის უფრო მეტი მევარჯიშა. ეს ყველაფერი კი ძალიან მაბედნიერებდა", - გვიყვენა რესპონდენტი.

- როგორც ჩანს, მშობლების როლი ამ საქმეში დიდზე დიდია...

- მშობლების ხელშეწყობამ უდიდესი გავლენა იქონია ჩემს წარმატებაზე. გვერდში მედგნენ როგორც მატერიალურად, ისე მორალურად. მამაჩემი ყველა მნიშვნელოვან საქმეს გვერდით გადადებდა ხოლმე და შეჯიბრების დღეს ყოველთვის ჩემ გვერდით იყო.

- პირველი წარმატება რა ასაკში მოიპოვეთ და რა იყო?

- პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი ერევანში მქონდა. ეს იყო საერთაშორისო ტურნირი, რომელზეც პირველი ადგილი დავიკავე.

- ზოგადად, რა სპორტია ასეთი, რომ ასეთ საბრძოლო ჟინს იწვევს?

- ვფიქრობ, ჟინი ნებისმიერ სპორტშია, თუმცა ძიუდო ნამდვილად უფრო მეტია, ვიდრე სპორტი. ბრძოლის გარდა, ეს არის დისციპლინა და მეტოქის პატივი სცემა, რაც მე ძიუდოში ყველაზე მეტად მომწონს. ამის გარდა, ნამდვილად უდიდესი სიხარულია სხვა ქვეყანაში საქართველოს ჰიმნის აჟღერება.

როგორც ჩანს, ახლა ასეა საჭირო, რაკი ასეთი არჩევანი გააკეთეთ... თქვენი ყველაზე რთული ორთაბრძოლა იქნებ გაიხსენოთ?

- კარიერის მანძილზე ყველაზე რთული შეხვედრა მახსოვს მაიამიში. 2013 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, იაპონელი დავამარცხე. ეს შეხვედრა ორმაგად სანერვიულო იყო, მოგეხსენებათ, იაპონია ძიუდოს სამშობლოა და ძიუდოისტი (ჰიფუმი აბე), რომელსაც მოვუგე, დღეს ერთ-ერთი ლეგენდარული სპორტსმენია. როგორც ვიცი, მას კარიერის მანძილზე სულ 10 წაგება აქვს, ერთ-ერთი ჩემთან. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ იაპონელები ორჯერ იყვნენ სტუმრად ჩემთან და გადაიღეს დოკუმენტური ფილმი. გუნდთან ჩამოსული იყო ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკაში ონო.

აქვე გეტყვით, რომ აბე მსოფლიოს 3-გზის და მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, ქართველი ძიუდოისტისგან მსგავსი კალიბრის ჯუდოკას დამარცხება კი, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულოა...

განაგრძეთ კითხვა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართველებისთვის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა
თბილისის გრან პრი. II დღე: ქართული ფინალი და გარანტირებული 3 მედალი [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
ონისე სანებლიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე