დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში "ვერამ" "ბათუმი" დაამარცხა – 89:87. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილ გუნდს სუპერლიგაში ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი – 7 მატჩი აქვს გამართული და "ბათუმთან" მოგება მისთვის მე-2 გახლდათ. სატურნირო თვალსაზრისით, ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ვერელებისთვის, რომელიც თბილისელებმა დაძაბულ ბრძოლაში, უშუალო კონკურენტთან მოიპოვეს.

თავის მხრივ, ბათუმელებს 2 მოგება ჰქონდათ და გამომდინარე მათი შემადგენლობისა და ამბიციისგან, გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. იგებდნენ კიდეც და დამაჯერებლადაც. პირველი ნახევრის შემდეგ ზღვისპირელები 12 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა მესამე პერიოდიდან ყველაფერი შეიცვალა. გამოცდილი მიხეილ ჭოჭუასა და ამერიკელი ლეგიონერების შედეგიანობით ვერელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და ბოლო ათწუთეულში მეტოქეზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს.

მთელი ბოლო პერიოდი ვერელები მეტოქეს მისდევდნენ და ბოლო წუთზე მოახერხეს დაწინაურება. ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე მიხეილ ჭოჭუამ სამქულიანით თავისი გუნდი 74:73 გაალიდერა. ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა კაილი რიდლიმ შეტევა გააცუდა, თუმცა სოსო გოგნაძემ ფარქვეშ ყველას აჯობა და ბურთი ბათუმელებს დარჩათ. გიორგი ოჩხიკიძემ ძირითადი დროის ამოწურვამდე 2.1 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და თითქოს ყველაფერი გადაწყვიტა.

ვერელებმა ორმაგი წუთშესვენება აიღეს და გადამწყვეტი შეტევა კარგად დაგეგმეს. ბურთი მიხეილ ჭოჭუამ მიიღო, მეტოქე ერთი დრიბლინგით ჩამოიცილა და სირენის თანხლებით შორეული ორქულიანით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. ექსტრახუთწუთეულში ვერელებმა სროლების უმეტესობა ჩააგდეს. მარტის კიმბრომ, ჯამირ კოულმენმა და ლუკა ზაქრაძემ სამქულიანებით ვერელებს ბოლო წამებამდე ლიდერობა შეუნარჩუნეს. გადამწყვეტ, ბოლო შეტევაში, როცა თბილისელები 1 ქულით იგებდნენ, ფარქვეშიდან ჯერ კაილი რიდლიმ, შემდეგ კი სოსო გოგნაძემ ორქულიანები გააცუდეს და მატჩის ბედი "ვერას" სასარგებლოდ გადაწყდა,

გამარჯვებულთაგან სამმა კალათბურთელმა: მარტის კიმბრომ, მიხეილ ჭოჭუამ და ჯამირ კოულმენმა, 22-22 ქულა დააგროვა. საუკეთესო სტატისტიკა კი კოულმენს ჰქონდა, რომელმაც პლუს 13 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. "ბათუმში" 21 ქულითა და 9 პასით საუკეთესო იყო კაილი რიდლი, სანდრო სანაძემ ზღვისპირელებს 17 ქულა შესძინა.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო