გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, რომელიც "დილას" მთავარი არენაა, სარემონტო სამუშაობის დასაწყებად ემზადებიან
შაბათს გორის "დილამ" შეკვეთილში დაიწყო ერთკვირიანი შეკრება. ჩვენს ზღვისპირეთში მოსამზდებელი ეტაპის გარკვეული ნაწილის გამართვა, როგორც გუნდის უფროსმა გოჩა ლომიძემ გვითხრა, დღესდღეობით ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებად მიიჩნია ხელმძღვანელობამ.

საქმე ისაა, რომ სტამბოლის სიახლოვეს ერთ-ერთ მთიან საკურორტო ქალაქში დაგეგმილი შეკრება ამ ეტაპზე უამინდობის, კერძოდ, ნისლის გამო გადაიდო..

"ჯერჯერობით "დილა" შეკვეთილში მოემზადება, სადაც დაგეგმილი გვაქვს ამხანაგური მატჩები ბათუმის "დინამოსთან", ზუგდიდის "ბაიასთან", ცხინვალის "სპარტაკთან" და ფოთის "კოლხეთთან", რის შემდეგაც, დაახლოებით 23-24 ივლისს, გადავინაცვლებთ თურქეთში, სტამბოლთან მდებარე მთიან საკურორტო ზონაში.

ჩვენი ინფორმაციით, იქ იმ დროს 15-მდე საფეხბურთო კლუბი იქნება შეკრებაზე, რომელთაგან რამდენიმე თურქეთის უმაღლესი ლიგის გუნდია. მათთან ამხანაგური მატჩების დაგეგმვაზე ჩვენი წარმომადგენლები მუშაობენ და ეს სპარინგმატჩებიც აუცილებლად გვექნება.

რას შეეხება ტრანსფერებს, ფაქტობრივად შეგვიძლია, გუნდი დაკომპლექტებულად მივიჩნიოთ. დღესდღეობით არსებული შემადგენლობა არა მგონია, შეიცვალოს", - გვითხრა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

გოჩა ლომიძემ ისიც გვითხრა, რომ მალე გორში, "დილას" მთავარ არენაზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მინდვრის საფრის აღებაც დაიწყება. ამით მოედანი შემზადდება იმ სარემონტო სამუშაოებისთვის, რომელსაც ფედერაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.

ბურჯანაძის სახელობის არენიდან აღებულ საფარს კი გორის "ქართლის" სტადიონზე გადაიტანენ. მოგეხსენებათ, აქამდე "ქართლზე" ცხინვალის "სპარტაკი" ასპარეზობდა, თუმცა მიმდინარე წლიდან გორის ორივე სტადიონი და ქალაქის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ქალაქის ხელმძღვანელობამ "დილას" გადასცა - კლუბის უფრო წარმატებული მუშაობის მიზნით.

გუნდისთვის სპონსორის მოძიების საქმეში ისევ არ არის სიცხადე, თუმცა "დილას" თავკაცები ისევ იმედიანად არიან და დაფინანსების თვალსაზრისით გუნდში პრობლემებს გამორიცხავენ.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო