მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ და ყველაზე საინტერესო ეტაპზე სენსაციების გარეშე მაინც ვერ მივიდა. საუკეთესო 8 გუნდს შორის, მოულოდნელად, მაროკოს ნაკრები მოხვდა, რომელიც ესპანეთის ნაკრებს ზუსტად ისე ეთამაშა, ყველაფერი პენალტების სერიაში გაერკვია და ეს იდეალურად გამოუვიდა.

რა ვნახეთ მერვედფინალებში? წყვილების უმეტესობაში ფავორიტი გამოკვეთილი იყო და მათ მოლოდინები გაამართლეს, გოლები და ლამაზი ეპიზოდებიც ვიხილეთ, ახლა კი მეოთხედფინალებს შევეხოთ, რომლებიც 9 და 10 დეკემბერს ჩატარდება.

ხორვატია - ბრაზილია

ბრაზილიის ნაკრები, რომელიც ტიტეს ხელში პრაგმატულ გუნდად მიიჩნევა, მერვედფინალში

ძალიან ლამაზად ათამაშდა და ის ელემენტები წარმოგვიდგინა, რომელთა გამოც მათი ფეხბურთი ასე უყვართ. ამის მიუხედავად, ხორვატიის წინააღმდეგ ის პენალტების სერიით, როგორი გადაღლილიც უნდა იყოს, გამარჯვება უპირობოდ დაგეგმო, რთული ამბავია. ლუკა მოდრიჩი 37 წლის ასაკში საოცარ ენერგიას ასხივებს. "რეალის" ფეხბურთელის თანაგუნდელებიც უკვე ვეტერანები არიან, მაგალითად, ივან პერიშიჩი (33 წლის), რომელმაც იაპონიას გაუტანა, თუმცა... ხორვატები ყველაფერს გააკეთებენ, ბრაზილიელებმა ისევ რომ არ იცეკვონ - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ცეკვა, რომელმაც ირლანდიელი როი კინი ასე გააღიზიანა.

სამხრეთი კორეა იდეალურ ბარომეტრად არ გამოდგება. ისე ჩანს, ნეიმართან ერთად და მის გარეშე მაინც სხვადასხვა ბრაზილიას ვხედავთ. გარდა იმისა, რომ ის თამაშს ალამაზებს, პრუდუქტიულიცაა, მეტოქეებისგან გაზრდილი ყურადღება აქვს და პასის კულტურაც ძალიან დახვეწილი.

თუკი ხორვატია 4 საუკეთესოს შორის მოხვდება, რა თქმა უნდა, ეს დიდი სენსაცია იქნება, თუმცა ამ გუნდისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. წინა მუნდიალზეც, როცა ყველას ეგონა, რომ ინგლისის ნაკრებს ფინალამდე იოლი გზა ჰქონდა, ისინი სწორედ ხორვატებმა შეაჩერეს.

ნიდერლანდები - არგენტინა

აფიშა ძალიან საინტერესოა. ნიდერლანდების ნაკრები ვან გაალის ხელში თითქოს იმას და იმდენს თამაშობს, რამდენიც კონკრეტულ მატჩს სჭირდება. ის არაა გუნდი, რომელიც საკუთარი იდენტობის ერთგულია და ცდილობს თვალისმომჭრელად, ბურთის ფლობის დომინაციით იასპარეზოს. კარგად იაზრებენ, რომ მათთვის მთავარი ახლა ისაა, ამ რთულ გზაზე ტიტულისთვის იბრძოლონ, რაც ცოტათი მოულოდნელობაც იქნება.

საიმედო მეკარე, მაღალი დონის მცველები და უფრო

ინდივიდუალური გაბრწყინების იმედი შეტევაში - აქამდე ეს ნიდერლანდები ასეთი გამოჩნდა. ფრენკი დე იონგზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ის რიტმს აკონტროლებს, დაცვით ფუნქციებსაც საკუთარ თავზე იღებს, ბურთის ფლობასაც და შეტევით ოპერაციებს. ჯგუფურ ეტაპზე კოდი გაკპო ძალიან კარგი იყო და მასში მომავლის ვარსკვლავს ვხედავთ, დენზელ დუმფრისის ფლანგური გარღვევებიც უაღრესად სახიფათოა.

ლიონელ მესიმ ყველა შეხვედრაში თავი საუკეთესოდ წარმოგვიჩინა, არგენტინის ნაკრებში კი გუნდური მექანიზმები სათანადოდ მაინც არ მუშაობს. მესი ძალიან დიდია და მსოფლიო ჩემპიონობას თითქოს როგორ ძალიან იმსახურებს, მით უმეტეს, გუნდში, რომელიც ემოციითა და მთელი არსებით თამაშობს, თუმცა ბევრი ხარვეზი აქვს და მისი კომპენსირება სწორედ "ათიანის" თითოეულ გენიალურ მოქმედებას შეუძლია. ანხელ დი მარია ის კაცია, რომელიც ლეოს ძალიან უნდა დაეხმაროს. მთავარია, ტრავმისგან სრულად მომჯობინდეს.

მაროკო - პორტუგალია

მაროკოს ნაკრები საოცრად ორგანიზებული გუნდია, დაცვაში მწყობრი თამაშითა და შეტევაში სწრაფი მოქმედებით. ამას ჰაკიმ ზიეჩის არაორდინარული გადაწყვეტილებებიც ემატება. მაროკოელებმა თითქოს კარგად აუღეს ალღო ევროპულ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებას და ახლა კიდევ ერთი მათგანი ელის - ძალიან მძლავრი პორტუგალია. ფერნანდო სანტუშის გუნდი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად უფრო ძლიერი გამოჩნდა თუ მის გარეშე, საკითხავი უკვე ესაა. ვნახოთ, 21 წლის გონსალო რამოსი დაწყებულ საქმეს როგორ განაგრძობს, რონალდო კი ამ ასაკშიც დიდებას ინარჩუნებს.

ინგლისი - საფრანგეთი

საფრანგეთის ნაკრებს საკმაოდ კარგი შანსი აქვს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ რომელიმე ქვეყანამ (ეს ბრაზილიას და იტალიას გაუკეთებიათ) ზედიზედ ორი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს. კილიან მბაპე ისეთ ფორმაშია, გვგონია რომ ისევ გასული ჩემპიონატის გაგრძელებას ვუყურებთ. მისი შეჩერება ძალიან რთულია. ფრანგებმა გარკვეული პრობლემური პოზიციები (მაგალითად, საყრდენი ზონა) საკმაოდ იოლად შეავსეს და დიდიე დეშამს საკუთარ თავში დარწმუნებული და მყარი კოლექტივი ჰყავს.

ინგლისის ნაკრებს, რომელიც "ერთა ლიგაზე" ძალიან წარუმატებლად გამოვიდა, ფავორიტთა შორის ახლა ყველაზე ნაკლებად მოიხსენიებდნენ, ვიდრე 1966 წლის შემდეგ ოდესმე ყოფილა და იქნებ გარეთ საუთგეიტის გუნდისთვის ეს უკეთესიც კი გამოდგეს. ფაქტია, ინგლისელებს ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავთ და რესურსი დიდი აქვთ. ჰარი კეინს სრულიად ახალი ფუნქციებით ვხედავთ, ის პასებს კარგად ანაწილებს და მხოლოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გამოირჩევა. გამორჩეული ჩემპიონატი აქვს 19 წლის დორტმუნდის "ბორუსიელს", ჯუდი ბელინგემს. ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება მართლაც მშვენიერი უნდა გამოდგეს...

უკვე 20 წელია, მუნდიალის გამარჯვებულები ევროპელები ხდებიან და როგორც ბრაზილიის ნაკრების მიზანია, 2002 წლის მდგომარეობაში იყოს და ტიტული მოიპოვოს, ასევე არგენტინელებსა და ლიონელ მესის, მარადონას ეპოქიდან მოყოლებული, იქნებ ამის ყველაზე დიდი შანსი აქვთ. ლეოსთვის ეს უკანასკნელი შესაძლებლობაა, ამ ტიტულითაც დაამტკიცოს, რომ ძალიან დიდია, რაც ისედაც უალტერნატივოა.

არგენტინა და ბრაზილია თუკი შემდეგ ეტაპზე გავლენ, ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, რაც ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა შეიძლება იყოს. დაველოდოთ და ვისიამოვნოთ!

ნიკო
აშკარად არ უყურებ მეგობარო მატჩებს: 1)ყველაზე სანახაობრივი იყო პორტუგალია 3-2 კარგ განასთან,2-0 მძლავრ ურუგვაისთან,მეორე შემადგელობით წაგება კორეასთან 1-2 რომელიც არაფერში ჭირდებოდა და ბოლოს დისციპლინებური და უხერხული შვეიცარია დაშალა ძვლებში 6-1 2)საფრანგეთი-4:1 ავსტრალიასთან,2:1 მძიმე დანიასთან,უმოტივაციოდ და მეორე შემადგენლობით 0-1 ტუნისელ ძმებთან და მფრინავი მბამპე ფლეიოფში 3)ბრაზილია- თუ კორეასთან მოწყობილი შოუ არ გიყურებია,გადაახვვიე არ ინანაბ,მანამდე კი მძიმე სერბეთს და შვეიცარიას უშანსოდ მოუგო,აი კამერუნს ისევე როგორც ყველამ ერთი თამაში უმოტივაციოდ იყო,მარა მატჩი სანახაობრივი ნამდვილად იყო 4)არგენტინა-შოუ საუდის არაბეთთან მიუხედავად წაგებისა,მშვენიერი იყო მექსიკასთან,ფრინავდნენ პოლონეთთან და ავსტრალიასთან 5)ესპანეთი-იაპონია,გერმანია-იაპონია,გერმანია-კოსტა რიკა,კამერუნი-სერბეთი,კორეა-განა,სერბეთი-შვეიცარია,პორტუგალია-განა,ხორვატია-კანადა, მშვენიერი საყურებელი იყო
ბაჩი
მაგალითად მე კატარის გამო მაქვს შინაგანი პროტესტი ამ ჩემპიონატის მიმართ,კი ვუყურებ მაგრამ ჩვეულებისამებრ ვერ...
მაროკო
ნამდვილად მსოფლიო ჩემპიონატს უყურებ? ეროვნულ ლიგაში ხო არ გერევა?
მოროელი
მე პირადად ვერცერთი გუნდის თამაშით ვერ მოვიხიბლე.
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
რუსებს UEFA-დან წყარომ უთხრა, რომ მათი თამაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამორიცხულია
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
უკვე შვიდი - რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება
ცნობილია, რომელი სტადიონები უმასპინძლებს 2026 წლის მუნდიალის გახსნით და ფინალურ მატჩებს
მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში - საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
განაცხადი აღარ შევა - 2030 წლის მუნდიალის საუდის არაბეთში ჩატარება გამოირიცხა
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია