19 წლამდელთა ნაკრებში დანაკლისი სერიოზულია, მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩრდილში ყოფნას არ ვაპირებთ
რამდენიმე წლის წინ, როდესაც გიორგი დევდარიანი უმაღლესლიგელი "თბილისის" მთავარი მწვრთნელი იყო და მისი გუნდის სანახავად ხალხი სტადიონზე სიამოვნებით დადიოდა, ყველასათვის მოულოდნელად იგი ბავშვთა ფეხბურთში დაბრუნდა.

იწვალა, იშრომა და კიდევ ერთი თაობა გაზარდა, რომელიც დღეს 19-წლამდელთა ნაკრების ბირთვს შეადგენს, ორი (გიორგი ჭანტურია, ვალერი ყაზაიშვილი) ჰოლანდიის ერედივიზიონის "ვიტესში" მიიწვიეს, ცხრა - "დინამო 2"-ში, ზოგიც - გორის "დილასა"და "ზესტაფონში".

მოკლედ, ბავშვთა ფეხბურთში დევდარიანი ისე გამოჩნდა, ბევრი უმაღლეს ლიგაში რომ ვერ ახერხებს. თუმცა, უმაღლესი ლიგის გუნდების მიწვევების მიუხედავად, თბილისის "დინამო 2"-ის მთავარ მწვრთნელად მუშაობა ამჯობინა.

გიორგი დევდარიანთან სალაპარაკო დაგვიგროვდა: რატომ თბილისის "დინამო 2" და არა უმაღლესი ლიგა, როგორ ემზადება 19-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიაში დაგეგმილი ტურნირისთვის და, რაც მთავარია, თავად მწვრთნელია საინტერესო - ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მისი ყველა გაზრდილი ნაკრებში თამაშობს...

- ორი კვირაა, რაც "დინამო 2"-ის მთავარ მწვრთნელად დამნიშნეს და ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. ბაზის გარემონტებამდე გუნდი ოლიმპიური მომზადების ცენტრში ვარჯიშობს. ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მივაწოდო პირველ გუნდს. შევეცდები, ეს ამოცანა ისე გადავჭრა, როგორც ქართულ ფეხბურთსა და "დინამოს" ეკადრება.

"საბურთალოდან" გადმოვიყვანე 19-წლამდელთა ნაკრების 9 ფეხბურთელი, ნიჭიერი მოთამაშეები გუნდშიც დამხვდნენ, შერჩევებიც გვქონდა და 22 საუკეთესო დავიტოვეთ. ასაკიც გავითვალისწინეთ - 1992 წლიანებზე უფროსი მხოლოდ გველესიანია, ნიჭიერი ბიჭია და თავის გამოჩენის საშუალება მივეცით.

- კარგია, რომ ნაკრების ცხრა კანდიდატი "დინამო 2"-თან ერთად მოემზადება, მაგრამ ელიტრაუნდის შემდეგ წელიწადნახევრიანი სანაკრებო პაუზა გქონდათ, ეს პატარა დრო არ არის და კანდიდატებს სად აკვირდებოდით?

- ჩვენ ხომ ბოლნისის "სიონში" ვთამაშობდით და ყველა გუნდს ოთხჯერ შევხვდით, ცხადია, ბავშვებს გულდასმით ვაკვირდებოდი. ამას გარდა, დუბლების ტური ორ დღეზე იყო განაწილებული და მაქსიმალური რაოდენობის შეხვედრებს ვესწრებოდი. უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებზეც ვაგროვებდი ინფორმაციებს...

- კვირას 19-წლამდელების შეკრება დაიწყო, 23 ივლისს კი ჩრდილოეთ ირლანდიაში ტურნირი იწყება. სრული შემადგენლობით ითამაშებთ?

- ძალიან დასანანია, რომ რამდენიმე ლიდერი ვერ დაგვეხმარება: ყაზაიშვილი და ჭანტურია "ვიტესის" მთავარ გუნდს შეკრებაზე მიჰყვებიან; "ორჰუსის" ძირითადში გადაიყვანეს და შეკრებაზეა დავით სხირტლაძეც, ცოტნე ხარაბაძე ქუთაისის "ტორპედოში" ემზადება, ბაჩო არაბული საოპერაციაო და გერმანიაში უნდა გაემგზავროს. დავით ხოჭოლავამ მყესი გაიწყვიტა...

- ექვსი წამყვანი მოთამაშის არყოფნა სერიოზული დანაკლისია და გუნდს დაეტყობა.

- ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ხოჭოლავა ტრავმას გამგზავრებამდე მოიშუშებს, მაგრამ ხუთი მოთამაშის არყოფნა, ცხადია, დაგვეტყობა. ამას გარდა, ტურნირი ერთი წლით უფროსი ნაკრებებისთვის ტარდება. შევეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ, მაგრამ ტურნირს უფრო შერჩევის ხასიათი ექნება, ვისაც ნაკრებში თამაშის ამბიცია აქვს, შეუძლია, თავისი პრეტენზია საქმით დაამტკიცოს. გამგზავრებამდე კი საკონტროლო შეხვედრის ჩატარებას ვეცდებით.

სხვათა შორის, ძალიან მინდოდა საფრანგეთში მოთამაშე ენუქიძის ნახვა, მაგრამ საპასპორტო პრობლემის გამო ვერ ჩამოდის, აქუბარდია კიევის "დინამოშია", გუნდსაც დავუკავშირდით და ოჯახსაც, ამბობენ, რომ ჩამოსვლა უნდა, მაგრამ ვერ ჩამოვიყვანეთ. მსურდა, მაგრამMმიზეზთა გამო ვერ მოხერხდა ყაზანის "რუბინიდან" მერაბ ურიდიას გამოძახებაც.

დავიმატეთ 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ნიკა სანდოხაძე. "დინამოში" მომეწონა და ავიყვანე თედო კაკულია, რომელიც ადრეც მომწონდა, მაგრამ ელიტდრაუნდის 18-კაციან განაცხადში ფიზიკური მომზადების პრობლემების გამო ვერ მოხვდა. ზოგიერთი ბავშვი ასეა, სიმწიფეს მოგვიანებით აღწევს. ასევე `დინამოში" დამხვდა და მომეწონა ბუბა რუხაძე, `ვიტ ჯორჯიადან" გიორგი კალანდია დავიმატეთ, ახალია გიორგი ქვილითაიაც.

"საბურთალოზეც" მსურს ვთქვა, სადაც წლები ვიმუშავე - ექვსი კვირაა, შეკრებაზე ვართ და პირველი ოთხი კვირა სკოლა გვაფინანსებდა. მერე "დინამოში" გადავედი, მაგრამ იქ დავტოვე მეგობრები, რომლებიც სკოლასთან ერთად ქართულ ფეხბურთზე ზრუნავენ. Yყოველთვის ვიქნები მათი გულშემატკივარი, რადგან ბოლო წლებში ნაკრებს ძალიან ბევრი ფეხბურთელი აღვუზარდეთ.

აქვე ვიტყვი, რომ თავის გამოჩენის საშუალება ყველას აქვს და მხოლოდ დინამოელებით არ შემოვიფარგლები. ნაკრებში ყველა ღირსეული მოხვდება.

- დროის გადანაწილებას კლუბსა და ნაკრებზე როგორ ახერხებთ?

- კლუბში ხელს მიწყობენ. ამას გარდა, ის ორი კვირა, რომელსაც ნაკრებთან გავატარებ, "დინამო 2"-ს თემურ შალამბერიძე, მეკარეთა მწვრთნელი გიორგი მაკასარაშვილი და ფიზმომზადების მწვრთნელი ივანე ლუცენკო მიხედავენ, რომლებსაც სავსებით ვენდობი.

- უმაღლესი ლიგის გუნდები გიწვევდნენ, თქვენ კი რატომღაც "დინამო 2" ჩაიბარეთ.

- მიწვევები მართლაც მქონდა, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული სანაკრებო მუშაობაა, მინდა, ამ ბიჭებთან ერთად კარგი შედეგები ვაჩვენოთ ევროპის ჩემპიონატზე. ორივე საქმეს კი სხვაგან ვერ შევითავსებდი. "დინამო 2"-ში ეს შესაძლებელია, რადგან ნაკრების ცხრა კანდიდატი აქ თამაშობს. სხვათა შორის, "დინამომ" გაითვალიწინა ნაკრების ინტერესები და შეკრებაზე არადინამოელების მიწვევის საშუალება მოგვცა. კლუბს იოლად იმიტომაც შევუთანხმდი, რომ ნაკრების ინტერესებს ითვალისწინებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაინძელა
კაცი ზრდილობიანი, პატიოსანი, ჭკვიანი, განათლებული. ბავშვთა ფეხბურთში ქაჯების მოზღვავების ფონზე განსაკუთრებით დასაფასებელია მისი მუშაობა. მუდმივად სწავლა-განვითარებაზეა ორიენტირებული. მასავით ყველას არ შეუძლია შესაძლებლობები ეძებოს და ეგეთი კავშირები დაამყაროს, თორე კიდე რამდენიმე მცოდნე და ღირსეული კაცი დაუსაქმებელია იმიტომ, რომ სკოლებში გავრცელებულ მაიმუნობაში არ იღებენ მონაწილეობას.
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
U19 | სასელექციო შეკრება თბილისში
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა