2022 წლის მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. ნასერ ალ-ხატერიმ Reuters-თან ინტერვიუში იმ დაღუპული მუშების ამბავზე ისაუბრა, რომლებიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონების შენებას შეეწირნენ.

6 დეკემბერს კატარში ფილიპინელი მუშა საუდის არაბეთის საწვრთნელ ბაზაზე გარდაიცვალა. ის რესტრავრაციის დროს პანდუსიდან გადავარდა, სატვირთო მანქანას დაეცა და გარდაიცვალა.

Reuters-ის ჟურნალისტის პირველი კითხვაც ნასერ ალ-ხატერისთან სწორედ ეს იყო, რაზეც მან მიუგო:

"უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შუაში ვართ და თანაც ყველაფერი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს! ეს არის ის, რაზეც ახლა საუბარი გსურთ?! მუშა გარდაიცვალა, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მაგრამ უცნაურია, თუ რაზე გსურთ ფოკუსირება თქვენს პირველივე კითხვაზე. სიკვდილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს შესაძლოა სამსახურშიც მოხდეს, ძილშიც.

მუშათა სიკვდილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დიდი განხილვის თემაა. ყველაფერი, რაც ითქვა, აბსოლუტური სიცრუეა! ჩვენ ცოტა იმედგაცრუებული ვართ, რომ ჟურნალისტები ამძაფრებენ ამ ცრუ ნარატივს

ვფიქრობ, ბევრმა ჟურნალისტმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს და დაფიქრდეს იმაზე, თუ რატომ ცდილობდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ამ თემის გაშუქებას", - ამბობს ალ-ხატერი.

კატარის სტადიონების მშენებლობას 6500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სოსო
სიტყვაზე, 1000 ადამიანიც რომ იყოს დაღუპული,ამით მათი დანაშაული შემცირდებოდა?!ჩასულ მუშებს,საბუთებს ართმევდნენ და მეტწილად უხელფასოდ,ან მიზერული ხელფასით ამუშავებდნენ.საბუთჩამორთმეულის გაქცევაც შეუძლებელი იყო და მონობა,სხვა რაღაა?უამრავი ადამიანი დაიღუპა მზის,ან სითბური დარტყმის გამო,მაგრამ მონას ვინ დაითვლიდა.თვითონაც არ ეცოდინებათ ზუსტი ციფრი,თუმცა ეს ოდანავადაც არ ამცირებს მათი დანაშაულის სიმძიმეს.ვერც ფიფა ჩამოირეცხავს ამ ლაქას,თუმცა ნამუსი, არც არასოდეს აწუხებდათ.
11
სტადიონის მშენებლობა იყო თუ ომი?
G.LA
მოქალაქეს. ზუსტი ციფრი არ ვიცი, რაც დაიწერა და ითქვა 9 000 მდე დაღუპული. ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა. ათასზე მეტი უგზო უკლოდ დაკარგული. გამოდის 10 000 ზე მეტი. პ.ს. ნაგულისხმევია ფიფა და შეცდომაა უეფა რა თქმა უნდა.
joi zaza
ლიბერასტებისთვის სწორი-არასწორი პრობლემა არაა, მთავარია თემის აგორება და ყაყანი.
მოქალაქე
და აფხაზეთის ომში რამდენი ადამიანი დავკარგეთ იცი ციფრი? აბა თქვი.
G.LA -ს
უეფას არა, ფიფას ისტორიაში შევა შავ ლაქად.მსოფლიო ჩემპიონატს ფიფა ატარებს და არა უეფა.
სოსო
ჰო,სიკვდილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,თუ სხვა კვდება.მაგ ხალხის თვალში,სხვის სიცოცხლეს,არავითარი ფასი არა აქვს.ასეთია მათი ცხოვრების წესი და ფიფამ,ეს ძალიან კარგად იცოდა.რაკი მათი წინადადება მიიღეს,ესე იგი ამასაც დაეთანხმენენ და ამ ადამიანების სიკვდილში,სრულფასოვანი წილი,მათაც უდევთ.გამოდის, არც მათ თვალში აქვს სხვის სიცოცხლეს ფასი,თუკი საპირწონედ,დიდი ფული დაიდება და განსაკუთრებით მაშინ,თუ ამ დიდი ფულის მსუყე ლუკმები,მათ ჯიბეშიც ჩაგორდება.ისევ ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმაში"ვართ,სადაც ყველა თანასწორია,მაგრამ ზოგიერთი,სხვებზე უფრო თანასწორია.
ზაქრო
კატარში ნამყოფი ვართ ? ჯერ მაგ საბანძეთის დონეზე ადით და მერე იმსჯელეთ.
რეზო
65 00? ხეოფსის პირამიდაა? მარტო ამიტომ არ უნდაჩაატარო ეგეთ საბანძეთში მსოფლიოს ჩემპიონატი, მაგრამ ფიფა დიდი ხანია მაკროსაფინასო ორგანიზაციად ქცეულა და სპორტული მდგენელი მისთვის მეასეხარისხოვანია, ადამიანური მითუმეტეს.
G.LA
არ მაგონდება ასეთი პრესა ადამიანის გარდაცვალების თემაზე არცერთ ჩემპიონატზე არ ყოფილა ასეთი რამ. თუნდაც აფრიკის კონტინეტზე ჩატარებული მუნდიალზე სამხ. აფრიკის მასპინძლობით. არ მგონია ამდენს ტყუოდნენ და ბერავდნენ ჟურნალისტები. ეს საშინელებაა 6 500 ადამიანი ემსხვერპლა მშენებლობას. ახლა დაშლიან მაგ სტადიონებს და ვეღარც გავიგებთ რადგან იმდენი ყურედღება აღარ მიეპყრობა ყატარს. ეს ციფრი კიდვვ გაიზრდება და საბოლოვოთ უფრო მეტ ადამიანების მსხვერპლი იქნება ვიდრე ეს 13 თვეში აფხაზეთის ომში გარდაცვილები გვყავდა. ფაქტიურად ომი ყოფილა ყატარში და ისევე ვერავინ გაიგო როგორც მაშინ აფხაზეთის ომი ''ვერ გაიგეს'' ვერავინ. ყატარში ჩემპიონატი შავ ლაქათ შევა უეფას ისტორიაში, როგორც კორუფციის მწვერვალის დადასტურება.
რაბუ
რა თქვა არასწორი?!! ზოგადად ეგრეა ადამიანის გონება მუდმივად გამორიცხავს, არ ფიქრობს სიკვდილზე და სადღაც იქ მომავალში ჰგონია, არადა შეიძლება ხვალ უკვე აღარ არსებობდეს.
ქიტესა
ვინ დათვალა, კატარი ამ ინფორმაციას არ გაასაჯაროებდა.
"მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენს ეკონომიკას 18 მილიარდზე მეტი მოუტანა" - ტრამპი 2026 წლის მუნდიალზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს