მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინამ ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიდიოდა, მომენტი არ იქნებოდა და 35-ე წუთზე მესიმ შექმნა - მოლინა ჩინებული პასით მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან „ალბისელესტე“ წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდები უპირატესობას დაეუფლა, თუმცა ისევ ერთფეროვნად და უხიფათოდ უტევდნენ, სამხრეთამერიკელებს კონტრიერიშების საშუალება მიეცათ, მესიმ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შემდეგ აკუნია საჯარიმოში დუმფრისმა წააქცია და პენალტი მესიმ გაიტანა. თითქოს მატჩის ბედი გადაწყდა, თუმცა მხოლოდ "თითქოს" - აქედან მოყოლებული ვან გაალის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, ვეგორსტმა თავურით ანგარიში შეამცირა, მერე ბერგეისმა ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ხოლო 90+11-ე წუთზე ორიგინალურად გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ ვეგორსტმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა-ტაიმში არგენტინა ბევრს უტევდა, ლაუტაროს და ოტამენდის დარტყმული ბურთები მცველებმა მოიგერიეს, ლაუტაროს მეკარემ არ გაატანინა, ფერნანდესმა ბურთი ძელს გაარტყა და საქმე პენალტების სერიაზე მიდგა, რომელშიც სამხრეთამერიკელებმა ისევ იმარჯვეს.

ნახევარფინალში არგენტინა ხორვატიას შეხვდება.

- მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეათე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით არგენტინის ნაკრებში ბატისტუტას დაეწია - მან მუნდიალებზე მეშვიდე საგოლე გადაცემა გააკეთა.

- არგენტინამ მუნდიალებზე ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა თერთმეტმეტრიანების სერიაში - ექვსიდან ხუთი.

- ნიდერლანდებმა კარში ორჯერ დაარტყეს და ორივე გაიტანეს.

- რაც ვან გაალი დაბრუნდა, ნიდერლანდებმა პირველად წააგო - აქამდე 14 მატჩი მოიგეს და 5 ფრედ დაასრულეს.

- მსაჯმა ლაოსმა ფეხბურთელებს 15 ყვითელი ბარათი უჩვენა, რაც ტურნირის რეკორდია.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 966 მაყურებელი

ნიდერლანდები - არგენტინა 2:2 (პენ. 3:4)

გოლები: 1:0 მოლინა (35), 2:0 მესი (73), 2:1 ვეგორსტი (83), 2:2 ვეგორსტი (90+11)

gogi
ჰოლანდიელების ჯარიმა მაგარი იყო ძაან, თუმცა მთლიანობაში არგენტინა უფრო იმსახურებდა მოგებას. ერთი ეგაა არგენტინელებიც ცოტა გამაღიაზიანებლად და ქედმაღლურად მოქმედებდნენ, გეგონება ათი თავით ჯობდნენ ყველას. მოგებაც ღირსეული უნდა და წაგებაც!
ზურა
დიდი ხანია ასე არ მისიამოვნია ფეხბურთით!
დავითს-ს
ესპანურენოვანი ბევრი ქვეყანაა. გერმანული კი, სულ რამოდენიმეში. შენც მოიყვანე რა არგუმენტი.
თამაშს უყურე თუ ცოლმა გითხრა დილით?
მესის რომ ხელზე მოხვდა მსაჯმა რა გააკეთა ყვითელი ამოიღო თუ თვალები დახუჭა? არც მესი და არც მთლიანად ნაკრები არ იმსახურებს ჩემპიონოაბს და ვერც გახდება..რაც არ უნდა აკაკუნო.
Gia
Kvarac mesivit gauzgveba chven nakrebs da mova shedegic.
Master
ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს ჰოლანდიაზე და ლანძღო აზრზე არ ვარ.სამჯერ გადააწყეს ტიპებმა თამაში და ფაქტიურად არ არსებული შეტევითი რესურსით ორბურთიანი სხვაობა დაქაჩეს.პენალტებში ისევ არ გაუმართლათ.როგორც ორ ნახევარფინალში მუნდიალზე და ორჯერაც ევროპაზე.ამ საუკუნეში ოთხ მუნდიალზე ერთი თამაში წააგო ძირითად დროში ამ გუნდმა. ფეხბურთში თუ რამეა უსამართლობა პირველ რიგში ეს ჰოლანდიის უტიტულობაა.თუ ფეხბურთი ოდნავ მაინც გესმის ჰოლანდიის ნაკრების გალანძღვა უბრალოდ არ უნდა შეგეძლოს.რა ანტიფეხბურთი ხალხნო,შეხედეთ შემადგენლობას,შემტევებს დააკვირდით ვინ ყავს და ვინ ყავდა ათი წლის წინ....
Master
ბოდიში და საერთოდ აზრზე არ ხარ რა არის ფეხბურთი...
მამუკა
საქმე იქითკენ მიდის მესი რონალდუს დაპირისპირება შეიძლება ვიხილოთ ფინალში

ვან გაალის წვეტიანი იდეების მსხვერპლი გახდა ჰოლანდია - სამი ცენტრალური მცველი გამოჰყავს და დე ლიხტი, რომელსაც გოლების გატანა შეუძლია, მთელი ჩემპიონატი სკამზე უზის. ბოლოს მაინც 4 მცველით მოუწია თამაში. ბოლო- ბოლო ნახევარფინალია და არაფრის მომცემი ბერგვაინი გამოყავს. ირბინოს ეხლა კონსპექტებით და იყოს. გულშემატკივარი ვერ გაარჩევდა, 75 წუთი ჰოლანდია თამაშობდა თუ პოლონეთი. გუნდი თამაშის მიწურულს გამოცოცხლდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არგენტინა დამსახურებულად გავიდა და წინ მძიმე მეტოქე ელოდება
G.LA
კი, გასაგდები ნამდვილად იყო, მაგრამ თამაშზე უკვე გავლენას ვეღარ იქონიებდა ამ მომენტის შემდეგ გახდა 2-2. არგენტინა ინერტული კი არის მაგრამ ამ სიცარიელე ნიდერლანდიას კი სჯობია.
289
ლგბტს ჩემპიონობა არ გაიშვას ამ მსოფლიოზე და ესეც ხდება კეინს სამკლაურიც ვერ უშველის)))
მამუკა
ჯერ საფრანგეთი ინგლისს გასცდეს და შემდეგ პორტუგალიას ალბათ
iiiff
ჩასვრილი ჰოლანდიელები ნაღდმა კაცებმა არგენტინელებმა მოუგეს ფეხბურთში. მესის გენია საიდან სად გაუკეთა პასი აზრზე ვერ მოვიდნენ დარჩათ თვალები ტ-@კში. თან მსაჯის დახმარებაც დაჭირდათ მაგ უნიჭო დეგენერატებს მე10 წუთამდე ლოდინი გოლისთვის ფრედ დაესრულებინათ ძირითადში როგორმე
kaxa
ჰოლანდია თავის ისტორიით თუ "ანტიფეხბურთია", მაშინ შენ ფეხბურთი საერთოდ არ გინახია, ქვეყანა კრუიფის, ნესკენსის, რეპის, ვან ბასტენის, გულიტის, კუმანის, ბერგკამპის, ზეედორფის, კოკუს და კიდევ უამრავის.
დავითს
თან ეს მსაჯი ესპანელი ანუ ესპანურენოვანი იყო.ეს იგივეა რომ ფლეი ოფში გერმანელებს ავსტრიელი მსაჯი დაუყენონ ან ინგლისელებს ავსტრალიელი
mamulos
ზედიზედ მეორედ საფრანგეთს არავინ არ მისცემს.მგონი ყველა გლობალისტი თანახმაა რომ არგენტინა გახდეს ჩემპიონი
აუეეე-ს
ჯერ ქართული ისწავლე! დადვა არა მოდვა. კითხვას გაეცი პასუხი. იყო იმ შემთხვევაში გასაგდები თუ არა? ეს იკითხა დავითმა
ლევი
წლები გადის ათასი რამე იცვლება, მაგრამ ჰოლანდიის ლუზერობა პენალტებში უცვლელია)
badragi.
გეწყინა თუ აგეწვა.
mamulo
ფინალში საფრანგეთი- არგენტინა იქნება. მსოფლიო ჩემპიონი ---საფრანგეთი გახდება
ზურა
ვის, მასონებს?!
mamulo
ფინალი :საფრანგეთი - არგენტინა. მსოფლიო ჩემპიონი- საფრანგეთი დაიმახსოვრეთ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია
Risxva
ჰოლანდიელები არიან დეგენერატები და ანტიფეხბურთის მაშხალები. მაგათთვის მიუღებელია მესი, მარადონა და გიორგი ქინქლაძის ნაირი ფეხბურთელები. ნაღდი ფეხბურთი და ინდივიდუალისტები. მესიზე რეები ილაპარაკეს და აკრიტიკეს ნახეთ თამაშის წინ? ამხელა ლეგენდაა გენიოსია კაცი და ისეთი აკრიტიკეს 5 წლის ბავშვივით კუთხეში დაყენება მოუნდომეს. ქინქლაძეს თანაც ზუსტად იგივე პრეტენზიები ქონდათ და არ ათამაშებდნენ. დამპალი ვან გაალი ეხლა კოცნოს მძორ მემფის დეპაის ტუჩებში და გადაა** ვან ერთმანეთს საერთოდ, ეს ხუმრობა კი არ იყო მართლა ეგრეა ნაადრევი ქამინგაუთი იყო მაგასაც მალე გაიგებთ. კიდე საკმარისად არ ააქვთ ძმრად ამოდენილი რაც მაგათ ქართველებზე ესპანელებზე და არგენტინელებზე ნაკეთები აქვთ
Stalin
აი შე მართლა ფ**** კო შენ ამდენს რომ ტლიკინებ თურმე ჰოლანდიის ფანი ყოფილხარ
აუეეე
შენააა თვალები მიხატული გააქვს ??? ყვითლებს უკვე მაყურებლებს აძლევდა და ბოლოს ჯარიმა პირიქით დადვა რასაც გოლი მოყვა 134-წუთზე …ბოღმით არ გასკდეეეეთ!!!!
დავით 67
ძალიან მეწყინა ჰოლანდიის დამარცხება ამ ფარჩაკ გუნდთან. ეს"გამოსაუდისარაბეთელები.თან ეს მსაჯიც როგორ ეხმარებოდა ამ სიმულიანტებს. ის როჟა, რომელმაც ჰოლანდიელების სათადარიგო სკამზე მსხდომთა მიმართ მიზანმიმართულად ბურთი მთელი სიძლიერით გაუშვა, არ იყო გასაგდები?
Gia
Mesi msoflio aravis dautmobs. Argentina chempionia.movida dro mxiarulad da gamarjvebulad daemshvidobos msoflio chempiona Ts.
ვახო
გილოცავთ არგენტინის ფანებს და მესისტებსაც იმსახურებდა არგენტინაც და მესიც იმედია თქვენც მოგვილოცავთ ხვალისთვის თუ მოხდა ისე რომ პორტუგალია და არგენტინა შეხვდა ფინალში ძაან მაგარი იქნება
კაკო
როგორც იქნა,ფეხბურთმა გაიმარჯვა
11
დამატებულ მე 11 წუთზე გატანილი გოლით უნდოდათ გაეჩერებინათ არგენტინა ამას უკვე სასაცილოც აღარ ქვია ეგრე სად არი. ჰოლანდიის გაყვანა უნდოდათ და გეგმები ჩაეშალათ ვერ მოერივნენ
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
მუნდიალის 1-ლი ტური: მესის დიდება, რონალდოს ბრალეულობა და დემბელეს უკან დახევა
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
[VIDEO] ის არ დადის, ის დაფრინავს - მესიმ ალჟირს ჰეთ-თრიკი შეუსრულა
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] ბრობის და გაკპოს დუბლი - "მფრინავმა ჰოლანდიელებმა" შვედეთთან იფრინეს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია