ბუდაპეშტში გრძელდება საწყლოსნო სახეობათა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველთგან წყალმხტომელები _ ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი იასპარეზებენ...
ბუდაპეშტში გრძელდება საწყლოსნო სახეობათა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველთგან წყალმხტომელები _ ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი იასპარეზებენ. 12 აგვისტოს ისინი სამმეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში მოსინჯავენ ძალებს, მომდევნო დღეს კი ამავე დისციპლინაში ინდივიდუალურად გაეჯიბრებიან ასპარეზობის მონაწილეებს.

_ 27 ქვეყნის სპორტსმენები იბრძოლებენ მედლებისთვის, _ გვითხრა ჩემპიონატზე გამგზავრების წინ საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, წყალმხტომელთა მწვრთნელმა ირაკლი ბართაიამ. _ ჩვენი მთავარი მიზანია ფინალში შესვლა. შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე ჭანტურიამ და კორახაშვილმა პირველად იასპარეზეს უფროსებში, 353 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდნენ. მას შემდეგ 16 თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბიჭებს გამოცდილება დაუგროვდათ. ჯერ ფინას მსოფლიოს გრან-პრის ჩინეთის ეტაპზე იყოჩაღეს, წლეულს მსგავსი შეჯიბრების მე-5 ტურნირზე იტალიის ქალაქ ბოლცანოში 362,5 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდნენ, ხოლო სამიოდე კვირის წინათ მადრიდში 381,99 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედალოსნებს მხოლოდ 7,56 ქულით ჩამორჩნენ. ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ყველა ხარვეზი გავითვალისწინეთ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებასაც სათანადო ყურადღება მივაქციეთ. ჭანტურიამ და კორახაშვილმა საკონტროლო ხტომებიც კარგად შეასრულეს. უნგრეთის დედაქალაქშიც ვადამდე ჩავალთ, ისევ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით და რამდენიმე დღეს იქაც ვივარჯიშებთ, რომ ღია აუზის პრობლემაც მოვხსნათ. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, რვა საუკეთესოში მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. ფავორიტებად შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულებს, პეკინის ოლიმპიადის პრიზიორებს _ ილია კვაშას და ალექსეი პრიგოროვს (უკრაინა) მიიჩნევენ, თუმცა მათ დიდი ბრძოლა მოუწევთ ინდივიდუალურში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის დიმიტრი საუტინისა და იური კუნაკოვის რუსულ დუეტთან, რომელიც პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი და ევროპის შვიდგზის ჩემპიონია. ვფიქრობ, საპრიზო ადგილებისთვის იტალიელი ძმები მარკონებიც იბრძოლებენ.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს