საკალათბურთო კლუბმა მეგამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდს 7 მატჩის მერე მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა და მეტოქედ მისი კალიბრის – 2 მოგებისა და 4 მარცხის მქონე ბათუმი ჰყვდა. დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, მეგამ გამარჯვება მოიპოვა – 82:81 და ცხრილში მქონე უხეირო მდგომარეობა შედარებით გამოისწორა.

მეგამ აქამდე წაგებული მატჩებიდან თითქმის ყველა ბრძოლაში დათმო. ახლაც წაგებული მატჩების სცენარით მიმდინარეობდა ბათუმთან მატჩიც, თუმცა საბოლოო შედეგი სხვაგვარი აღმოჩნდა. მეგა ჩამორჩებოდა და თითქმის მთელი თამაში მდევრის როლში იყო. ბოლო წუთებზე ანგარიშის გაბათილება მოახერხა და ამჯერად მოიგო. წინა მატჩებში კი მეგა ჩამორჩენას რომ აბათილებდა, საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავდა და ამჯერად ნავსის გატეხვა მოახერხა.

ეს უმთავრესად დასკვნით წუთებში გააზრებული და პრაგმატული თამაშის შედეგია. ბოლო წუთზე ორივე გუნდს შეეძლო მოგება, თუმცა საკვანძო გამოდგა მეგას ამერიკელი ლეგიონერის, რონი რუსოს ჩაჭრა, რომელიც მან მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე განახორციელა და სწრაფი შეტევა წარმატებით დააგვირგვინა – 81:78. ბათუმელებმა საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდეს – თავი დერიკ ნიუტონმა გამოიჩინა და ანგარიში გათანაბრდა. თითქოს ოვერტაიმი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა დარჩენილ 4 წამში მეგას მოთამაშეებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს და ლაშა მიქელაძე მარქუს გილსონზე საფინალო სირენამდე 0.3 წამით ადრე დაჯარიმდა. გილსონმა პირველი ააცილა, მეორე ჩააგდო და მეგას გამარჯვება გაუფორმა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო სწორედ გილსონი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა, 18 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. 20 ქულა და 5 პასი როზიეს ანგარიშზეა, 18-18 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა და ოთარ ბულიავამ მოაგროვეს. ბათუმელთაგან 27 ქულით საუკეთესო იყო კაილი რიდლი, 19 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი საბა ლობჯანიძის ანგარიშზეა.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე