თურქულ შეკრებაზე, წვიმიან ამინდში "ნაპოლიმ" ამხანაგურ მატჩში "კრისტალ პალასი" 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა სპლეტიმ ისევ სასტარტოში დააყენა, თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და 33-ე წუთზე ლონდონური გუნდი დაწინაურდა, თუმცა ოსიმენმა მალე ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ გატანა მცველმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ ხვიჩა ჟეზუსთან, დი ლორენცოსთან, ლობოტკასთან და ოსიმენთან ერთად შეცვალა. მოედანზე შესულმა რასპადორიმ ისევე როგორც "ანტალიასპორთან" მოგებულ წინა სპარინგში (3:2), დუბლი შეასრულა და ნეაპოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"ნაპოლი" ამ შეხვედრის შემდეგ იტალიაში დაბრუნდება და შაბათს "ვილიარეალს" უმასპინძლებს.

ბელეკი. "CARYA GOLF & SPA RESORT"

ნაპოლი - კრისტალ პალასი 3:1

გოლები: 0:1 ზაჰა (33), 1:1 ოსიმენი (35), 2:1 რასპადორი (65), 3:1 რასპადორი (82)

მასონი
მასონთა ლოჟამ გავაწტვიტეთ, რომ ქართველები არაფერში გვჭირდებით. განსაკუთრებით ისეთი ლუზერები, ვინც კვარაცხელიასნაირი წარმატებულ ადამიანებს დივანზე წამოწოლილები აკრიტიკებთ. ჩვენ უფრო მაღალი იდეალებისთვის ვიბრძვით :დ თქვენნაირი მუტრუკები ვერაფერს შეგვმატებენ.
დათო
…რა პესიმიზმი და ტირილია, არ გრცხვენიათ!!! ორი ამხანაგური თამაში იყო , თანაც ერთი კოკისპირულ წვიმაში!!!
ეეე
არც მინახავს და ვერც ვნახავ იმედია ვერც მე და ვერც სხვა, მე არაფერს ვაბრალებ ხვიჩას არ ეკუთვნის და მაგიტომ, უბრალოდ ვაჟა მასწავლებლის უაზრო კომენტარს ვუპასუხე.
რრრ
კაი თუ ძა ხარ ვის რაში აინტერესებს ოსიმენის, ნდომბელეს და რასპადორის გოლები, ჩვენ გვინდა ხვიჩას გოლები, აბა მართლა ნაპოლის ფანები კი არ ვართ.DDD
Givi
Ra dagemartat xalxoo?!amxanaguri tamashia da ra daskvnebi gamogaqvt?! Moitminet ianvramdee...
xvichamadidebeli
მთელი რამე ვტიროდი რასპადორიმ და ოსიმენმა რომ გოლები გაიტანეს და ხვიჩუნამ ვერა, ამოაგდებს ეხლა სპალეტი სასტავიდან მეტი რა უნდა. მთელი მასონები გვებრძვიან რომ ქართულმა გენმა ვერ გაიხაროს.
Gogi
ზომიერებაში გვიჭირს, რა მოხდა თუ მოსამზადებელ თამაშში ვერ გაიტანა, დაიქცა ქვეყანა? მეორეს მხრივ რომ გაიტანს ფეხბურთის ღმერთადაც არ უნდა გამოვაცხადოთ
Skeletons
თქვენნაირები რომ არსებობენ ოპტიმიზმის საბაბს იძლევა,გაიხარეთ!!! მაინც მინდა ვიფიქრო რომ ისინი უმცირესობაში არიან….
ნაკი
ზუსტად ეგრეა,დროსტარება ფეხბურთან შეუთავსებელია.ისე ეს კვარაცხელია უკვე ძალიან გაიბრიქა..
მეგრელი
100%
ავჭალიდან
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.” კონსტნტინე გამსახურდია.
კახა
ვეთანხმები ამ კაცს ბევრი გამოხტება და მენტორული ტონით და ქედმაღლურად აკომენტარებს ვინ ხარ რა გაგიკეთებია სხვებს რომ ჭკუას ასწავლის, ან უცხოელს რატო უკომენტერებ რას უმტკიცებ მაგარი რომ ხარ ჯერესერთი ის სხვა მენტალიტეტის მატარებელია და შენი ბრაგაბრუგი საერთოდ სისულელედ მიიღოს ამიტომ კარგი ნათქვამია ბევრს ილაპარაკებ ბევრ შეცდომას დაუშვებ ცოტას ილაპარაკებ ცოტა შეცდომა გექნება.
რა მაფიაა?
კიდე ერთი საკითხი, ეს გუნდი უმაღლეს მიზნებს მიაღწევს თუ შეინარჩუნებს ამ ბირთვს, ეს კიდე მოხდება თუ სპალეტის ყოველი თამაშის წინ გაუჭირდება სასტარტოს დაყენება... იმიტო რო რასპადორიც ძაან კაია და სიმეონეც და თუნდაც იგივე ელმასიც, ყველა ჩაქიმული რო იყოს და არასდროს ათამაშონ, გადავლენ სხვაგან, ზოგი კაი ზოგი კიდე ცუდ გუნდში, ეგრე არ გამოვა... ძააანაც კაი რასპადორი რო ბრდღვნის, იმიტო რო ერთ თამაშში კვარას არ წაუვა, ის გაიტანს, იმას არ წაუვა ოსი გაიტანს, თუ არადა პოლიტანო ან სიმეონე... თან ჯანსაღი კონკურენცია რეალურად კარგია, ფულზე მეტად კვარას გააფუჭებს თუ სისტემატურად ცუდად თამაშის მიუხედავად მაინც სულ უალტერნატივო იქნა, ახალგაზრდაა ჯერ...
რა მაფიაა?
ნეტა ეგ შეგნება იყოს ერში რო 21 წლის ადამიანი კაცია უკვე და არა ბავშვი და სულ წავუღივარ წყალს...
რა მაფიაა?
გაფიცებ, ნახე ბოვში ყანწით ხელში? თუ საიდან იგონებთ ხოლმე ესეთ რაღაცებს, ან რა შუაშია მჭედლიძე, რატი ალექსიძის კარიერასაც ხო არ შეადარებდი? კაცი ჩელსიში თამაშობდა... ადეკვატურობა რანაირად გაქრა საერთოდ? მაღალ დონეზე არც არასდროს გვქონია მარა მაინც... როცა იქნება შეიძლება მცირე ხნიანი ჩავარდნა მართლა დაეწყოს და მერე აბა საერთოდ მიწის ქვეშ ამოდებთ...
გიორგი
არ ვარ სერია ა-ს მაყურებელი მაგრამ მაგრამ მანდ ყოფნა და დიდ ფეხბურთელად ყოფნა განა რა ? ნაკლებია ვინმეზე?
რა მაფიაა?
ეჰ ჩემო მეგობარო, ფსკერი რო იყოს რა უჭირს... ფსკერს რაღაც ზღვარი აქვს, მარიანის ღრმული არის აგერ 11 ათას რაღაცა მეტრი და ეგაა, ამ ყველაფერს კიდე არ აქვს ლიმიტი, სუ ვფიქრობ ხოლმე მეტი რაღა... მარა არა, ხმა მესმის მერე, "გადაავლე ინტერნეტს თვალი და რასაც იქ ნახავ გაგაოცებს"... მე მგონი ინტერნეტის კაბელი რაცაა შავ ზღვაში უნდა გადაიჭრას საერთოდ და შემოვღობოთ ეს ქვეყანა და ვიყოთ ჩვენთვის
მამუკა
ამ ამხანაგურ ვარჯიშ-თამაშებს სულ სხვა დატვირთვა აქვს და აუცილებელია. გუნდი ინტერისთვის ემზადება. ხვიჩა რომ ფორმაში არ იყოს სპალეტი მეორე ტაიმსაც ათამაშებდა. ოსიმენმა გოლი გაიტანა და მაინც შეცვალა. არ არის აუცილებელი ხვიჩამ თავი გაიგიჟოს და სასწაულები აკეთოს. სხვებიც ასე იქცევიან. რასპადორის კი საბრძოლო აქვს, ჯერ ძირითადი გარანტირებული არა აქვს, იგივე ითქმის ელმასზეც. ხომ ხედავთ ასეთ თამაშებში გოლებსაც არ აღნიშნავენ. მთავარია ტრამვა არ მიიღოს. სპალეტიმ იცის, ვის დააყენებს ინტერთან.

ანუ ამხანაგური თამაში იყო, ვარჯიშობდა გუნდი, 45 წუთი გაივარჯიშეს ფეხბურთელებმა თავსხმა წვიმაში, განათებაც როგორი ჰქონდა იმ სტადიონს და ამ დროს ხალხი რეებს წერს, რეებს ვკითხულობ ფეისბუქზე ან თუნდა აქ. მართლა ავადაა ხალხი მგონი. რაოო ქებამ აწყინაო, სამეგრელოში რომ ჩავიდა იმიტომ დაკარგა ფორმაო, შეყვარებულის ბრალიაო, გააღმერთეთ კიდე და ხო ხედავთ აგერ ამხანაგურში გოლი ვერ გაიტანაო :D თან სერიოზულად რომ წერენ, ჩასაფრებული, იქნებ რომელიმე თამაშზე გოლი ვერ გაიტანოს. სასაცილო უნდა იყოს წესით ეგეთი კომენტარები მარა მასობრივ დეგრადაციაზე აღარ გვეცინებაა

სად ნახეფ მოქეიფე კვარაცხელია? რეებს წერთ ხალხო, ამხანაგურ თამაშში გოლი რომ ვერ გაიტანა იმიტომ აბრალებთ ამ აბსურდებს? და თქვენ იტყვით მერე რომ მისი გულშეატკივარი ხართ? გოლის გატანის დროს ყიჟინას რომ დასცემთ, ის არაა გულშეატკივრობა, მინიმუმ სისულელეები არ უნდა დააბრალოთ სპორტსმენს, როცა გოლს ვერ გაიტანს.
Zaza-ს
შეგიძლიათ მიპასუხოთ?რა ჰქვია იმ ადამიანს ვისაც საკუთარი თანამემამულის წარმატება არ უხარია?
Skeleton
ეს ორი ამხანაგური თამაში და მუდმივი ვარჯიში დაეხმარება ფორმის აღდგენაში ხვიჩას, არც ისე მარტივი ტრავმა გადაიტანა. სისულელეა, ახლა ამხანაგურის 45 წუთით ვინც აფასებს მის შესაძლებლობებს. ეგეთებთან დიალოგიც არ ღირს. საერთოდ სხვა რაღაც მაწუხებს ახლა. ნეაპოლის ფანების ჯგუფში ვარ, სადაც უამრავი ნეაპოლელი აკომენტარებს, ხვიჩაზე პოსტები იდება აქტიურად. ერთმა დადო, ხვიჩას საქართველოს დროშიანი ნასკი ეცვა. სრულიად უწყინარი პოსტი დადო იმ იტალიელმა და ქართველებმა ისეთი კომენტარების წერა დაიწყეს სირცხვილისგან სად წავსულიყავი არვიცოდიიი. ფეხზე დროშის დახატვა უპატივცემულობა არისო, ბარემ ტრუსიკზე დაიხატოსო, ვითომ აქამდე არ უნახავთ ფეხბურთელებს ბუცზე ან გეტრზე გამოსახული დროშა რომ აქვთ. ეგ გულზე უნდა ეხატოსო... უკაცრავად ნაპოლის მაისურს გულზე არავინ დაახატავს დროშას . როგორ შეიძლება ყველაფერში მსგავსი გაუნათლებლობა გამოავლინონ! მერე როგორც ჩვევიათ ნაცებად და ქოცებად დაიყვნენ და ერთმანეთი ლანძღეს, მიშა-ბიძინაც ახსენეს სულ აყროლდნენ. საბოლოოს იმ იტალიელმა პოსტზე კომენტარები გათიშა. როგორ ყველგან უნდა მოიჭრან თავი. სულ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, ხვიჩასნაირ სპორტსმენებს არ იმსახურებს ეს ქვეყანა. რაცარუნდა გააკეთოს, შუაზე გაიხეს და თავისი ქვეყნის კარგად წარმოჩენა უნდოდეს, ჩვეულებრივად თავს მოვჭრით და შეარცხვენს ეს ხალხი აქედან, სოციალური ქსელი უდიდესი პლატფორმაა, სადაც ყველაფერს იგებ ადამიანებზე, ერზე, მენტალობაზე... იტალიურ გვერდებზე მაინც რომ არ წეროთ რა მოხდებაა? ცოტა არის ქართული საიტები თქვენი სიბრძნეებით გაჟღენთილი? ერთ თამაშში თუ გოლს ვერ გაიტანს ეგრევე ლანძღავთ და ისეთი სისულელეები იწერება, მარა ქართული გვერდებია და არაუშავს, სხვები მაინც არ ნახულობენ, აქ რაც გინდათ ის დაწერეთ. ალბათ ტყუილად ვწერ, მარა სადმე უნდა მეთქვა... სრული სიბნელე და ფსკერი!

რაოო წამოყავით თავები სოროებიდან? ელოდებით იქნებ ერთ თამაშში გოლი ვერ გაიტანოს რომ მერე ასეთი ბანძი კომენტარები წეროთ? ამაზე დიდი სექტანტობა რაღა გინდა
გულშემატკივარი
და კიდე დავამატებდი,ვისაც კვარასი გვჯერა გაგვატარეთ!!! მადლობა
ვაჟა მასწავლებელს
ქეიფი და ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში გამორიცხულია, იქეიფებს და დარჩება ჰა-ჰა ოქრიაშვილის დონე, სერია ა-ში ყოფნა ჯერ არაფერს ნიშნავს, ასე მაგაზე ადრე იყო მჭედლიძე მანდ, მარა რა მერე? იქეიფებს თურმე.
zaza-ს
გასახურებელი თამაშია
zaza
ნახეთ რა მაგარი აუტი მოაწოდა ხვიჩამ? და როგორ შეცვალა სპალეტიმ))))) გუშინ ერთი სექტანტი წერდა მბაპე ვერ მივა ხვიჩასთანო. ვაი თქვენ დღეს.
ვაჟა მასწავლებელი
თქვენ ზოგიერთებს რა გინდათ ამ ბიჭმა დღედაღამე მარტო ფეხბურთი ითამაშოს და თქვენ კი მისი ყურებით ისიამოვნოთ? სამეგრელოშიც იქეიფებს, გურიაშიც და კახეთშიც და ფეხბურთსაც ითამაშებს უმაღლეს დონეზე. ასეა ეს!
რა მაფიაა?-s
შეეშვი რა ამ უაზრო ფამილიარობას, ბავშვი არა ჩვილი დაწერე ბარემ, 21 წლის კაცი სადაური ბავშვია ნეტა.
ლიკა
ანუ სკამზე დასვას ?
goga
ინტერთან კვარა უნდა იყოს მზად თორემ ის თამაში თუ სასტარტოში არ დაიწყო ეგ ცუდია .
beqa
რაღაც ვერაა ელმასივით თამაშობს :(( დროულად უნდა ჩადგეს ფორმაში რასპადორი ბრდღვნის ყელაფერს
რრრ
ეტყობა ეს უაზრო საახალწლო მაისური თარსავს.დდ
რა მაფიაა?
1 თვეა ბავშვს არ უთამაშია და გოლი რო ვერ გაიტანა ნუ ატეხავთ ეხლა ამბავს )))) რაც მთავარია არ ქონია ისეთი ტრავმა რო თამაშის დროს შიში ქონდეს და კიდე უფრო მთავარი სოალეტია, რომელიც მიზეზების გამო სკამს კიარ გაახეხინებს და დაიკიდევს, თუ სათადარიგო გახდა ყველაფერს იზამს რომ ისევ სასტარტოსთვის მზად იყოს... ნანახი აქვს მისი ძალა და პოტენციალი რეალურად და ჭირდება მოკაშკაშე კვარა, ასე რომ დამშვიდდით და ადროვეთ ცოტა ))
dato
ვფიქრობ რომ ხვიჩა 4 იანვარს დაგლიჯავს .მანამდე კი დაუზოგავი შრომა თორემ სპალეტის ექნება საბაბი
gega
აშკარად არ არის ფორმაში ჩვენი კვარა
ეეე
ვიცოდი რა ეს უაზრო პაუზა ჯერ ტრამვით გამოწვეული და მერე მსოფლიოსგამო, საქართველოს ჩამოსვლა იქეთ გადაპატიჟება აქეთ გადმოპატიჟება ცალკე სამეგრელო გამოიდებდა თავს, ცალკე გურია(ცოლოურობა), ამოაგდეს ბიჭი ფორმიდან, იმედია მალე დაიბრუნებს.
[VIDEO] სანტანდერში საგიჟეთი დიდი გამარჯვებით დასრულდა - გულიაშვილმა ტრავმა მიიღო, მისი გუნდი კი ლა ლიგაში გადავიდა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
საქმე სერიოზულადაა - ოსიმენმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ
კიდევ ერთი კვარაცხელია სერია А-ში - "ნაპოლიში" თუ "ინტერში"?
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
"კვარაცხელიას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს - მაინც გაიტანა" - რიოლო თავისას არ იშლის
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
ნუთუ დე ლაურენტისი ვაჭრობაზე უარს ამბობს? - "ნაპოლიმ" ლუკაკუს გასაყიდი ფასი დაასახელა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლანსს" გაუტანა და პსჟ-სთან ერთად მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
გადაწყვეტილება მიღებულია - "ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჰოილუნს გამოისყიდის
რობი კინმა შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბაროს
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს