სუპერლიგის დებიუტანტმა "კავკასიამ" დაამტკიცა, რომ რეალურად ფავორიტებს განეკუთვნება და ის 5-მატჩიანი მოგებათა სერია, რითაც სუპერლიგა დაიწყო, სრულიად ლოგიკური იყო. ხსენებული სერიის შემდეგ პირველი მარცხი კავკასიელებმა წინა ტურში, "კაკტუსთან" განიცადეს და დღეს ჩემპიონატის კიდევ ერთ ფავორიტს, 7 მატჩიდან 5 მოგების მქონე გურჯაანის "დელტას" შეხვდნენ. თანაც, გურჯაანელებს ტრავმირებული ოთო ფხაკაძე დაუბრუნდათ და წინა მატჩში რუსთავში განცდილი მარცხის გამო მოსაგებად იყვნენ შემართულნი.

სწორედ ასეთ მოტივირებულ გუნდს სძლია "კავკასიამ". მთლიანობაში თამაში თანაბარი იყო და კავკასიელებმა ბოლო წუთებზე, გადამწყვეტ მომენტში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ამაში მათ გუნდური თამაში დაეხმარათ. ყველა მოთამაშე, რომლებიც მოედანზე იყვნენ, ბოლომდე იბრძოდა და დაცვაშიც მედგრად ირჯებოდა. ბოლო პერიოდში ილია ლონდარიძის შედეგიანობის წყალობით კავკასიელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს – 77:70 დასრულებამდე 4 წუთით ადრე.

დარჩენილ დროში კავკასიელებმა ისე ითამაშეს, გურჯაანელებს მოგების შანსი არ მისცემიათ. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა "კავკასიამ" საბოლოოდ 88:83 გაიმარჯვა და სუპერლიგის ცხრილის სათავეში "კაკტუსს" (6 მოგება, 1 მარცხი) გაუთანაბრდა. გამარჯვებულთაგან 15 ქულით, 15 მოხსნითა და 3 ჩაჭრით საუკეთესო იყო აიზია ელისი. ილია ლონდარიძე 21 ქულით ბომბარდირი გახდა. კრის მაკნილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. "დელტაში" 23 ქულით რიკარდო ლინჩი გამოირჩა, ეივი ტუმერის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

GBF

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა