ბაქოს დებიუტი აქვს WTA-ის ტურში და სასიამოვნოა, რომ ამ ტურნირის დირექტორი ჩვენი სახელოვანი ჩოგბურთელი ლეილა მესხი გახლავთ
მიმდინარე კვირას იწყება პოპულარული ამერიკური საჰარდო სერია, თუმცა ჩოგბურთელების ნაწილი კვლავაც ევროპაში რჩება და გრუნტის სეზონს ასრულებს.

ATP

Atlanta Tennis Championships

ატლანტა (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 531 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: მარდი ფიში, კევინ ანდერსონი, ჯონ ისნერი, ქსავიე მალისე, გრიგორ დიმიტროვი, იგორ კუნიცინი...

ეს ტურნირი ადრე არა ჰარდის, არამედ გრუნტის საფარზე იმართებოდა და მასზე ერთხელ ენდი როდიკსაც აქვს მოგებული. მაგრამ მისი ტრიუმფის შემდეგ ტურნირმა კარგა ხანი შეწყვიტა არსებობა და მხოლოდ გასულ სეზონში განახლდა, თანაც ადგილობრივი გულშემატკივრების გასახარად, ამერიკული ფინალი გათამაშდა - მარდი ფიშმა ჯონ ისნერი დაამარცხა. ეს ჩოგბურთელები ამჯერადაც ჩავიდნენ ატლანტაში, თანაც ფიში რეიტინგის პირველი ათეულის წევრის რანგში, რაც მას მთავარ ფავორიტად აქცევს.

რაც შეეხებს ისნერს, სეზონის არც თუ ისე შთამბეჭდავი დასაწყისის შემდეგ, მან ორი კვირის წინ ნიუპორტში მოიპოვა კარიერაში მეორე ტიტული, ასე რომ ჯონს ახლა ყველაფერი წესრიგში აქვს.

ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება ლეიტონ ჰიუიტს, რომელსაც ისევ არ აძლევს მოსვენებას ტრავმები და ამის გამო რეიტინგის მეორე ასეულში დაქვეითდა. ატლანტაში ვნახავთ სხვა საინტერესო ჩოგბურთელებსაც: ქსავიე მალისეს, პერსპექტიულ გრიგორ დიმიტროვს, ტომი ჰაასს...

German Tennis Championships

ჰამბურგი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: მილიონი ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: გაელ მონფილსი, იურგენ მელცერი, ნიკოლას ალმაგრო, მიხაილ იუჟნი, ჟილ სიმონი, ფლორიან მაიერი...

მართალია, ამ კვირას ამერიკული ჰარდის სერია იწყება, თუმცა პარალელურად გაგრძელდება გრუნტის სეზონი. წელს ამ საფარზე ერთ-ერთი ბოლო დიდი ტურნირი სწორედ ჰამბურგში გაიმართება.

ამ ტურნირზე ერთ დროს რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს გაუმარჯვიათ, მაგრამ ამჯერად ისინი ჰამბურგში არ ჩასულან, თუმცა მათ გარეშეც შემადგენლობა საკმაოდ სოლიდურია.

საინტერესოა, რომ მოქმედი ჩემპიონი არ მიიჩნევა გამარჯვების პრეტენდენტად. ყაზახ ანდრეი გოლუბევს, რომელმაც შარშან სენსაციურად მოიპოვა მთავარი პრიზი, ამჟამად 15-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს და მისი შანსი მიზერულია.

WTA

Baku Cup

ბაქო (აზერბაიჯანი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: ვერა ზვონარევა, ანასტასია პავლიუჩენკოვა, ელენა ვესნინა, ეკატერინა მაკაროვა, მონიკა ნიკულესკუ, ელენა ბალტაჩა...

ბაქოს დებიუტი აქვს WTA-ის ტურში და სასიამოვნოა, რომ ამ ტურნირის დირექტორი ჩვენი სახელოვანი ჩოგბურთელი ლეილა მესხი გახლავთ. "ბაქოს თასი" ქალებისთვის საზაფხულო ჰარდის სერიას გახსნის და ჩოგბურთელებს ამერიკული ტურნირებისთვის მომზადების შესაძლებლობა მიეცემათ.

ისე კი ბაქოს ტურნირი ერთგვარად რუსეთის ჩემპიონატი გახლავთ - რვა განთესილი ჩოგბურთელიდან ექვსი ამ ქვეყნის წარმომადგენელია. მათგან ფავორიტი, რა თქმა უნდა, ვერა ზვონარევაა, რომელიც სეზონის ამ ნაწილისთვის სერიოზულად ემზადება.

თუმცა რუსებს კონკურენტებიც ეყოლებათ. ეს არის პატრისია მეირ-ახლაიტნერი, ვინც გასულ კვირას ბად-გაშტეინის ტურნირის ფინალში გააღწია, აგრეთვე ფრანგი არავან რეზაი - ის ბოლო დროს ძალიან ცუდად თამაშობს, მაგრამ ყოველთვის სახიფათოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს