საფეხბურთო სამყარო დიდი მოლოდინით ელის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებების ნახევარფინალს და უნდა ითქვას, ევროპელები უიმედოდ სულაც არ არიან.

Jutarnij List-ი იტყობინება, რომ არგენტინელები ხორვატების პროვოცირებას გეგმავენ. კერძოდ, გამოცემის მტკიცებით, "ალბისელესტეს" სასტარტო შემადგენლობის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ევროპულ კლუბში თავის პარტნიორს გაუმხილა, რომ მოწინააღმდეგის პროვოცირება და რიტმიდან გამოყვანა დაავალეს, 60 წუთში გატეხავენ და დაამარცხებენ. თურმე, ამ გუნდში ამ საუბარს მუდმივად განიხილავენ.

არგენტინელები თვლიან, რომ ხორვატთა ზოგიერთ ფეხბურთელს სუსტი ნერვები აქვს, 60 წუთში ან ორ გოლს გაუტანენ, ან ერთ-ერთი ხორვატის გაძევებას მიაღწევენ. სამხრეთამერიკული ნაკრების სამმა წევრმა უკვე მიიღო სამი კონკრეტული ხორვატის პროვოცირების დავალება, რომლებსაც ფსიქოლოგიურად ყველაზე სუსტებად მიიჩნევენ.

ხორვატთა მწვრთნელი ზლატკო დალიჩი ამის შესახებ ინფორმირებულია და კომენტარიც გააკეთა: "ზუსტად ვერ ვიტყვით, ამის გაკეთებას აპირებენ თუ არა, მაგრამ ვიცით, ვიზავის მწყობრიდან გამოსაყვანად როგორ იქცევიან, როდესაც სურთ შეცდომა დააშვებინონ და ბარათები მიაღებინონ. ეს ნიდერლანდებთან შეხვედრაში უკვე ვნახეთ. გამარჯვების მოსაპოვებლად ამას არ ერიდებიან.

არაფერი არ მაკვირვებს, თუმცა სამწუხაროა, როდესაც ვიღაცას ფინალში გასვლა ბინძური მეთოდებით უნდა. ამასთან მშვიდად გამკლავება ადვილი არ არის. კონცენტრაციის შენარჩუნება და იმის შეგნება მოგვიწევს, რომ ეს მხოლოდ ბრძოლის ნაწილია. სიმშვიდის შენარჩუნება და არგენტინის მოედანზე ძლევა მოგვიწევს. უარესი ვარიანტი - დავნებდეთ და წავაგოთ, როგორც მოყვარულებმა. ეს დაუშვებელია.

მსოფლიოს ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჩვენთვის დიდი წარმატებაა. პლეი-ოფში ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტი გვინდა. დიად არგენტინას შევხვდებით, რომელსაც ლიონელ მესი წინ მიუძღვის. ისინი მეტ ზეწოლას განიცდიან.

ვიცით, როგორ თამაშობენ და როგორი მიმართულებით აწყობენ თამაშს. ოპტიმისტი ვარ და ჩემი ფეხბურთელების მჯერა. მათ თავიანთი დონე და საბრძოლო ხასიათი აჩვენეს. ამის გარეშე ნახევარფინალში ვერ მოვხვდებოდით. მეტოქის სტილზე არ ავეწყობით, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და შედეგის მისაღწევად ვიბრძოლებთ".

ქომაგი
კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება... ეს დაიმახსოვრეთ. ჩვენ უკვე ვნახეთ არგენტინის, ვითომ მაგარი ნაკრების საქციელი
ბს
ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთო. მაგას თქვენ ფეხბურთს ეძახით? არ გააბლატავდნენ ეს გაგერმანელებული სლავები!
გიორგი
საიდან იგებთ ამ ზღაპრებს აბსუს აი მუქთა ფული სადაა თურმე ისიც ხო არ იცით ლოგინში რას ეჩურჩულება მწვრთნელი მესის
master
ხორვატებს პროვოკაციებით ვერ გააკვირვებ,თვითონაც მარტივად შეუძლიათ იგივე.
ქომაგი
1. არგენტინა. 2. საფრანგეთი. 3. მაროკო. 4. ხორვატია. მაროკო დამატებოთ დროში ან პენალტებით წააგებდ ნახევარფინალს საფრანგეთთან და მოიგებს მედამე ადგილისათვის თამაშს. არგენტინა არ იქნება ფავორიტი ფინალში, თუმცა ფინალს დამაჯერებლად მოიგებს!
კაკო
უფრო პირიქით იქნება,ხორვატები დაიწყებენ არგენტინელების ჩეხვას(სხვანაირად შანსი არ აქვთ) და უკვე დაიწყეს მსაჯებზე ზეწოლა, თამაში არ დაწყებულა და უკვე ბინძურად იქცევიან ჰოლანდიელებივით
juve
ხორვატია საფრანგეთი ფინალი
ხუმრობის გარეშე
მარადონას ბებია ყოლია ხორვატი
jjj
წინა თამაშში ჰოლანდია უფრო ბინძურად თამაშობდა ვიდრე არგენტინა
ეეე
სრული ბოდვა ამ სტატიით თავად ხორვატები(ჟურნალისტები, დარწმუნებული ვარ ფეხბურთელები არაფერ შუაშია) არგენტინელთა ანერვიულებას და წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობენ.
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა