იტალიური "ნაპოლი" ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე მშვენივრად გამოიყურება და თურქეთში ჩატარებულ ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა. ჯაკომო რასპადორი კარგ ფორმაშია და მან როგორც "ანტალიასპორთან", ასევე "კრისტალ პალასთან" დუბლი შეასრულა. ტრავმის შემდეგ მოედანს ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა და ორივე დაპირისპირებაში მოედანზე თითო ტაიმი (45 წუთი) ითამაშა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მზადებას საკუთარ "სტადიო მარადონაზე" განაგრძობს. უკვე მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ 17 დეკემბერს ისინი ესპანურ "ვილიარეალს" შეხვდებიან. ნეაპოლელები წლის უკანასკნელ დაპირისპირებას 21 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ფრანგულ "ლილთან" ჩაატარებენ.

"ლილი" ლიგა 1-ში ამჟამად მე-7 ადგილს იკავებს. მათ პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა წვრთნით. ის ადრე დონეცკის "შახტარს" თავკაცობდა, ცოტა ხნის წინ კი უკრაინაში რუსების მიერ წარმოებულ დაბომბვას გადაურჩა. ფონსეკას "რომაშიც" უმუშავია.

ნეაპოლში ჩატარებულ შეხვედრებში უკვე ჩვეულად აქტიურ ხვიჩა კვარაცხელიას ველით, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, ქართველმა გარემარბმა 4 იანვარს, "ინტერთან" გასამართი მატჩისთვის ფორმა სრულად აღიდგინოს. მანამდე სპალეტის გუნდს, რომელიც იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს, მცირე საშობაო შესვენებაც ექნება.

ლაშა
იტალიური გაზეთის, Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი ძალიან აქო. როგორც მან თქვა, კვარა დრიბლინგში ლიონელ მესიზე სწრაფი და კილიან მბაპეზე ტექნიკურია: „ნაპოლის“ ქართველ გარემარბს რაღაც განსაკუთრებული აქვს: დრიბლინგს ისე აკეთებს, როგორც არავინ, რადგან ამის გაკეთება ორივე ფლანგიდან შეუძლია, მესისგან და მბაპესგან განსხვავებით. ორივე ფეხს თანაბარი სიმარტივით იყენებს. მეტოქის გასწრებისას აჩქარებაში მესიზე უკეთესია. კვარა მბაპეს ჩამოუვარდება სიჩქარით, მაგრამ დრიბლინგში უფრო ძლიერია. ბურთის დამალვის მაღალი უნარი აქვს, ვიდრე ფრანგს. კვარაცხელიას თვისებები არც ათვისებადია და არც სხვებთან შესადარებელი. იმედი მაქვს, რომ ეს ბიჭი შეინარჩუნებს მენტალურ დისციპლინას სეზონის ბოლომდე. ტრავმისგან დაბრუნდა, მაგრამ თავისი ძალა უნდა შეინარჩუნოს, განსაკუთრებით მენტალური. ძალიან თავმდაბალი ბიჭია და ეს თვისებაც უნდა შეინარჩუნოს. შეუძლია თუ არა დიდი ფეხბურთელი გახდეს? კი, რადგან არ აქვს სუსტი ფეხი, ძალიან კარგია! ელოდები, რომ მარჯვნივ წავა და მარცხნივ მიდის და პირიქით“, - თქვა დე პაოლამ.
ლაშა
ესპანურ "ვილიარეალს" 17 დეკებმერს, 23:00 საათზე შეხვდებიან ნეაპოლელები მარადონას სტადიონზე.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა