სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი "ა" ლიგა საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო. სანამ "ა" ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დაიწყებოდეს, იმართება საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც ლიგაში მოხვედრის მსურველი გუნდები იბრძვიან. "ა" ლიგაში შესვლის მსურველი 3 გუნდია – გორის "ივერიონი", თელავის "ბურჯი" და თბილისის "საიბერი" (Cyber), რომლებსაც ემატებათ სოხუმის "კოლხა მარგვეთი". ეს უკანასკნელი "ა" ლიგაში წინა სეზონში ასპარეზობდა და რადგან მე-5 ადგილი დაიკავა, ლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული 3 გუნდი საუკეთესოს რომ გამოავლენს, შემდეგ გაიმართება "ა" ლიგაში შესასვლელი ფინალური რაუნდი, რომელშიც სოხუმის "მარგვეთი" "ივერიონს", "ბურჯსა" და "საიბერს" შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

სწორედ ამ სამი გუნდის საკვალიფიკაციო ჯგუფის თამაშები დაიწყო დღეს. გათამაშების ფორმატის მიხედვით, "ივერიონი", "ბურჯი" და "საიბერი" ჯგუფში 2 წრედ ითამაშებენ და შედეგად, რომელიც პირველ ადგილს დაიკავებს, სოხუმის "კოლხა მარგვეთსაც" ის დაუპირისპირდება. დღეს პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს 2 მთავარი პრეტენდენტი, გორის "ივერიონი" და თელავის "ბურჯი" დაუპირისპირდა. საკვალიფიკაციო ჯგუფის მესამე წევრი, "საიბერი", სამოყვარულო გუნდია და "ა" ლიგაში შესასვლელ ბრძოლაში სავარაუდოდ ვერ შევა.

თელავური და გორის გუნდები კი "ა" ლიგაში შესასვლელად დიდი ხანია ემზადებიან და შემადგენლობა ლეგიონერებით ჰყავთ გაძლიერებული. გორელებს 3, თელაველებს კი 4 უცხოელი მოთამაშე ჰყავთ ჩამოყვანილი, თუმცა მათ დღევანდელ შერკინებაში ნაკლები ლეგიონერის მყოლმა გუნდმა გაიმარჯვა. "ივერიონმა" მესამე პერიოდში გატეხა "ბურჯის" წინააღმდეგობა და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 102:71 გაიმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გორელებმა, ფაქტობრივად, გაინაღდეს 3-გუნდიან ჯგუფში პირველი ადგილი. მეორე წრის მატჩში მათ 30 ქულაზე მეტით არ უნდა წააგონ თელაველებთან და დიდი ალბათობით, პირველ ადგილზე გავლენ, რადგან ჯგუფის მე-3 წევრის, "საიბერის" დამარცხება, დიდი ალბათობით, არც "ივერიონს" გაუჭირდება და არც – "ბურჯს".

ლეგიონერებთან ერთად "ივერიონის" გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდეს ქართველებმა. გორელების სტრატეგიაც უფრო გამართლებულია, რომლებმაც 3 ლეგიონერი ჩამოიყვანეს და ეცადნენ, გუნდი შეძლებისდაგვარად ძლიერი ქართველი კალათბურთელებით შეევსოთ. თელაველებს კი 4 უცხოელი ჰყავთ, რომლებიც იმდენად ძლიერები ვერ აღმოჩნდნენ, რომ "ივერიონის" შეკრულ-შეთამაშებული გუნდისთვის ეჯობნათ.

"ა" ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი მატჩი ხვალ, 13 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს "ბურჯი" და "საიბერი" შეხვდებიან.

GBF

a a
ანუ რა გამოდის რო ყველა ვარიანტში სამი გუნდი იშლება ვინც B ლიგაში ვერ მოხვდება, მაგას არ ჯობია სამივე გუნდი B ლიგაში დაუშვან ვითომ ამ ტურნირის გარეშე? რომელმა გენიოსმა მოიფიქრა ეს უაზრობა.დ.დ.
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა