საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატში მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა და ჯერჯერობით პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ჩინელები და რუსები ადიან
საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატზე გრძელდება ჩინელთა დომინირება - მასპინძლებს წყალში ხტომაში ოთხიდან ოთხი ოქრო აქვთ მოგებული.

გუშინ, შანხაიში მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა - კაცებს შორის ერთმეტრიანი ტრამპლინი ადგილობრივმა ლი შისინმა მოიგო. ვერცხლის მედალიც ჩინელის - ჰე მინიუს საკუთრება გახდა, ბრინჯაო კი გერმანელმა პაველ როზენბერგმა მიიღო.

ამის შემდეგ ქალების ჯერი დადგა - ისინი 10-მეტრიანი კოშკურადან სინქრონულ ხტომებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ჩინელებმა - ვან ჰაომ და ჩენ რუოლინმა ჯამში 362,58 ქულა დააგროვეს და უახლოეს მდევრებს, ავსტრალიელებს ალექსანდრა კროაკსა და მელისა ვუს თითქმის 40 ქულით გაუსწრეს. მესამე ადგილი აქაც გერმანის ნაკრებს ერგო. ბრინჯაო მოიპოვეს კრისტინ შტოიერმა და ნორა სუბშინსკიმ - 316,29 ქულა.

მსოფლიოს ჩემპიონატს უკვე ორგზის გამარჯვებული ჰყავს. ეს გახლავთ სიქრონულ ცურვაში რუსეთის ნაკრების ლიდერი ნატალია იშჩენკო. ორი დღის წინ მან ოქრო მოიგო სოლო გამოსვლებისთვის, ახლა კი სვეტლანა რომაშინასთან ერთად დუეტების ასპარეზობაში მოიპოვა გამარჯვება.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის იშჩენკო მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონი გახდა, რომაშინასთვის კი ეს მერვე ოქრო იყო მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ამ წყვილს 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზეც აქვს ჩემპიონობა მოპოვებული.

დუეტებში მეორე ადგილზე გავიდა ჩინელთა წყვილი ჰუან სიუეჩენისა და ლიუ ოუს შემადგენლობით, მესამეზე იყვნენ ესპანელები ონე კარბონელი და ანდრეა ფუენტესი.

შანხაიში მიმდინარე ჩემპიონატში მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა და ჯერჯერობით პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ჩინელი და რუსი სპორტსმენები ადიან. მასპინძლებს ოთხი ოქრო აქვთ მოგებული, რუსებს - ორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა