18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მიუხედავად ტურნირის მძიმე დასაწყისისა, კატარის მუნდიალზე უამრავი სენსაცია, დაძაბული და ამაღელვებელი შეხვედრა ვიხილეთ.

გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის 5 საუკეთესო ფინალურ მატჩს.

5) იტალია-საფრანგეთი 1:1 (2006 წელი)

შესაძლოა, არც ისე სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ფეხბურთის ქომაგს მატერაცისა და ზიდანის დაპირისპირება მუდამ ემახსოვრება. მატჩის დასაწყისში ზიდანმა პენალტი შეასრულა და ფრანგები დააწინაურა, მაგრამ იტალია მატერაცის წყალობით თამაშში დაბრუნდა. მცველის აშკარად პროვოცირების შემდეგ, რომელმაც როგორც წლების შემდეგ შევიტყვეთ, "ზიზუს" დას შეურაცხყოფა მიაყენა, ზინედინმა თავი მკერდში ჩაარტყა და მატერაცი გაზონზე დაეცა. იმ დროს "რეალის" ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს, იტალიელებმა კი თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვეს.

4) გერმანია-ბრაზილია 0:2 (2002 წელი)

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან განცდილი მარცხის შემდეგ ბრაზილიელებმა ისტორიაში ახალი წარმატებული ფურცელი ჩაწერეს, რონალდო მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და საკუთარ გუნდს გერმანიასთანაც ულიდერა. მუნდიალზე "სელესაოს" შემტევი ხაზი ნამდვილად მრისხანედ გამოიყურებოდა, რონალდო, რივალდო და რონალდინიოს შეჩერება 2002 წელს ვერავინ შეძლო. "ბუნდესნაკრებთან" შეხვედრის მეორე ტაიმში "ფენომენომ" დუბლი შეასრულა და ბრაზილიას მე-5, ჯერ-ჯერობით უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონობა მოუტანა.

3) საფრანგეთი-ბრაზილია 3:0 (1998 წელი)

ფრანგული ფეხბურთისთვის 1998 წლის მუნდიალი ყველაზე დასამახსოვრებელი და ისტორიული გამოდგა, რადგან მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება პირველად შეძლეს. აიმე ჟაკის გუნდი დიდ ზეწოლას გრძნობდა, რადგან ტურნირის მასპინძლები ფინალში ბრაზილიის ვარსკვლავურ ნაკრებს დაუპირისპირდნენ. მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდოს გუნდის ბოლო ვარჯიშზე კრუნჩხვები ჰქონდა და შეხვედრას გამოტოვებდა, თუმცა "ფენომენომ" თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა, ისევე, როგორც მის თანაგუნდელებს. ზინედინ ზიდანმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და "სელესაოს" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, ბოლო, მე-3 გოლი კი ემანულ პეტიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

2) ბრაზილია-იტალია 4:1 (1970)

1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე "ფეხბურთის მეფემ", პელემ, დაუვიწყარი სანახაობა შემოგვთავაზა. იტალიასთან ფინალში ლეგენდარულმა ბრაზილიელმა გოლი და 2 საგოლე პასი შეასრულა, მისი თანაგუნდელის, კარლოს ალბერტოს გატანილი გოლი კი მუნდიალის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოლადაა აღიარებული. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც 3 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

1) ინგლისი - დასავლეთი გერმანია 4:2 (1966)

ეჭვგარეშეა, რომ ინგლისისა და დასავლეთ გერმანიის მატჩი "უემბლიზე" მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ფინალური დაპირისპირებაა. ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა და საშინაო კედლებში დასავლეთი გერმანია მიიღო. სტუმრები დაწინაურდნენ, ჰერსტისა და პიტერსის გოლებით მასპინძლები წინ გავიდნენ, თუმცა გერმანელებმა თამაშში დაბრუნება მაინც მოახერხეს და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის ჩატარება გახდა საჭირო. ჰერსტმა 102-ე წუთზე დუბლი, ხოლო 120-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ინგლისელებმა ნანატრი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მოიპოვეს.

მომზადებულია footballwhispers.com-ის მიხედვით

პლეხანოვზე გაზრდილი
მახაზ ჯობავას - კარგად გაიხსენეთ: ტოფიკამ ჩათვალა "ძელი - მიწა" ასხლეტილი და უკან გამოსული ისეთი ბურთი, რომელსაც კარის ხაზი არ გადაუკვეთია!
უშანგი
1970 წლიდან ყველა ფინალი მახსოვს და აშკარად საუკეთესო ამ სტატიაში ნახსენებიც არაა - გფრ - ჰოლანდია, 1974!
მალხაზ ჯობავა
1966 წლის ჩემიონი კანონით და თამაშით იყო გერმანია. ინგლისმა ბაქოელი მსაჯის, ტოფიკ ბახრამოვმა სუფთა აფსაიდიდან გატანილი გოლი ჩაუთვალა ინგლისელებს. ხოლო რაც შეეხება საფრანგეთი-ბრაზილიის თამაშს, 1998 წელს ნახევარი ბრაზილიის გუნდი მოწამლული იყო თამაშის წინ. მახსოვს ჩემს ახალგაზრდბაში 1973 თუ 72 წელს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ მატჩში, ხობის კოლხეთი ერთი ქულით უსწრებდა ხაშურის ივერიას და წინადღით ჩასულ ფეხბურთელებს, შუადღისას სასტუმროს სასადილოში სადილის დროს კერძში ჩაუყარეს კუჭის ასაშლელი წამალი (პურგენი), და მაგის მიღების მერე რავარი სათამაშო იქნებოდა ქე ხვდებით ალბათ და ხობმაც წააგო. ასე რომ საფეხბურთო ხრიკები ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ! არ უნდა იყოს.

2002 წლის ჩემპოინატს საერთოდ რატომ თვლით? ეგ იყო მასხარაობა, ფინალი კი ცალკარა
მამუკს
1986 წლის არგენტინა-გერმანიაც ერთ ერთი საუკეთესო იყო
Givi
Ar vici es finalebi vin shearchia, magram 1978 da 1986 finalebi dzalian magari iko bevrad dzlieri da sanaxaobrivi vidre am mundialzea argentinis shesrulebit...
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
"ტრამპს ტელეფონზე ყოველდღე ვესაუბრები. მინდა გითხრათ, რომ..." - ჯანი ინფანტინო
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?