პორტუგალიური ამბები
“რომას” “პორტუდან” ურუგვაელი მარცხენა მცველის ხორხე ფუსილეს შეძენა სურს. მოგეხსენებათ, “ჯალოროსიმ” ვეტერანი ნორვეგიელი იონ-არნე რიისე “ფულჰემში” გაუშვა და ახლა მისი სრულფასოვან შემცვლელს ეძებს.

მარადიული ქალაქის მკვიდრთა დაინტერესება იმდენად დიდია, რომ რამდენიმე გავლენიანმა იტალიურმა გამოცემამ ამას სპეციალური სტატიებიც კი მიუძღვნა.

სამხრეთამერიკელმა 2006 წლიდან მოყოლებული პორტუგალიის ჩემპიონობა 3-ჯერ მოიპოვა. მთელი ეს პერიოდი ის ძირითადი შემადგენლობის წევრად მიიჩნეოდა.

კოპა ამერიკიდან კოლუმბიის გამოვარდნის შემდეგ “პორტუს” ფეხბურთელები რადამელ ფალკაო და ფრედი გუარინი სამშობლოში კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან. პორტუგალიაში ისინი 1-ელ აგვისტოს გაფრინდებიან და გუნდს შეკრებაზე მხოლოდ ამის მერე შეუერთდებიან. ისინი, სავარაუდოდ, ახალ სეზონში პირველად 6 აგვისტოს პორტუგალიის სუპერთასისთვის შეხვედრაში ითამაშებენ (ან სათადარიგოთა სკამზე მაინც ისხდებიან). კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელების თხოვნა გაითვალისწინა და მათ დასვენების საშუალება მისცა.

ანდრე ვილას-ბოასის “პორტუდან” წასვლის შემდეგ “დრაკონებს” სათავეში მისი ყოფილი თანაშემწე ვიტორ ფერეირა ჩაუდგა. მისთვის ეს პირველი წელი იქნება დამოუკიდებელი მწვრთნელის რანგში. შესაბამისად, ის სხვებზე მოტივირებულია, რათა ხელმძღვანელობის ნდობა გაამართლოს. “პორტუმ” 10-დღიანი შეკრება გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ მარიენფელდში ჩაატარა. ფერეირა პირობებითა და ფეხბურთელების მოტივაციის დონით კმაყოფილი დარჩა. აი, რა განაცხადა მან: “გუნდური მუშაობა მიმართული უნდა იყოს ფეხბურთელების საუკეთესო თვისებების გამოსავლენად. ჩემი აზრით, გუნდმა უნდა მოახერხოს და დარჩეს შარშანდელივით ძლიერი და წარმატებული. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი იდეების დამუშავებას და ცხოვრებაში მათ გატარებას. ამ შეკრებაზე ჩემმა შეგირდებმა ძალიან ბევრი იმუშავეს და, რა თქმა უნდა, მე მათით კმაყოფილი ვარ”.

ლისაბონის “სპორტინგის” 32 წლის ნახევარმცველმა პედრუ მენდეშმა კლუბი დატოვა და გუშინდელს შემდეგ “გიმარაიშის” ფეხბურთელი ჰქვია. პორტუგალიის ნაკრების ყოფილი წევრმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მენდეშმა პროფესიული კარიერა სწორედ “გიმარაიშში” დაიწყო და “სპორტინგშიც” აქედან მოხვდა.

გამოცემა “დიარიო სევილიის” ინფორმაციით, “სევილიის” 23 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა დიეგო კაპელმა შესაძლოა კარიერა “სპორტინგში” განაგრძოს. ანდალუსიური კლუბი ფეხბურთელში 6 მილიონ ევროს ითხოვს. პორტუგალიელები მზად არიან, ეს თანხა გაიღონ. თავის მხრივ ლა ლიგის ბინადრები “ტოტენჰემიდან” მექსიკელი ჯოვანი დოს სანტოსის გადაბირებას შეეცდებიან.

“ბენფიკამ” ამ დღეებში ორი ტრანსფერი სრულყო. ერთი ფეხბურთელი იჯარით გაუშვა, ერთი კი შეიძინა. “არწივების” ხელმძღვანელობამ 22 წლის ბრაზილიელი ალან კარდეკი “სანტოსში” გაუშვა, რისი მიზეზიც ევროპულ ფეხბურთთან შეუგუებლობაა. 2010 წელს კარდეკმა “ბენფიკას” “ვასკუ და გამადან” მიაშურა და 25 შეხვედრაში სულ რაღაც 6 გოლის გატანა მოახერხა.

“ბენფიკაში” გაატარებს უახლოეს სეზონს ვეტერანი გოლკიპერი ედუარდუ. შარშან ის “ჯენოაში” ასპარეზობდა. ეს ინფორმაცია პრესას გენუელთა პრეზიდენტმა ენრიკე პრეციოზიმ დაუდასტურა. მან ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და წარმატებები უსურვა. სატრანსფერო თანხა მხარეებს არ გაუხმაურებიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს