როტერდამელებმა გუნდის გაწვრთნის წინადადებით ამ დღეებში ლუი ვან გაალს მიმართეს, თუმცა მისგან თავაზიანი უარი მიიღეს

“ფეიენოორდის” ფეხბურთელებმა მთავარ მწვრთნელ მარიო ბეენს ხმათა უმრავლესობით (23 3 წინააღმდეგ) უნდობლობა გამოუცხადეს და იქამდე, სანამ მას ხელმძღვანელობა გაუშვებდა, ბეენი თანამდებობიდან თავად გადადგა.

მას შემდეგ უკვე მთელი კვირა გავიდა, მაგრამ “დე კუიპის” მკვიდრებმა ახალი დამრიგებელი ჯერ ვერ იპოვეს. როტერდამელებმა ამ დღეებში წინადადებით ლუი ვან გაალს მიმართეს, თუმცა მისგან თავაზიანი უარი მიიღეს.

ამ ფაქტმა ერთობ გააოგნა “ფეიენოორდის” ტექნიკური დირექტორი მარტინ ვან გეელი, ვისაც ვან გაალთან წლების მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. “აიაქსის”, “ბარსელონისა” და “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა მიზეზად ის დაასახელა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შვებულებას გეგმავს და სურს, რაც შეიძლება მეტი დროს გაატაროს ოჯახთან ერთად.

ვან გეელის თქმით, მათ კიდევ რამდენიმე კანდიდატურა ჰყავთ, მათ შორის არიან ჰუუბ სტევენსი, რონალდ კუმანი და “ფეიენოორდის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟან-პოლ ვან გასტელი.

“აიაქსს” ყველაზე მეტად ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა აწუხებს. ამას ყველა აღიარებს, თუმცა ამსტერდამელებმა ამ პოზიციაზე ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელი შეიძინეს, ესაა კოლბეინ სიგტორსონი, ფეხბურთელი, რომლის პოტენციალზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ რამდენად შეძლებს ის ხვალიდანვე სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს, ეს სხვა საკითხია.

სწორედ ამიტომ, ფრანკ დე ბურის თქმით, “აიაქსისთვის” “ბრედას” წევრ მეტიუ ამოას შეძენა ერთობ გამოსადეგი საქმე უნდა იყოს... თუმცა მწვრთნელი პარალელურად ეჭვობს კიდეც. აი, რას ამბობს დე ბური შესაძლო ტრანსფერის თაობაზე: “ამოა საკმაოდ გამოცდილია, მაგრამ უკვე ასაკშია და შევიძინოთ თუ არა, ამაზე ბევრი ფიქრი დამჭირდება, - განუცხადა მან “დე ტელეგრააფს”. - აუცილებლად უნდა გადავწყვიტო შემდეგი: თუკი აქცენტს სიგტორსონზე გავაკეთებ და სიმ დე იონგს საბოლოოდ გადავიყვან წინა ხაზში, მაშინ ახალი თავდამსხმელი აღარ დაგვჭირდება”.

“აიაქსს” თავდასხმის გაძლიერება შეიძლია ჯეფრი კასტილიონითაც, რომლის ნიჭში დე ბურს ეჭვი არ ეპარება, თუმცა ჰოლანდიური პრესა ვარაუდობს, რომ ახალგაზრდა შემტევს მინიმუმ ერთი წლით “ვაალვაიკში” გაუშვებენ პრაქტიკის მისაღებად.

36 წლის ჰოლანდიელი ვეტერანი სანდერ ვესტერველდი კარიერას კეიპტაუნის “აიაქსში” განაგრძობს. როგორც სამხრეთაფრიკული კლუბის პრესსამსახური იუწყება, მოლაპარაკებები რა ხანია დაწყებულია და მალე ალბათ ყველაფერი კონტრაქტით დაგვირგვინდება. ვესტერველდის კარიერის საუკეთესო წლებმა “ლივერპულში”, “ევერტონსა” და “რეალ სოსიედადში” ჩაიარა, სულ კი კარიერის განმავლობაში ცაცია მეკარეს 12 კლუბის ღირსება დაუცავს.

ჰოლანდიურ ამბებს “ნარინჯისფერთა” ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბერტ ვან მაარვიკის განცხადებით დავასრულებთ. ინგლისური პრესა თუ ერთ დღეს წერს, რომ “ინტერის” ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი “მანჩესტერ იუნაიტედში” აუცილებლად გადავა, მეორე დღეს ამ ამბავს უარყოფს და ასე გრძელდება უკვე ერთი კვირაა.

ვან მაარვიკს მიაჩნია, რომ ვესლის კარიერისთვის უმჯობესი იქნება, თუკი ის მართლა გადავა “ოლდ ტრეფორდზე”. “მანიუში” გადასვლა სნეიდერისთვის კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, - განაცხადა “დე ტელეგრააფთან” ინტერვიუში მწვრთნელმა. - ის უკვე აქვს ტოპგუნდებში თამაშის გამოცდილება. ასე რომ, ინგლისში სათამაშოდ გადასვლა მისთვის პრობლემად არ უნდა იქცეს. “იუნაიტედში”, ისე როგორც არსად სხვაგან, საქმე ძალიან მაღალ დონეზე კეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ვესლის ადაპტაციას მალე გაივლის. მეტიც, მე დაჟინებით ვურჩევ მას, ეს ნაბიჯი გადადგას”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე