ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვილიარეალთან“ 2:3 დამარცხდა.

მწვრთნელმა სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია კვლავ სასტარტოში დააყენა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით შეუცვლელად ათამაშა (მის გარდა თითქმის ყველა შეცვალა) და ცხადია, სურს ტრავმის შემდეგ მეტი სათამაშო დრო მისცეს და ფორმაში ჩადგეს. უნდა ითქვას, ის კარგად გაისარჯა, მეტადრე მეორე ტაიმში და გოლიც გაიტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ ძალიან ეუხეშებოდნენ.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მე-12 წუთზე სტუმრები კაპუემ დააწინაურა, თუმცა სამ წუთში ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, როდესაც ხვიჩამ მეკარე რეინასთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა. კომპენსირებულ დროში კაპუეს დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ორივე გუნდი აქტიურობდა, კაპუემ საჯარიმოს გარედან ოდნავ ააცილა მიზანს, შემდეგ ხვიჩამ სწრაფი კონტრიერიში წამოიწყო, მეურვეს ლამაზი ფინტით გაექცა, მაგრამ მან წააქცია. „ვილიარეალმა“ კი „ნაპოლი“ ორჯერ კონტრშეტევაზე დაიჭირა და 3:1 გავიდა წინ. 79-ე წუთზე ძერბინი საჯარიმოში მოცელეს და კვარაცხელიამ უზადოდ შესრულებული პენალტით ანგარიში შეამცირა, ძალიან გააქტიურდა, ბურთი თვითონ წაიღო ცენტრში, პარტნიორებს წინ მიუძღოდა, თამაშს ამწვავებდა, ყველა კუთხურს თავად აწოდებდა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ხაზგასასმელია, რომ ბოლოს მარჯვენა ფლანგზე და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც თამაშობდა. მთავარია "კვარა" თანდათან მოუმატებს და ძველებურად გაგვახარებს - ეს უეჭველია.

რაც შეეხება "ნაპოლის", გასაკვირად ბევრი შეცდომა დაუშვა, ნახევარდაცვა გათიშული იყო, მოწინააღმდეგე ადვილად გადადიოდა მოედნის ცენტრს და მცველებიც ვერ ვარგობდნენ.

სერია A-ს განახლებამდე „ნაპოლი“ ბოლო სპარინგს სახლში „ლილთან“ 21 დეკემბერს ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ვილიარეალი 2:3

გოლები: 0:1 კაპუე (12), 1:1 ოსიმენი (15), 1:2 ჯეკსონი (67), 1:3 ჟერარ მორენო (70, 2:3 კვარაცხელია (79, პენ)

გოგია
დადებითი აზრის გამოთქმა შეგიძლიათ საერთოდ რაიმეზე?
Semi
მიდი ხვიჩა შედი ფორმაში და ოქროს ბურთი მოიგე რომ ქართველი ერის დიდება და გენეტიკა ყველამ აღიაროს.
Lasha
კვარა მეორე ტაიმში გამოცოცხლდა და ჩვეულ ფორმასთან ძალიან ახლოსაა!
რა მაფიაა?
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა !
gogi
დღევანდელ შეხვედრაში (მეტწილად მეორე ტაიმში) ხვიჩა გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე წინა 2 მატჩში. ბოლო წუთებზე შეეძლო გაეთანაბრებინა ანგარიში და დუბლი გაეკეთებინა. სამწუხაროდ მისი პარტნიორები (ოსიმენის და ლობოტკას გარდა) დღეს საშინლად გამოიყურებოდნენ (განსაკუთრებით დაცვაში)
Charley
დრო ჭირდება კვარას ისევ ტონუსში მოსასვლელად და სპალეტიმ ერთი ეგ დატოვა და მიტომ მისცა 90 წუთი რომ ფორმაში უფრო ადრე შევიდეს ... და ფაქტია მეორე ტაიმი პირველთან შედარებით ცა და დედამიწა იყო... და როცა სხვა ლიდერები გავიდნენ (ოსიმენი).. საერთოდ ყველანაირ წნეხის გარეშე უკვე ნამდვილი ლიდერი იყო მოედანზე. ცენტრში ძაან საინტერესო იყო მისი ხილვა თავისი პერიოდულად მარჯვნივ გადაწევებით ... და მგონი კიდევ უფრო უნდა დატვირთოს სპალეტიმ კვარა ამ პოზიციებზე რადგან თვალნათლივ ჩანს კრეატივს აქედანაც არანაკლებ მკვეთრად აჩვენებს ჩვენი ბიჭი ვიდრე მისი პირდაპირი მარცხ: ვინგერის პოზიციიდან. კი იყო მომენტები განსაკუთრებით პირველ ტაიმში .. მაინც ფსიქოლოგიურად ტრამვა ეხლახანს მოირჩინა და შედარებით შიშშეპარულად მიდიოდა მოწინააღმდეგესთან ახლო კონტაქტზე და ეს ბუნებრივიცაა თამაშის ხასიათიდანაც გამომდინარე მაგრამ ამ თამაშის რიგ მონაკვეთებშიც კარგად გამოჩნდა ხვიჩას ის ნაპერწკალი რომელიც მეორე წრიდან აგიზგიზებულ ცეცხლად გარდაიქმნება და მას მთელი იტალიის სახანძრო ბრიგადებიც კი ვერ ჩააქრობს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მოკლედ წარმოგიდგენიათ რა ჭ კლასის დონეა ეს იტალიის ჩემპიონატი. ეს ესპანური გუნდები მოკლედ ამ სოფლის გუნდს ბურთს თავზე ახევენ. მარტო მათი თექნიკა და ბურთის ფლობა რო ნახო
ILIA
თუ მატჩს უყურეთ, იქნებ დაწეროთ, როგორ ითამაშა ხვიჩამ.
გულშემატკივარი
ჩვენი ბიჭი უბრუნდება ჩვეულ ფორმას:))) წინსვლა და წარმატებები!!! უფალი ფარავდეს!!! იანვრიდან ჩვენი ვარაკვლავი ისევ აკაშკაშდება!!!

სულ აქცევდნენ და ფეხებში ურტყამდნენ. როგორც რუსებმა თქვეს კვარას შეჩერება თუ გინდათ ხისტად უნდა დაუდგეთ, მტკივნეულად უნდა მიარტყათ, რადგან ტკივილს ვერ იტანს და ეგრევე წყვეტს აქტიურ თამაშსო, ორთაბრძოლებში ნაკლებად შემოდისო. თავის საუკეთესო ფორმაში არ იყო დღეს მაგრამ როგორც კი მოტყუებაზე წავიდოდა მაშინვე აქცევდნენ. სხვებთან შედარებით ბევრად კარგად ითამაშა. იმედია უხეში თამაში აღარ იქნება მის წინააღმდეგ, ამან შეიძლება საერთოდ ამოაგდოს თამაშიდან, იმდენად ვერ იტანს უხეშობას. ინტერვიუშიც აქვს ნათქვამი, ყველაზე მეტად მეზიზღებაო. ერთი შემთხვევაც არ მახსენდება თვითონ ვინმეს მიმართ ეუხეშოს.
ვანჩოპე
ფაქტიურად ცალკარა ეთამაშა ვილიარეალი მეორე ტაიმში. არ მინდა დავიჯერა რომ სულ ეს არის ნაპოლი და მეტი არ შეუძლია. ხვიჩას ბევრჯერ ეუხეშნენ, ისე ვერ აართვეს ბურთი. რაც მიიღო ყველა გაამწვავა. მაგრამ ხვიჩამდე ნაკლებად მიდიოდა ბურთი, რადგან ყვითლები აკონტროლებდნენ. მთავარია რომ ვხედავ ფორმაშია ჩვენი ვარვსკლავბიჭი. პენალტიც აუღელვებლად დაარტყა ზუსტად. მიდი ხვოჩა, გქომაგობს მთელი საქართველო. P.S. დასანანია რომ თებევრლის მერე პირველი მატჩი დათმო ხვიჩამ
ვაჟა მასწავლებელი
სამივე გაშვებული ბურთი კორეელი კიმის ბრალია - მოედანზე რომ არ იყო იმიტომ! კიმი ყოფილა ყველაფერი - მცველიც, ნახევარმცველიც ნანოლისათვის! ხუმრობა იქით იყოს და ჯიგარია!!!
Spain
ვუყურე თამაშს, ბურთის მიღებისთანავე მოტყუებაზე მიდიოდა და ჩეხავდნენ ეგრევე,ძალიან ხისტად ეთამაშებოდნენ. თავის საუკეთესო ფორმაში არაა მაგრამ დღეს უკეთესი იყო, მეორე ტაიმში ყველა გაიყვანა ძირითადის ფეხბურთელი და მარტო ხვიჩა დატოვაა. პენალიც გაიტანა და გამწვავებაზეც მიდიოდა, თუმცა რათქმაუნდა ეს არაა მისი საუკეთესო თამაში და მთლიანად გუნდიც სუსტად გამოიყურებოდა. დილორენცომ საშინლად ითამაშა, რასპადორი საერთოდ არ ჩანდა, ელმასზე და მარიო რუიზე აღარაფერს ვამბობ. მაგრად აჯობა ვილიარეალმა, ყოჩაღ მაგათ, ამხანაგური ასე მონდომებით ითამაშეს
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა