გუშინ "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ "ნიუკასლს" ხვიჩა კვარაცხელიას 50 მილიონ ფუნტად შეძენის შანსი არ აქვს, მაგრამ ინგლისური პრესა მაინც აქტიურად წერს შესაძლო ტრანსფერზე. "კაჭკაჭების" გარდა, ქართველით "ლივერპული", "ევერტონი", "მანჩესტერი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებული.

TheHardTackle აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კარგი და სანახაობრივი თამაშით მიიპყრო პრემიერლიგის წამყვანი კლუბების ყურადღება. მისი მომაკვდინებელი შეტევები საკუთარ თავზე ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა გამოსცადა და მოჰამედ სალაჰის ხანგრძლივვადიან შემცვლელად "ლივერპული" განიხილავს, მაგრამ "მანჩესტერის" სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ, სადაც რონალდოს წასვლის შემდეგ ვაკანტური ადგილის შევსება სჭირდებათ, ხოლო "ჩელსი" "მილანიდან" ლეაოს გადაბირებას ცდილობს და თუ ეს ვერ შეძლეს, იდეალური ალტერნატივა ხვიჩა გახდება.

გამოცემა ვარაუდობს, რომ სკუდეტოს მოგების შემთხვევაში ნეაპოლური კლუბი ინვესტიციებს გაზრდის, კვარაცხელიას ერთი წელი არ გაასხვისებენ და იმ დროისთვის მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 115 მილიონი ევრო) და შეიძლება მეტიც გახდეს, მით უმეტეს, როდესაც მოლაპარაკებებში კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჩაერთვება.

90min-იც აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს, იმავე სიახლეებს ამცნობს მკითხველს და დასკვნაც გამოაქვს: "მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლიმ" ფასი არ გაამხილა, ითვლება, რომ 100 მილიონ ფუნტზე მეტის მიღების იმედი აქვთ".

იმასაც გეტყვით, რომ "ვილიარეალთან" ნამატჩევს (2:3) "კვარას" შესახებ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და თქვა, რომ თავიდან თამაში მთლად კარგად ვერ დაიწყო, თანდათან მოუმატა, რაც შეიძლება მალე უნდა დაიბრუნონ საუკეთესო ფორმაში მყოფი, რადგან მოედანზე განსხვავებას ქმნის, ამიტომ არ შეცვალა, მეორე ტაიმში უკეთესად ითამაშა და ვინაიდან გუნდის ლიდერია, თავის უფრო მეტად წარმოჩენა მოეთხოვება.

ლაშა
შენმა მზემ, პრემიერლიგა ტექნიკური ფეხბურთელისთვის არამიმზიდველია და განწირულია დაკარგვისთვის. მანდ არ ისურვეს თამაში ისეთმა ფეხბურთელებმა როგორებიც არიან: მესი, რონალდო, რივალდო, ფიგუ, ზიდანი, მარადონა, მოდრიჩი და თვით ოუენი და ბექჰემი! იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი ან გერმანია და თუ ფული გინდა ინგლისი, აშშ, კატარი, საუდის არაბეთი...
nuko
115-მილიონი სამარცხვინო თანხაა კვარაცხელიაში..დღეს მსოფლიოში ნომერ პირველია თავისი შედეგებით,თვითონ ქმნის და თვითონ ასრულებს გოლით..დამისახელეთ ერთი მაინც ვინმე მსგავსი..არიან ვისაც ბევრი აწვთ გატანილი მაგრამ მიწოდებული პასის და არა თავისი შექმნით..საწართველოს მსგავსი ფეხბურთელი არასდროს არ ყოლია,იმედია მომავალში ეყოლება..წარმატებები ხვიჩას ყველგან და ყოველთვის
ACHI
რომც 150 გადაიხადონ(ამდენს ისედაც არ გადაიხდიან) ჯერ არ გაყიდიან იმიტომრომ 2 კარგი სეზონის მერე კვარა 200 ეხირება
ლაშას
მაგარი მრჩეველი ხარ, შენმა მზემ!
ნიკო
ოღონდ დოღლიგაში არ წახვიდე რა ხვიჩინიო,რეალი,ბარსა,ბაიერნი,სხვები არც განიხილო
მალხაზ ჯობავა
200 % მართალი ხარ, ან რელი, რეალი, რეალი ან არსად, რადგანაც რეალი და ანჩელოტი თამაშობს ზუსტად იმ ფეხბურთს, რაც ყველაზე მეტად დევს ხვიჩას ბუნებაში და ზუსტად რეალში იბრწყინებს ყველაზე მეტად ჩვენი ხვიჩა
ლაშა
ნაპოლი ან უკიდურეს შემთხვევასი რეალი და არა პრემიერლიგა, რასაც არავის ვურჩევ...
გიორგი
არ იყიდება ვაა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა