ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ბოლო მატჩი რუმინელებთან 85:89 დათმეს
18 ივლისი

საქართველო-რუმინეთი 85:89 დ.დ.

19:19, 17:12, 19:24, 21:21, 9:13

საქართველო: ბაქრაძე (25 წთ, 11ქ, 2მ, 3პ, 3ჩ), ლომოური (24 წთ, 18ქ, 4მ), ჩიკვილაძე (21 წთ, 3ქ, 3მ, 5ფ), შენგელია (32 წთ, 22ქ, 11მ, 2პ, 3დ), თავართქილაძე (8 წთ), ბექაური (12 წთ), ბოქოლიშვილი (28 წთ, 2ქ, 3მ), ლეჟავა (7 წთ, 3ქ), სანაძე (20 წთ, 10ქ, 5მ), რევაზაშვილი (18 წთ, 3ქ, 3მ), დვალიშვილი (30 წთ, 13ქ, 11მ).

რუმინეთი: ტელინოიუ (12ქ, 6მ), ნუნა (9ქ, 9მ), იოანი, მილენკოვიჩი (12ქ), ტოთი, კორპოდეანი (20ქ, 8მ), ჩიროფი (19ქ, 7მ), ტიბირნა (17ქ, 7მ).

20-წლამდელთა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა რუმინეთთან მატჩამდე თქვა:

მართალია, ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული გვაქვს, მაგრამ რუმინელებთან მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ. თან ვეცდები დრო იმ კალათბურთელებსაც მივცე, ვისაც აქამდე ცოტა ხნით თამაში უწევდა.

მწვრთნელზე რაც იყო დამოკიდებული ყველაფერი შეასრულა: სასტარტო ხუთეულში დააყენა გიორგი რევაზაშვილი და აკაკი ლომოური, რომელსაც მანამდე მთელს ჩემპიონატზე მხოლოდ 1 წუთი ჰქონდა ნათამაშები. ასევე, დრო ერგოთ სხვა სათადარიგოებს, თუმცა რუმინეთთან მატჩის სიმძიმემ მხოლოდ მათზე არ გადაიარა - მწვრთნელმა გუნდის წამყვან კალათბურთელებზეც არ თქვა უარი.

40 წუთის ფრედ დასრულებაც ნათელჰყოფს, რომ მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა ქართველებს მეორე ათწუთეულში მცირე უპირატესობა ჰქონდათ, რაც მესამეში ვლახებმა სრულად გააბათილეს. საინტერესო გამოდგა შეხვედრის ბოლო წუთები. საფინალო სირენას 39 წამი უკლდა, როცა მილენკოვიჩმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და რუმინეთი სამით წინ გაიჭრა - 76:73. 13 წამში ლომოური იმავე მილენკოვიჩზე დაჯარიმდა, მაგრამ ბედად რუმინელმა ერთი თავისუფალი ტყორცნაც ვერ გამოიყენა.

ქართველებმა ჩაიფიქრეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ ანგარიში სამქულიანით გაეთანაბრებინათ. ბოლო იერიშისას თორნიკე შენგელიას მიერ აცილებული ბურთი ბოქოლიშვილმა მოხსნა, ისევ თორნიკე მოძებნა, მაგრამ ვერც ზედიზედ მეორე სამქულიანმა მიაღწია მიზანს. თუმცა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი ისევ ჩვენ დაგვრჩა - ლომოურმა მოხსნა, პერიმეტრზე ავიდა, ისროლა და 76:76.

დამატებითი დროის დასაწყისში სანაძემ სამქულიანი გამოიყენა, მაგრამ ეს რუმინელთა გასატეხად საკმარისი არ აღმოჩნდა - ყვითლებმა 89:85 იმარჯვეს. მართალია მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდნენ, მაგრამ ჯგუფური ეტაპი ღირსეულად დაასრულეს.

ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას 8 ნაკრები აგრძელებს. ისინი ორ ჯგუფად გაიყოფიან, საიდანაც ნახევარფინალში ორ-ორი გავა, ხოლო ფინალისტები ელიტის საგზურს მოიპოვებენ.

მეორე ეტაპზე E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ესტონეთი, ბულგარეთი და დანია. მატჩები 20 და 21 ივლისს გაიმართება. თითო გუნდს (მაგალითად საქართველოს) თანაჯგუფელთან (ესტონეთთან) გამარჯვება მეორე ეტაპზეც გადაჰყვება.

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. საქართველო 5 4 1 418/394 9

2. ესტონეთი 5 3 2 424/353 8

3. პოლონეთი 5 3 2 366/358 8

4. რუმინეთი 5 3 2 311/343 8

5. მაკედონია 5 2 3 359/361 7

6. შვეიცარია 5 0 5 316/385 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს